ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბათუმი არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ
ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

Sportall.Ge

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 60 /
კაკაბაძეს ვერ ელევიან!!!
არდილეს
30 სექტემბერი 2021 13:31
20
რეზო ნამდვილად გეთანხმები. ჩაბრაძემ ჯობია ცოტა დაისვენოს და თუ გვინდა ეხლა მაინც გავიფხაკუნოთ, უთამაშებლებს უნდა მოერიდოს. ზოგადად დიდი მოლოდინი ნუ გვექნება - კოსმოსში მიმავალი რაკეტასავით გზადაგზა სცვივა ნაწილები ჩვენს ნაკრებს
: )))))))
30 სექტემბერი 2021 23:41
0
აი შენ ვის გამოიძახებდი მასზე უკეთესს? კაკაბაძეს სამწუხაროდ კონკურენტი არ ყავს ნაკრებში, მე ჩაბრაძის გამოძახება მიკვირს ძალიან
რეზო
30 სექტემბერი 2021 15:20
0
სხვა არაა. რაცაა ეგაა, სამწუხაროდ
გიონატ
30 სექტემბერი 2021 13:22
1
მომავალი სირცხვილისათვის ემზადებიან
შოკირებული გულშემატკივარი
30 სექტემბერი 2021 13:17
19
მართლაც რა კლუბებში თამაშობენ ჩვენი ბიჭები ნუ არ თქვათ ვინც იტყვის რო დონეს იმაღლებენო იმან ფეხბურთი არ იცის .იყო დრო მსოფლიო გრანდები ეხვეწებოდა ჩვენს ბიჭებს მარტო ის რად ღირს რასაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს ვლადიმერ გუცაევზე მადრიდის რელმა ნებისმიერი თნხა დაასახელეთ და გადავიხდითო .მანუჩარ მაჩაიძეს კი ბაიერნი ეხვეწებოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით .
vova
30 სექტემბერი 2021 13:13
3
ძალიან მაინტერესებს 3-5-2 სისტემით, რომ ვითამაშოთ. ბიჭები ალბათ ვერ გაქაჩავენ, თორემ ვფიქრობ ჩვენთვის ამ ეტაპზე მორგებული იქნება.
კაშია--ხოჭოლავა--დვალი (ვინც კარგ ფორმაშია)
წიტაიშვილი--ჩაკვეტაძე--კანკავა--კვარაცხელია
კიტეიშვილი
ლობჟანიძე--მიქაუტაძე
თამაშიდან გამომდინარე, ჩაკვეტაძე ადგილს გაუცვლის, წიტაიშვილს და ასევე, ფრთიდან, ფრთაზე კვარაცხელიას.
100%
30 სექტემბერი 2021 13:09
5
მაგ სისტემით რომ ვითამაშოთ, კარგი ნახევარდაცვა უნდა გვყავდეს, ორი შემტევი ფლანგელი და ერთიც კარგი ათიანი. სტანდარტულებში კატასტროფულად გვიჭირს და ჩვენი მეორე სართული საერთოდ არ არსებობს. მოკლედ, ფიზიკურად სასტიკად გვიჭირს და არა მგონია მაგ სქემამ გაამართლოს
:))))
01 ოქტომბერი 2021 00:01
0
მაგარი გუნდი გვყავს თან ამაზე უკეთესაც ვერ გამოიძახებს :)))))
beqa
30 სექტემბერი 2021 13:07
1
შემადგელობა კი კარგია მაგრამ საკითხავი ისა მიაჰწევს კი ეს შემადგენლობა თამაშემდე თუ დაიწყება იმ კვირიდან ტრადიციულად ე.წ ტრამვები და პრობლემები:))
zuka
30 სექტემბერი 2021 13:06
2
შარშანდელი კატასტროფის მერე ამოქაჩვა ძნელია. მე მგონი სანიოლი მართალია, ახალი გუნდი უნდა შეიქმნას. ბარემ გააგრძელოს დებიუტანტების მოწვევა.
ჰაჰა
30 სექტემბერი 2021 12:59
2
7 ოქტომბრის ნიუსი: ტრამვების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან: ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე და ა.შ...
პინოგიო
30 სექტემბერი 2021 12:56
7
ვაიმე….
..
30 სექტემბერი 2021 22:30
0
მაგას რა ჯობია, ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი(არც არის გამოძახებული) თუ არ იქნება. ჩაკვეტაძეც ალბათ არ იქნება სამწუხაროდ(((
შოთა
30 სექტემბერი 2021 13:44
3
ამ ეტაპზე ვინც ღირსია ყველა გამოიძახა, დანარჩენი მაგათზეა დამოკიდებული რას გააკეთებენ.. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას იმედია არავინ გამოგვაკლდება
შოთა
30 სექტემბერი 2021 12:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული