საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 25-მდე გაიზარდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 4 ოქტომბრიდან თბილისში დაიწყებს. ეროვნული გუნდის თავდაპირველად გამოცხადებულ განაცხადს ერთი ფეხბურთელი დაემატა. საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ სათამაშოდ ნაკრებთან ერთად თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა მცველი საბა ხვადაგიანი მოემზადება.

18 წლის მცველს "ჯვაროსნებში" დებიუტი ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:4) ჰქონდა.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია),
გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

მატჩების განრიგი:

9 ოქტომბერი
, ბათუმი - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო - საბერძნეთი, 20:00 სთ.

12 ოქტომბერი, პრიშტინა - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
კოსოვო - საქართველო, 22:45 სთ.

წყარო: Nakrebi.ge

altსანიოლი: "არის მომენტები, როცა გულს რაღაც ძალიან უნდა, მაგრამ ფეხები არ მოგყვება..."

altიძულებითი ცვლილება ნაკრებში - სანიოლმა "კიტე" ფორვარდით ჩაანაცვლა

 

altკვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

მკითხველის კომენტარები / 10 /
აქ არველაძეებზე დაიწერა, გასაგებია, მაგრამ, არა მგონია ეგ სიტყვები შოთიზე ითქმოდეს. სწორედ მაგიტომაც თქვა ნაკრებზე უარი, რადგან იცოდა რა ნაგავშიც მოდიოდა, ახალგაზრდა კაცია, ხალხს უყვარს და არ უნდოდა იქ მისულიყო, სადაც მისი ნიჭი ვერც გამოჩნდეებოდა და ამათ გავლენის ქვეშ უნდა მოქცეულიყო. ეს კი არ იკადრა, კაცი ყოფილა.
ლევან მაღლაკელიძე
05 ოქტომბერი 2021 02:09
0
ძალიან მაგრად გთხოვთ თავებს რომ არ ზოგავთ ვიცით მარა არ გაფარჩაკდეთ გემუდარებით ხალხნოოოოოოოოოოუ
tbiliseli
05 ოქტომბერი 2021 01:56
1
ჩემი აზრით ჯობდა ხვადაგიანი მაისურაძეს გამოეძახა 19 წლამდელებში, რომელთაც მნიშვნელოვანი მატჩები ელოდებათ, ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელები ეტაპობრივად უნდა მოემზადონ.
gio gio
04 ოქტომბერი 2021 21:13
0
გამოეცადა ვოლკოვი ან სიჭინავა, ქვილითაიაზე კარგად მაინც თამაშობენ.
მამელუქი
04 ოქტომბერი 2021 16:36
2
ფანცულაია იმსახურებს გამოძახებას. რატო ჩაგრავთ, კირკიტაძე თუ კონკურენციას ვერ ძლევს, ფანუცლაიას რა კონკურენცია აქვს? კიდე გამოიძახეთ მიდით ცენტრალური მცველები...
დემე
04 ოქტომბერი 2021 15:37
1
თავდამსხმელები გვაკლია, კარგი იქნებოდა ლადო დვალიშვილიც რომ ყოფილიყო.
ნუგზარა
04 ოქტომბერი 2021 14:33
0
გაგებით მოვეკიდოთ ფიფიას ხვადაგიანი გასაყიდად ყავს გამზადებული ))) ხელი ხელს ბანს ორივე კობის პირს )) აი ბიზნესი ძმაო ვინ თქვა ქართველებს თანამშრომლობა არ შეუძლიათო? მე ნაკრების თამაშებზე მიმსვლელი აღარ ვარ სანამ ეს სათავეში მყოფი პლიადა არ მოშორდება აქაურობას. ჯერ ჟორდანიამ წოვა სისხლი ქართულ ფეხბურთს მერე ახალკაცმა მერე არველაძეებმა ეხლა კობის ჯერია. უნამუსოების ხროვა ხართ მეტი არაფერი. ხალხს თავი შეაზიზღეთ ისტორიაში სახელი რჩება და რა სახელითაც შემორჩებით კი იცით ყველამ!
რომა
04 ოქტომბერი 2021 12:56
2
პირველ თამაშს კაშია და ჩაბრაძე ტოვებენ, ამიტომ სწორია ხვადაგიანის დამატება. თუ რამე, საბერძნეთთან ორივე პოზიციაზე (ცენტ. მცველი; მარჯვენა მცველი) გამოდგება საბა ზამენის ამბავში. ისე ფანცულაიაც დაემატებინა რა, 13 გოლი დაუგროვდა უკვე.
Lasha
04 ოქტომბერი 2021 12:30
2
ერთი 5 კაციც დაამატეთ და მოვიგებთ!
ვვვ
04 ოქტომბერი 2021 12:20
1
ეხლა ვნახავთ რამდენათაა ხვიჩა მზათ რეალურათ სათამაშოთ და რა დახმარება სჭირდება მას.
ქართველი
04 ოქტომბერი 2021 11:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული