ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბათუმი არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ
ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

Sportall.Ge

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 60 /
იმედია ბატონი ბიძინა ნაცების დამარცხების და დამთავრების შემდეგ დაავალებს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ბატონ ირაკლი კობახიძეს რომ ბოლო ბოლო უშველონ ქართულ ფეხბურთსაც
მამუკა სვანი
30 სექტემბერი 2021 20:18
14
გააჩნია, საშველში რას გულისხმობ.... მასე კიმ ჩენ ირმაც (ვააბშეტა, კორეელების შეჭმული ყველა საცოდავი ძაღლი მიაკვდა სულში) უშველა ჩრდ. კორეულ ფეხბურთს და ისეთი ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა ბრაზილიასთან, რომ თავადვე დაიჯერა და სიხარულისგან გული გაუსკდა...
ვოოტ
30 სექტემბერი 2021 21:39
6
დაცვის ხაზი კატასტროფა, თან საბერძნეთან კაშიაც არ იქნება... წინა ხაზი და საყრდენები კარგია
გოგა
30 სექტემბერი 2021 19:46
2
წავიკითხე გვარები. დავმშვიდდი. აწი არაფერი გვიჭირს.
ერიჰაა
30 სექტემბერი 2021 19:09
0
ოქრიაშვილი, მამუჩაშვილი, ლოჩოშვილი- არ არიან ნაკრების დონის მოთამაშეები, ნინუა და ბერიძე სულ მინიმუმ იმსახურებდნენ გამოძახებას - დანარჩენი შემადგენლობა ოპტიმალურია.
გია
30 სექტემბერი 2021 17:50
3
კირკიტაძეს რატომ არ იძახებენ და ფანცულაიას
კახა ქ.
30 სექტემბერი 2021 17:40
3
ეს ვაისის ნაკრებია ტუ სავიოლასი----დაიწყო ამან გვილიას ოქრიაშვილის მისტანეების გამოძახება
digela
30 სექტემბერი 2021 17:27
4
სადაა ზიბზიბაძე მეზოკოდოშოვეცის თავდამსხმელი? ხარაბაძე ? ჯამჭურჭელაშვილი?
semi
30 სექტემბერი 2021 16:59
14
ერთი დავდამსხმელი ძალიან ცოტაა - თუ იძახებდა ვინმეს ბათუმის დინამოდან, პირველ რიგში ფანცულაია უნდა გამოეძახა - ბოლო-ბოლო საქართველოს პირველობის ბომბარდირია 12 გოლით. ბერიძე და შენგელია სად არის?
დათო
30 სექტემბერი 2021 16:43
4
სადაა კვირკველია.სადაა ყაზაიშვილი და ყველაზე საოცრება სადაა ქვილითაია.მისი გამოუძახებლობა იქნებოდა???
Master
30 სექტემბერი 2021 16:24
14
ყველაზე მტრად ქვილითა დაგვაკლდება
ემზარ
30 სექტემბერი 2021 22:07
0
საინტერესოა დაცვის ცენტრში ვინ ითამაშებს ამ შემადგენლობიდან-ისევ ლოჩოშვილი? ესპანეთში ავტო გოლების ჰეთ ტრიკს ცოტა დააკლდა და საბერძნეთთან დაამატებს იმედია-ვაი ჩვენს პატრონს სომხეთის და აზერბაიჯანის ნაკრებიც კი გვჯობს
inviz9
30 სექტემბერი 2021 15:55
4
შესაძლოა დვალი ხოჭოლავა შეაწყვილოს,თუმცა კაშიასთან ერთად რა ვართ და მის გარეშე,ჯოგი იქნება,დაცვაში.ფლანგებზე კაკაბაძე და გიორბელიძე
სოსო
30 სექტემბერი 2021 16:28
1
სანიოლი ითამაშებს
ამხანაგი დოლაბერიძე
30 სექტემბერი 2021 16:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული