ეროვნული ნაკრების მატჩებზე გულშემატკივარი დაბრუნდა!

AutoSharing Option
9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა", - განაცხადა ღიბრაძემ.

წყარო: interpressnews

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეჰ... იგივე მაკედონიასთან რომ მოგეფიქრებიათ... ის მსუქანი ქალი მინისტრი, მალევე რომ მოხსნეს, ნუთუ მარტო მისი ბრალი იყო?
alexandre
05 ოქტომბერი 2021 12:33
1
მაგ დროს ვაქცინა არ არსებობდა ჯერ.
QT
05 ოქტომბერი 2021 14:19
1
ამის გაკეღება სექტემბერში არ შეიძლებოდა?! მარტო ლაყბობა გეხერხებათ და საკუთარი უუნარობის სხებზე გადაბრალება…
ზაზა
05 ოქტომბერი 2021 12:26
1
და ბილეთები სად იყიდება ნეტავ
გიორგი
05 ოქტომბერი 2021 13:11
0
ამას რატო აკეთებენ ვერ ხვდებით? მეორე ტურია ძმა ბათუმში, პირობები ხო იცი როგორია: პისიარ ტესტი, ვაქცინაციის და კოვიდი რო გაქგადატანილი გაქვს მაგის დამადასტურებელი საბუთი და სტადიონზე რო მიხვალ, არ დაგავიწყდეთ პირადობს მოწმობის მიტანა რადგან, კონტროლიორებად ოცნების აქტივისტები იქნებიან და ოცნებაზე ხმის მიცემის გარანტიას მოგთხოვენ.
მახა
05 ოქტომბერი 2021 12:49
35
33% რაღაა ბარემ 41 დაუშვით და უეჭველი მოვიგებთ ყველასთან ყოვლისშემძლე რიცხვია თან სკამებზე სურსათი დახვდებათ
ნიმბუსი
05 ოქტომბერი 2021 21:04
4

სიახლეები პოპულარული