ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბათუმი არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ
ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

Sportall.Ge

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 60 /
Da beridze rato argamoizaxa kawaravs ar jobs da kvilitaias tu ra?
Gacofebuli
30 სექტემბერი 2021 14:36
4
1- არცერთი არაა მის პოზიციაზე. 2- არცერთი არაა გამოძახებული :D
ლადო
30 სექტემბერი 2021 15:26
1
ერთ თამაშს ითამაშებენ და უცებ ჰოი საოცრება ტრამვა აქვს ენაცვალოს დედა დედის ბუშტს რამე არ მოუვიდეს ჩასვით კოლბაში .დდ დაკოინდა ახალგაზრდობა და გვერხევა მგონია თუ უკვე დარხეული არაგვაქ.და შეიძლება საერთოდაც ამდენი წაგების მერე ნაკრებში თამაშის სურვილიც აღარააქვთ კლასიც არააქვთ იმხელა რო რამე შედეგს უწიონ ამ შესარჩევში.
zaza
30 სექტემბერი 2021 13:58
3
რა ბედნიერებაა ქართველი გულშემატკივარი ასე რომ ერკვევა ფეხბურთში. სანიოლი ბაიერნის და საფრანგეთის ყოფილი ფეხბურთელია, მწვრთნელი ამდენ ხნიანი გამოცდილებით და ქართველი გულშემატკივარი უკეთ არჩევს ნაკრების შემადგენლობას. გულს უხარია კომენტარებს რომ ვკითხულობ, თქვენ გენაცვალეთ ცრემლი მომადგა ცალ თვალზე.
semi
01 ოქტომბერი 2021 10:40
1
არ ვიჭრები მწვრთნელის კომპეტენციაში ,მაგრამ ერთი კია სანიოლი რომ თამაშობდა და მწვრთნელობდა თურმე სულ ქართველ ფეხბურთელებს აკვირდებოდა და რა გასაკვირია მანვე დააყენოს ოპტიმალური შემადგენლობა )
დავით
03 ოქტომბერი 2021 00:53
0
შარშანდელი კატასტროფის მერე ამოქაჩვა ძნელია. მე მგონი სანიოლი მართალია, ახალი გუნდი უნდა შეიქმნას. ბარემ გააგრძელოს დებიუტანტების მოწვევა.
ჰაჰა
30 სექტემბერი 2021 12:59
2
საინტერესოა დაცვის ცენტრში ვინ ითამაშებს ამ შემადგენლობიდან-ისევ ლოჩოშვილი? ესპანეთში ავტო გოლების ჰეთ ტრიკს ცოტა დააკლდა და საბერძნეთთან დაამატებს იმედია-ვაი ჩვენს პატრონს სომხეთის და აზერბაიჯანის ნაკრებიც კი გვჯობს
inviz9
30 სექტემბერი 2021 15:55
4
სანიოლი ითამაშებს
ამხანაგი დოლაბერიძე
30 სექტემბერი 2021 16:17
1
შესაძლოა დვალი ხოჭოლავა შეაწყვილოს,თუმცა კაშიასთან ერთად რა ვართ და მის გარეშე,ჯოგი იქნება,დაცვაში.ფლანგებზე კაკაბაძე და გიორბელიძე
სოსო
30 სექტემბერი 2021 16:28
1
შემადგენლობა კარგია... თუ მოულოდნელი ტრამვები არ დაიწყო...
tngh
30 სექტემბერი 2021 15:45
1
წავიკითხე გვარები. დავმშვიდდი. აწი არაფერი გვიჭირს.
ერიჰაა
30 სექტემბერი 2021 19:09
0
ფეხბუღთელებს აფუჭებთ უთამაშლებს რომ იძახით ნაკრებში ზოგი განაცხადშიც ვერ ხვდება იცის რომ ჯამრტელად თუ არის ნაკრებში მოხვდება გადავხედოთ წარსულს რომ არ გამოიძახებ ბევრად ბოლომდე დაიხარჯებიან რომ თამაშები ითამაშონ კლუბში რომ ნაკრების გირსი გახდეს გადახედეთ სხვა ნაკრებების შემადგენლბას რომელია უთამაშებელი ფეხბურთელი მარტო ჩვენთან ხდება ეს მეტი არსად
ემიგრანტი
01 ოქტომბერი 2021 00:26
4
ვერ ვხვდები ბათუმში თამაშის აზრს,ხალხის დასწება მაინც არ შეიძლება და სულ მეორედ უნდა ითამაშოს ნაკრებმა! სულ შეიძლება არალოგიკური ნაბიჯების გადადგმა? სპეციალურად კეთდება ?!?!
თეოფა
30 სექტემბერი 2021 20:57
3
ოქრიაშვილი, მამუჩაშვილი, ლოჩოშვილი- არ არიან ნაკრების დონის მოთამაშეები, ნინუა და ბერიძე სულ მინიმუმ იმსახურებდნენ გამოძახებას - დანარჩენი შემადგენლობა ოპტიმალურია.
გია
30 სექტემბერი 2021 17:50
3

სიახლეები პოპულარული