ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბათუმი არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ
ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

Sportall.Ge

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 60 /
სხვა არაა. რაცაა ეგაა, სამწუხაროდ
გიონატ
30 სექტემბერი 2021 13:22
1
ძალიან მაინტერესებს 3-5-2 სისტემით, რომ ვითამაშოთ. ბიჭები ალბათ ვერ გაქაჩავენ, თორემ ვფიქრობ ჩვენთვის ამ ეტაპზე მორგებული იქნება.
კაშია--ხოჭოლავა--დვალი (ვინც კარგ ფორმაშია)
წიტაიშვილი--ჩაკვეტაძე--კანკავა--კვარაცხელია
კიტეიშვილი
ლობჟანიძე--მიქაუტაძე
თამაშიდან გამომდინარე, ჩაკვეტაძე ადგილს გაუცვლის, წიტაიშვილს და ასევე, ფრთიდან, ფრთაზე კვარაცხელიას.
100%
30 სექტემბერი 2021 13:09
5
მაგ სისტემით რომ ვითამაშოთ, კარგი ნახევარდაცვა უნდა გვყავდეს, ორი შემტევი ფლანგელი და ერთიც კარგი ათიანი. სტანდარტულებში კატასტროფულად გვიჭირს და ჩვენი მეორე სართული საერთოდ არ არსებობს. მოკლედ, ფიზიკურად სასტიკად გვიჭირს და არა მგონია მაგ სქემამ გაამართლოს
:))))
01 ოქტომბერი 2021 00:01
0
შემადგელობა კი კარგია მაგრამ საკითხავი ისა მიაჰწევს კი ეს შემადგენლობა თამაშემდე თუ დაიწყება იმ კვირიდან ტრადიციულად ე.წ ტრამვები და პრობლემები:))
zuka
30 სექტემბერი 2021 13:06
2
სადაა ზიბზიბაძე მეზოკოდოშოვეცის თავდამსხმელი? ხარაბაძე ? ჯამჭურჭელაშვილი?
semi
30 სექტემბერი 2021 16:59
14
მომავალი სირცხვილისათვის ემზადებიან
შოკირებული გულშემატკივარი
30 სექტემბერი 2021 13:17
19
7 ოქტომბრის ნიუსი: ტრამვების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან: ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე და ა.შ...
პინოგიო
30 სექტემბერი 2021 12:56
7
მაგას რა ჯობია, ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი(არც არის გამოძახებული) თუ არ იქნება. ჩაკვეტაძეც ალბათ არ იქნება სამწუხაროდ(((
შოთა
30 სექტემბერი 2021 13:44
3
ვაიმე….
..
30 სექტემბერი 2021 22:30
0
ახლავე გეუბნებით ორშაბათს ამ შემადგენლობას მინიმუმ 5 კაცი გამოაკლდება "ტამვების" და "კოვიდის" გამო აბა როგორ შეიძლება ჩვენ რომ ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენოთ და მოგებაზე ვითამაშოთ გამოაკლდება მინიმუმ 5 კაცი და კიდე მოუწევს სანიოლს მოძებნოს ფეხბურთელები ეროვნულ ლიგაში.
გიორგი
30 სექტემბერი 2021 12:49
2
მაგარი გუნდი გვყავს თან ამაზე უკეთესაც ვერ გამოიძახებს :)))))
beqa
30 სექტემბერი 2021 13:07
1
სადაა კვირკველია.სადაა ყაზაიშვილი და ყველაზე საოცრება სადაა ქვილითაია.მისი გამოუძახებლობა იქნებოდა???
Master
30 სექტემბერი 2021 16:24
14
ყველაზე მტრად ქვილითა დაგვაკლდება
ემზარ
30 სექტემბერი 2021 22:07
0
არასდროს ვაკრიტიკებ ხოლმე ნაკრების განაცხადს და შემადგენლობას, მაგრამ ახლა უნდა დავწერო. აურია ვილიმაც... თუ მოსაგებად თამაშობ შემტევები ხო უნდა გამოიძახო? რა დაუშავა ბერიძემ? შენგელიაც შეიძლებოდა რეზერვად გამოეძახებინა. ერთი ფორვარდია მხოლოდ...
ქომაგი
30 სექტემბერი 2021 15:15
2

სიახლეები პოპულარული