"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგას იგებს ტორპედო , მეზღაპრე კახაიე კუჭავამ ეგრე სთქვა და რა უფლება გვაქვს არ დაუჯეროთ !!! ნეტარ არიან მორწმუუნენი :-) კობიზე კიდე რა ვთვა მიუხედავად იმისა რო ქოცმატყუარების გუნდიდანაა მაინც მჯეროდა რო ფეხბურთს მიხედავდა, პარლამენტარობა რო მოინდომა მაშინ მივხვდი რო ფულის საკეთებლად და მარტო ქოც პარტიის ინტერესების გამტარებელი იყო და არა საქმის საკეთებლად მოსული, ეხლა გინდა ფეხბურთელებს დააბრალოს გინდაც მწვრთნელებს, მაგ ყველაფერის დალაგება და დისციპლინა ნაკრებში ფედერაციის პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა ... სამწუხაროდ ესეც მატყუარა აღმოჩნდა
დათო-რუსთავი
12 სექტემბერი 2021 18:50
1
ტრაგედია ის არის, რომ საკუთარი თავის არ გრცხვენია!
ზურა
12 სექტემბერი 2021 18:38
1
მე კიდე მრცხვენია ქოცისტანში ცხოვრება
გიორგი
12 სექტემბერი 2021 18:36
0
რომ გრცხვენოდეს გადადგებოდი!
zb
12 სექტემბერი 2021 18:31
0
სულ ეს მოიფიქრა?ვინ აგო ამ ქვეყნის შერცხვენისთვის პასუხი ამან რო აგოს.
Gia
12 სექტემბერი 2021 18:17
0
მერე პირადი ინტერესები ამპარტოვნობა გადადევი გვერდზე და ნეპოტიზმს ᲨეეᲨვი გაზარდეᲗ პერსპექტიული ბავᲨვები და აᲦარ Შეგრცხვება მერე...
Თუ ვერ ხვდები გეუბნები
სუს
12 სექტემბერი 2021 18:08
0
2 სკამზე რომ ზიხარ არ გრცხვენია?ფული ხომ არ გიჭირს,არ ჯობია ფეხბურთს მიხედო,სპორცმენს რა გინდა პარლამენტში,მიხედე ფეხბურთს თუ შეგიძლია თუ არადა საქმის გამკეთებლებს ჩააბარე ეს საქმე.ფეხბურთის ყურება აღარ მინდა ისე შემაზიზღეს ეს თამაში.
პაპა
12 სექტემბერი 2021 17:58
0
როგორ უნდა განეწყოს ფეხბურთელი თავდადებისთვის, თუ ხედავს, რომ ეროვნულ ნაკრებში კი არა, ვიღაციას კერძო კანტორაში გამოიძახეს. თქვენ მართლა დებილები ხომ არ გგონივართ ყველა? რა ესაქმება ბათუმის 4 ფეხბურთელს ეროვნულის სასტარტოში? იმ ბათუმის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ლიგას, რომლის წარმომადგენელი არცერთი ინტერევროპული ლიგის ჯგუფურ ეტაპს არ ახსოვს? გიბრალტარის ჩემპიონატმა აჯობა მაგ თქვენს ეროვნულ ლიგას და იქიდან 4 ფეხბურთელს რომ დააყენებთ ქვეყნის პირველი გუნდის სასტარტოში, ამის შემხედვარე ფეხბურთელებს რა თავდადებაზე ესაუბრებით? თქვენ ფული აკეთოთ და 35 წლის კანკავამ თქვენი შემოტენილი ფეხბურთელების სარბენიც ირბინოს? რომ მოინდომოს, არ ხდება ესე! ვერ განეწყობა! ერთხელ თუ არა, მეორედ თუ არა, მესამედ ჩაიქნევს ხელს! ქვეყანაზე კი არა და გულშემატკივარზე კი არა, თქვენს გამოსწორებაზე და საკუთარ სანაკრებო კარიერაზე ჩაიქნევს ხელს, თქვე არამზადებო! რცხვენია ბიჭს! თუ გრცხვენია, რაღას ელოდები, გადადექი!
რა გვეშველება?
12 სექტემბერი 2021 17:56
0
ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი უნდა ერთად დავდგეთ, მოვითხოვოთ ფედერაციის პრეზიდენტის და მთელი მათი ამალის გადაყენება და რეფერენდუმის წესით დავნიშნით პრეზიდენტი,რომელიც იქნება ქართული ფეხბურთის და ქართველი ხალხის ქომაგი და არა ნათესავების და ძმა-ბიჭების გამდიდრებით დაკავებული.
ფეხბურთი
12 სექტემბერი 2021 17:03
21
და ამის მერე ათამაშებდებიან ჩვენი უთავმოყვარო ფეხბურთელები?
მეზარბაზე
12 სექტემბერი 2021 21:15
12
და არ უნდა იყოს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული (ისევე როგორც სპორცმენები არ უნდა მიდიოდნენ მმართველ პარტიებში, როგორც ეს ნაცების დროს იყო და ქოცების დროსაა ახლა)
rasa
12 სექტემბერი 2021 21:11
1
ყველა გამოხმაურება
ისევ იმ ციკლში შევდივართ... როგორ მახსოვს ქეცბაია რო აკრიტიკებდა ჩვენს ნაკრებს მაშინ ყველა აგინებდა და ნაციონალს ეძახდა, ზუსტად იგივე სცენარი დღესაც... არადა ერთიც მართალი იყო და მეორეც.. ჩვენს ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში მოვალეობის მოხდად მიაჩნიათ და არა სამშობლოსთვის თამაშად!!!
jigari
12 სექტემბერი 2021 17:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული