ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

სანაია ფეხბურთელს ურჩევს, რომ რაც შეიძლება მალე გასცილდეს რუსეთის ჩემპიონატს.

"კვარაცხელიაზე დღეში 15 ნიუსი ამოვარდება ხოლმე ფეისბუქზე:

კვარაცხელიათი ესა და ეს დაინტერესდა... ისა და ის დაინტერესდა... რატომ ვერ შედგა ტრანსფერი... შეთანხმება თითქმის დასრულებულია... შეთანხმება ჩაიშალა... აი დაუსრულებლად.

დროზე თუ არა წავა მაგ რუსეთიდან, დაღუპავენ მის კარიერას ეგ "სავეტსკი" "ძელეცები". წავიდეს თუნდაც საშუალო დონის კლუბში ჯერ და მერე დამსახურების მიხედვით, მიეცემა შანსი გრანდებში. რა მიხვედრა უნდა, რომ ატყუებენ
ეს ვითომ საფეხბურთო აგენტები.  20 წლის ყოფილა უკვე, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულაც აღარ მიიჩნევა პატარა ასაკად", - წერს სანაია.
მკითხველის კომენტარები / 34 /
თავის პროფესიის არვიცი მარამ მართალს იძახის ამ საკითხში რაგაც ეტაპამდე ვითარდება რუსეთში ადამიანი და მთავრდება ყველაფერი მაგით და ემერთმა არ ქნას ეგ ბიჭიც ეგრე დარჩეს
ზურაა
21:23 20-09-2021
0
ეს ტავის საქმეს ხომ სხლამს ისე აკეტებს და ახლა ფეხბურტს გადმოსწვდა?ვაი ცვენი ბრალი ვაი მართლა!
გეგი
16:45 17-09-2021
5

სიახლეები პოპულარული