"გასულ მატჩებში ბევრი რამ სხვაგვარად აჯობებდა. ყველას მეტი მომზადება მართებს, რათა უფრო შეკრული გუნდი ვიყოთ. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ როგორც ფეხბურთელებს, ასევე შტაბს, მეტი უნდა გაგვეკეთებინა. უახლოესი მატჩებისთვის ასეც უნდა შევძლოთ.
მოთამაშეები გვიბრუნდებიან - ოქრიაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია. შესაბამისად, უკეთესი შემართების იმედი მაქვს...
სექტემბერში არაერთი მოთამაშე გვაკლდა. ეროვნული ლიგიდან ბევრ ფეხბურთელს დავეყრდენი... რთულია "ლაციოს", "რომასა" და პრემიერლიგის გუნდების წევრების წინააღმდეგ თანაბრად ითამაშო, როგორც ეს კოსოვოს ნაკრებთან დაპირისპირების შემთხვევაში
კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს. ასეთ დროს, იოლი არაა მენტალურად ძლიერად დარჩე. არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომელთაც თერთმეთმეტრიანი ვერ გამოიყენეს.
მე და ხვიჩას ერთმანეთის საკმაოდ კარგად გვესმის. მას მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები გვერდით ვუდგავართ...
ჩემი საქმე პატრიოტიზმის ამაღლება კი არა, შეხვედრისთვის მომზადებაა. ბიჭებს სამშობლოს სიყვარული არ აკლიათ, თუმცა არის მომენტები, როცა გულს რაღაც ძალიან უნდა, მაგრამ ფეხები არ მოგყვება...
ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვერდით გამოცდილი მოთამაშეები სჭირდებათ. ჩვენ საკმაოდ დიდი როტაცია მოვახდინეთ, რათა ალტენატივების მოძიება მომხდარიყო.
ვინც იმსახურებს, იმას დავეყრდნობი. ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა და ამ დროს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად იოლი არაა. მას გასულ მატჩებში ვენდეთ და ამის შემდეგ გუნდშიც უკეთ ათამაშდა...
ყაზაიშვილის არგამოძახებისას მხედველობაში როგორც მისი წინა სანაკრებო მატჩები, ასევე დიდი გზის გამოვლა, ბოლო საკლუბო შეხვედრები მივიღე...
ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა არაა. სექტემბრის თამაშების შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა, მაგრამ ეს გუნდში დარჩება."
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვეში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს საბერძნეთისა (9 ოქტომბერი) და კოსოვოს (12 ოქტომბერი) წინააღმდეგ გამართავს.
კვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი
ახალ ციკლში ჩამოვა ფარერები გაგვადინამოვებს შუაზე და მერე იძახებთ იმათი ბიჭები დანიის გემებზე მუშაობენ მეთევზეებად და იმიტო მოგვიგესო,დანიურ გემებზე როა ისეთი პირობები რო გვქონდესო და ა.შ.
სამ ქულიანის დროა!
გვყავს საკმარისად კარგი მოთამაშეები, რომლებზეც კარგმა მენეჯერმა, მწვრთნელმა და ფედერაციამ უნდა დადოს ნორმალური შედეგი.
1 - მიქაუტაძე
2- კვარაცხელია
3- ჩაკვეტაძე
4- წიტეიშვილი
5- კიდეიშვილი
6- ლორრია (მეკარე)
ასე რომ 6 კარგი მოთამაშე ძირითადის მე ვფიქრობ არ არის ცოტა.
დავამატოთ რომ კანკავა და კაშიაც ასრულებენ კარგად თავის საქმეს.