ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბათუმი არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ
ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

Sportall.Ge

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 60 /
შემადგენლობა კარგია... თუ მოულოდნელი ტრამვები არ დაიწყო...
tngh
30 სექტემბერი 2021 15:45
1
შემადგენლობა კიდევ შეიცვლება,

დასახელებულებიდან ნახევარზე მეტი ტრამვებს მოიმიზეზებს და არ ჩამოვა.
ასე რომ ელოდეთ შემდეგ სტატიებში:

1.კიტეიშვილი ტრამვის გამო გამოაკლდა,
2. კვარაცხელიამ ბოლო ტურში ტრამვა მიიღო და ნაკრებში ვერ ითამაშებს
3. ჩაკვეტაზეს ტრამვა დაუდგინდა და ნაკრებს გამოაკლდა
და ასე შემდეგ. ამას უკვე ყველა მივეჩვიეთ....
გიო
30 სექტემბერი 2021 15:45
5
გუნდების მაგიერ მოკლე კომენტი ჯობია:ლორია(კასილასმა შეაქო ადრე),დვალი(რედინგში იყო ადრე),კვარა(გრანდში გადადის),კანკავა(არ სვამს),კაშია(არ ეწევა),ოქრი(არ იძინებს) და ა.შ.
Levani
30 სექტემბერი 2021 15:39
2
))))) კარგია.
100%
30 სექტემბერი 2021 21:25
0
როგორც იქნა არ გამოიძახა არაფლის მაქნისები.!! ნინუას ველოდები მისი პასები საჯარიმო დარტყმები გვჭირდება თუ ათამაშდა რათქმაუნდა ქეცბო მისცემს შანს და უნდა გამოიყენოოს
giorgi
30 სექტემბერი 2021 15:36
5
არასდროს ვაკრიტიკებ ხოლმე ნაკრების განაცხადს და შემადგენლობას, მაგრამ ახლა უნდა დავწერო. აურია ვილიმაც... თუ მოსაგებად თამაშობ შემტევები ხო უნდა გამოიძახო? რა დაუშავა ბერიძემ? შენგელიაც შეიძლებოდა რეზერვად გამოეძახებინა. ერთი ფორვარდია მხოლოდ...
ქომაგი
30 სექტემბერი 2021 15:15
2
ოქრიაშვილის ფენომენი ამოუხსნელია, კი ოდესღაც კარგი ფეხბურთელი იყო დიდი ხნის წინ, მაგრამ ბოლო წლების ოქრიაშვილს ერთი სასარგებლო მოძრაობა არ გაუკეთებია ნაკრებში, ადგილზე ყანყალის გარდა უაზრო მოძრაობების კასკადი, საოცრად ანელებს თამაშს საერთოდ ამოვარდნილია ყველაფრიდან და მაინც სულ ნაკრებშია, მაგალითად ბერიძე რომელიც ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს ვერ ხვდება ნაკრებში.
ნიკო
30 სექტემბერი 2021 14:39
3
ეგ იცი რისი ბრალი მგონია? ერთ გუნდში ქართული საძმო რომ კეთდება, პლიუს ქართველი მწვრთნელი ჰყავთ და კონკურენციისაც არ ეშინიათ. ოქრიაშვილი მარსელში ვერ გადავიდა და იმის მერე წავიდა უკან მაგისი საქმე. ამ აპოელში კიდევ მთლად დადგა
: )))))))
30 სექტემბერი 2021 23:33
0
Da beridze rato argamoizaxa kawaravs ar jobs da kvilitaias tu ra?
Gacofebuli
30 სექტემბერი 2021 14:36
4
1- არცერთი არაა მის პოზიციაზე. 2- არცერთი არაა გამოძახებული :D
ლადო
30 სექტემბერი 2021 15:26
1
როგორც იქნა, სანიოლმა ძირითადად ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩია, ანუ:
1) მოაშორა ბალასტი ნაკრებს (ქვილითაია, დაუშვილი, ყაზაიშვილი);
2) დააბრუნა ან ხელახალი შანსი მისცა ფორმააღდგენილ თუ ადრე ტრავმირებულ მოთამაშეებს (კვეკვესკირი, გვილია, დვალი, აბურჯანია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე);
3) ასევე გვემატება ჯაბა კანკავა და როგორც ჩანს, ორივე თამაშს ძირითად ფორვარდად დაიწყებს მიქაუტაძე, რაც მისასალმებელია და ადრეც უნდა მომხდარიყო.
.
მხოლოდ ორი შენიშვნა მაქვს - 1. მინიმუმ კიდევ ერთი ცენტრფორვარდი უნდა გამოეძახა (ოღონდ, არა ქვილითაია ან ბუდუ; უფრო კაჭარავა ან ფანცულაია). ამ სიტუაციაში კი ალბათ ოქრიაშვილს ამზადებს ცრუ ფორვარდად (შეცვლაზე). მე პირადად ოქრის ნაცვლად ბერიძეს გამოვიძახებდი, კარგ ფორმაშია. 2. მამუჩაშვილის ნაცვლად ჯობდა ნინუასთვის მიეცა შანსი ან შენგელია დაებრუნებინა
fani
30 სექტემბერი 2021 14:19
2
ერთ თამაშს ითამაშებენ და უცებ ჰოი საოცრება ტრამვა აქვს ენაცვალოს დედა დედის ბუშტს რამე არ მოუვიდეს ჩასვით კოლბაში .დდ დაკოინდა ახალგაზრდობა და გვერხევა მგონია თუ უკვე დარხეული არაგვაქ.და შეიძლება საერთოდაც ამდენი წაგების მერე ნაკრებში თამაშის სურვილიც აღარააქვთ კლასიც არააქვთ იმხელა რო რამე შედეგს უწიონ ამ შესარჩევში.
zaza
30 სექტემბერი 2021 13:58
3
მაგან კი გამოიძახა მაგრამ ის თუ კითხა თამაში თუ უნდათ? ისე რომელ გუნდებში თამაშობენ რომ არ მიუწეროთ არ შეიძლება მაგას რომ ვკითხულობ ცუდად ვხდები. რომელ გუნდებში ირიცხებიან და იქაც ძირითადში არ არიან.
w
30 სექტემბერი 2021 13:31
2

სიახლეები პოპულარული