საქართველოს ნაკრები რეიტინგში მნიშვნელოვნად დაქვეითდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა კატასტროფული სექტემბრის შემდეგ, ფიფას რეიტინგში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა. ვილი სანიოლის გუნდი 5 საფეხურით დაქვეითდა და 96-ე პოზიციას იკავებს. ჩვენზე წინ ვიეტნამისა (95) და ლუქსემბურგის (94) ნაკრებები არიან.

შეგახსენებთ, "ჯვაროსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრასა (კოსოვოსთან 0:1; ესპანეთთან 0:4) და ამხანაგურ მატჩში (ბულგარეთთან 1:4) დამარცხდნენ.

რეიტინგის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1. ბელგია;

2. ბრაზილია;

3.ინგლისი;

4. საფრანგეთი;

5. იტალია ;

6.არგენტინა;

7. პორტუგალია;

8. ესპანეთი;

9.მექსიკა;

10. დანია

საქართველოს ნაკრები 9 ოტტომბერს საბერძნეთს ისევ ბათუმში
უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი კოსოვოს ნაკრებს ესტუმრება.

altარასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

altსად გაქრა სანიოლის მცდელობები?! - არ გვინდა დავიჯეროთ, რომ შევცდით

მკითხველის კომენტარები / 11 /
კობიაშვილს მესამე სამსახური მოუძებნეთ, შეთავსებით.
0
ა, ძმაო, მუშაობს ფედერაცია და რას ერჩი.
ფირუზა
15:59 16-09-2021
1

სიახლეები პოპულარული