"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
როცა ნაკრები წარუმატებლად თამაშობს და ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება.წაგების მიზეზად ძირითადად სახელდება მწვრთნელი, ფეხბურთელების მოუნდომებლობა და სხვა...თითქმის არავინ ამბობს, რომ ჩვენთან პროფესიონალები არ იზრდება იშვიათი გამონაკლისის გარდა.ქვეყნის გარეთ ვინც მიდის,ფულს იშოვიან და მორჩა,ზრდა აღარავის აინტერესებს.აბა გადაახვიეთ და დააკვირდით რა დონეზეა ბოლო თამაშებში მონაწილე "ფეხბურთელების" მომზადება.რამდენი შეცდომა აქვთ ბურთის მიღების დროს, პასის მიცემის დროს, სამარცხვინოდ რამდენს გადაახტა ბურთი თავზე და ა.შ. როცა რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი, ვინც მართლა თამაში იცის, ნაკრებში გამოჩნდება, მაშინ თუ ვაჩვენებთ რაღაცას. ესაა სულ...სამწუხაროდ...
merabi-1960
12 სექტემბერი 2021 14:49
1
Amas tavis gadarchena unda, tavs ver artmevs saqmes da axla sxvas axocavs xels
Juve
12 სექტემბერი 2021 14:49
4
საინტერესოა თქვენი პასუხისმგებლობის ზღვარი სად გადის?, ნაკრების მწვრთნელს როდესაც კონკრეტულ მიზანს უსახავთ, ეს ნიშნავს რომ თქვენც ავტომატურად ამ მიზნის შესრულებაში პასუხისმგებლობა გეკისრებათ, რომელიც მხოლოდ "სირცხვილის" გრძნობით (ისიც მხოლოდ ფეხბურთელების მიმართ) და ბოდიშის მოხდით (რომელიც ჯერ არ მოგვისმენია) ვერ შემოიფარგლება.
მალაქია
12 სექტემბერი 2021 14:48
5
პირადი ინტერესების პრივილეგირება ჩვეულებრივი ამბავია ადამიანის ცხოვრებაში და ლეგიტიმური. აკეთონ ჩვენ ფეხბურთელებმაც თავისი პირადი საქმე. უბრალოდ ნაკრებზე ოფიციალური უარი თქვან. ჩვენ იმედი აღარ გვექნება მათი და აღარც იმედგაცრუებული დარჩება ვინმე.
გგგ
12 სექტემბერი 2021 14:47
2
თავისი თავით დაიწყოს!
გენა
12 სექტემბერი 2021 14:33
4
ვინც ბოლომდე არ იხარჯება, ვინც ვერ ხდება რა არის სამშობლო, შენი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და ვინც გვარცხვენს მისი უმოქმედობით,ზარმაცობით არ უნდა გააკარო ნაკრებს. დარწმუნებული ვარ ვინმემ რომ ემოციური სიტყვით მიმართოს ნაკრებს თამაშის წინ ბევრი დასცინებს კიდეც-ასეთი გარემოა ფეხბურთში სამწუხაროდ...
ბათუმი
12 სექტემბერი 2021 14:29
1
ფედერაციის არჩევნებზე მარტო შენ რო იყავი კანდიდატი მაგის არ გრცხვენია ხო? გლდანის არჩევნები რო წააგე და მაინც შეხვედი პარლამენტში? ხიზანიშვილი რო გყავთ სამწვრთნელო შტაბში? სირცხვილია
არა?
12 სექტემბერი 2021 14:23
9
კობი, ხომ გაგიგონია "თევზი თავიდან ყროლდებაო". სწორეთ ამასთან გვაქვს საქმე. ანუ ჯანმრთელ თავს ტანი არასდროს აუყროლდება.
ჟორა გაბრიჭიძე
12 სექტემბერი 2021 14:17
6
საკუთარი თავის არა გრცხვენია? რამდენი წელია სავარძელში ზიხარ? რა გააკეთე? მეორე სავარძელი, უფრო დიდი, მოიდგი? ვისაც რცხვენია, ის წავიდოდა. ამდენი წელია წყალს ნაყავ!!!
გია
12 სექტემბერი 2021 14:17
6
ყველამ უნდა შეიგნოს რომ ნაკრების მაისურს მოეკიდოს პატივისცწმით…
Aleksandre
12 სექტემბერი 2021 14:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული