ეროვნული ნაკრების მატჩებზე გულშემატკივარი დაბრუნდა!

AutoSharing Option
9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა", - განაცხადა ღიბრაძემ.

წყარო: interpressnews

მკითხველის კომენტარები / 6 /
33% რაღაა ბარემ 41 დაუშვით და უეჭველი მოვიგებთ ყველასთან ყოვლისშემძლე რიცხვია თან სკამებზე სურსათი დახვდებათ
ნიმბუსი
21:04 05-10-2021
4
ამას რატო აკეთებენ ვერ ხვდებით? მეორე ტურია ძმა ბათუმში, პირობები ხო იცი როგორია: პისიარ ტესტი, ვაქცინაციის და კოვიდი რო გაქგადატანილი გაქვს მაგის დამადასტურებელი საბუთი და სტადიონზე რო მიხვალ, არ დაგავიწყდეთ პირადობს მოწმობის მიტანა რადგან, კონტროლიორებად ოცნების აქტივისტები იქნებიან და ოცნებაზე ხმის მიცემის გარანტიას მოგთხოვენ.
მახა
12:49 05-10-2021
35

სიახლეები პოპულარული