ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

სანაია ფეხბურთელს ურჩევს, რომ რაც შეიძლება მალე გასცილდეს რუსეთის ჩემპიონატს.

"კვარაცხელიაზე დღეში 15 ნიუსი ამოვარდება ხოლმე ფეისბუქზე:

კვარაცხელიათი ესა და ეს დაინტერესდა... ისა და ის დაინტერესდა... რატომ ვერ შედგა ტრანსფერი... შეთანხმება თითქმის დასრულებულია... შეთანხმება ჩაიშალა... აი დაუსრულებლად.

დროზე თუ არა წავა მაგ რუსეთიდან, დაღუპავენ მის კარიერას ეგ "სავეტსკი" "ძელეცები". წავიდეს თუნდაც საშუალო დონის კლუბში ჯერ და მერე დამსახურების მიხედვით, მიეცემა შანსი გრანდებში. რა მიხვედრა უნდა, რომ ატყუებენ
ეს ვითომ საფეხბურთო აგენტები.  20 წლის ყოფილა უკვე, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულაც აღარ მიიჩნევა პატარა ასაკად", - წერს სანაია.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ამ გაუნათლებელმა "ჭეშმარიტების მღაღადებელმა" ჟურნალისტიკაში ყველაფერი დაალაგა და ეხლა ფეხბურთს ალაგებს?! SPORTALL.GE მეტი საქმე არა გაქვთ, ცხოვრებაში ამ არაფრის გამკეთებელზე მეტი ავტორიტეტი და ფეხბურთის მცოდნე სხვა ვერავინ ნახეთ?!
17
ზუსტად ისევე ესმის ფეხბურთი როგორც ჟურნალისტიკა. როგორ წავიდეს? ტიპს გონია ხვიჩაზეა დამოკიდებული? კონტრაქტი ბიჭო კონტრაქტი, ასეა ფეხბურთში ვახტანგ, ეგრე კიარაა როგორც თქვენთან რასაც გინდა იტყვი, რასაც გინდა იზავ))))
დათო
20:07 13-09-2021
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული