საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 25-მდე გაიზარდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 4 ოქტომბრიდან თბილისში დაიწყებს. ეროვნული გუნდის თავდაპირველად გამოცხადებულ განაცხადს ერთი ფეხბურთელი დაემატა. საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ სათამაშოდ ნაკრებთან ერთად თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა მცველი საბა ხვადაგიანი მოემზადება.

18 წლის მცველს "ჯვაროსნებში" დებიუტი ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:4) ჰქონდა.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია),
გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

მატჩების განრიგი:

9 ოქტომბერი
, ბათუმი - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო - საბერძნეთი, 20:00 სთ.

12 ოქტომბერი, პრიშტინა - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
კოსოვო - საქართველო, 22:45 სთ.

წყარო: Nakrebi.ge

altსანიოლი: "არის მომენტები, როცა გულს რაღაც ძალიან უნდა, მაგრამ ფეხები არ მოგყვება..."

altიძულებითი ცვლილება ნაკრებში - სანიოლმა "კიტე" ფორვარდით ჩაანაცვლა

 

altკვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

მკითხველის კომენტარები / 10 /
აქ არველაძეებზე დაიწერა, გასაგებია, მაგრამ, არა მგონია ეგ სიტყვები შოთიზე ითქმოდეს. სწორედ მაგიტომაც თქვა ნაკრებზე უარი, რადგან იცოდა რა ნაგავშიც მოდიოდა, ახალგაზრდა კაცია, ხალხს უყვარს და არ უნდოდა იქ მისულიყო, სადაც მისი ნიჭი ვერც გამოჩნდეებოდა და ამათ გავლენის ქვეშ უნდა მოქცეულიყო. ეს კი არ იკადრა, კაცი ყოფილა.
ლევან მაღლაკელიძე
02:09 05-10-2021
0
ძალიან მაგრად გთხოვთ თავებს რომ არ ზოგავთ ვიცით მარა არ გაფარჩაკდეთ გემუდარებით ხალხნოოოოოოოოოოუ
tbiliseli
01:56 05-10-2021
1

სიახლეები პოპულარული