"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს. რაიოოოოო????????
ატლანტამ მხრები გაშალა
12 სექტემბერი 2021 16:58
0
სიაფანდია, გვაბოლებს.
ჭუმიკა
12 სექტემბერი 2021 16:37
9
ანალიზი- ფედერაციამ ვაისი გაშვების მერე გადაწყვიტა 3-4 თვის ხელფასი დაეზოგა და მწვრთნელი ოფიციალურ თამაშებამდე რამდენიმე კვირით ადრე დანიშნა ისე რო დროც არ მისცეს გუნდის გაცნობის.
სამაგიეროდ მიუჩინეს ხიზანიშვილი-"ამან იცისო".
Levani
12 სექტემბერი 2021 16:21
3
სექტემბერშიც ორი კვირის დანიშნული იყო?
ერიჰაა
12 სექტემბერი 2021 20:28
0
თავის გადარჩენა გინდა? ასუხისგებლობა არა? ამის ზღაპრების ვის გჯერავთ?
Giusha3232
12 სექტემბერი 2021 16:16
15
მე მჯერა!!
დავიდ რევაზოვიჩი
12 სექტემბერი 2021 16:19
48
მართალს ამბობს!
პროფესორ
12 სექტემბერი 2021 16:13
47
არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თავისი ნებით წასულიყოს თანამდებიბიფან და არც მომავალში მოხდება მსგავსი რამ სამწუხაროდ. კობიაშვილის საოცარი იმედი ჰქონდა ხალხს, ამან კი დომენტის, ჟორდანიას და უმცროსს ახალკაცს გადაასწრო ნეგატივით. სამარცხვინო ბიჭი აღმოჩნდა ლევან კობიაშვილი, შეეძლო ლეგენდად შესულიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ეხლა შევა მორიგ კორუმპირებულ ჩინოვნიკად. მუჯირზე, ხიზანიშვილზე, ცქიტიშვილზე და იაშკაზე ლაპარაკიც არ მინდა. ეგენი საერთოდ ფეხბურთს კი არა არც ერთ საქმეს არ უნდა გააკარო. კითხვა ეხლა ერთია, როგორ მოვიცილოთ ეს წურბელები ფედერაციიდან?
ირაკლი
12 სექტემბერი 2021 16:00
13
კობი ალბათ ერთადერთი ქოცია, რომელიც არ იწვევს ჩემში ზიზღს! დავიწყოთ იქიდან რომ რაც კობის პრეზიდენტობისას სტადიონები გაკეთდა ჯამში უფრო მეტია ვიდრე ყველა სხვების პრეზიდენტობისას ერთად! დარწმუნებული ვარ რომ არც მწვრთნელის საქმეებში ერევა, იმიტომ რომ ვერც ერთ ქართველს ვერ ნახავთ რომ ჩარეულიყო და ის შემადგენლობა დაეყენებინა რაც ესპანეთთან იყო. ფეხბურთს კიდე ეხლა ნაკრების ფეხბურთელების ნაცვლად ვერ ითამაშებს, როცა შეეძლო არავისზე ნაკლებად და არავისზე ნაკლები თავდადებით არ თამაშობდა
სიმართლე
12 სექტემბერი 2021 15:54
42
ჩამოთვალა ქვილითაია, კვეკვესკირი. მე დავამატებდი ყაზაიშვილს. ისიც უნდა ითქვას, ვინ ფიქრობს ნაკრებში ყოფნის დროს კლუბის მნიშვნელოვან თამაშზე. მგონი ესეთ ფეხბურთელების ადგილი გუნდშ არაა, ამ ეტაპზე კვარაცხალიას გარდა ყველა ერთი ერთი დონის არის აბსოლუტურად და ერთი კაცი იქით, ერთი აქეთ არაფერს შეცვლის სხვისთვის კი მაგალით იქნება. არ უნდა ნაკრები კარგად იყოს თავის გუნდში! აუცილებლად უნდა ითქვას ვინ არის!!
სიმართლე
12 სექტემბერი 2021 22:17
0
100% გეთანხმები, კობი მართალი კაცი მგონია, ბარემ ხელი დაედო კონკრეტული ფეხბურთელებისათვის, გერმანელებმა მიულერი და ჰუმელსი არ დაინდეს და ესენი ვინ მიგდია, უნახავმა რა ნახაოები.
12 სექტემბერი 2021 19:51
9
ყველა გამოხმაურება
გამოდის და ფეხბურთელებს ლანძღავს ეს რა უტიფრობაა,რატომ გამოაძახებინა თავის ნათლული ან თუნდაც ხიზანიშვილის ნათლული? ბათუმიდან საკმაოდ სოლუდურ თანხას რომ გირიცხავენ ეხლა მიუღებელია?
სამგურალი
12 სექტემბერი 2021 15:52
23
ვიზე საუბარი იქნებ ჩვენც გაგვაგებინო.მადლობა წინასწარ
Giusha3232
12 სექტემბერი 2021 16:09
0
ბუნებრივია მიზეზს ვერ იპოვნიდი, რადგან საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ და გირჩევნია შემადგენლობა გადათვალო ორჯერ. ორ კურდღელს დასდევ იცოდე…
Emigranti
12 სექტემბერი 2021 15:43
12
ეს ისე ლაპარაკობს ფედერაციის პრეზიდენტობა და პარლამენტარობა არ ყოფნის ყველაფერს გაართვა თავი და ახლა სპორტის მინისტრობაც უნდა რომ შეითავსოს
ანტა
12 სექტემბერი 2021 15:34
12

სიახლეები პოპულარული