ეროვნული ნაკრების მატჩებზე გულშემატკივარი დაბრუნდა!

AutoSharing Option
9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა", - განაცხადა ღიბრაძემ.

წყარო: interpressnews

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეჰ... იგივე მაკედონიასთან რომ მოგეფიქრებიათ... ის მსუქანი ქალი მინისტრი, მალევე რომ მოხსნეს, ნუთუ მარტო მისი ბრალი იყო?
alexandre
12:33 05-10-2021
1
ამის გაკეღება სექტემბერში არ შეიძლებოდა?! მარტო ლაყბობა გეხერხებათ და საკუთარი უუნარობის სხებზე გადაბრალება…
ზაზა
12:26 05-10-2021
1

სიახლეები პოპულარული