საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო.

ოქტომბრის საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, 7 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ბოლო ვარჯიშს გამართავს და ჩარტერული რეისით ბათუმში გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

​მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი,
პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს "ბათუმი არენაზე" შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაც არ უნდა ითქვას ამ შემადგენლობით საბერძნეთთან კარგი შანსი გვექნება წინა თამაშების სირცხვილის ჩამოსარეცხად. არადა ყველა თამაშის წინ ზედმეტად ოპტიმისტურად ვენწყობი და ყოველთვის მგონია აი ამ თამაშის მერე რაღაც შეიცვლება და გვეყოლება ისეთი გუნდი როგორიც გულშემატკივარს გვინდა. ინდივიდუალურად რომ ავიღოთ ჩემი აზრით ჩვენ უკეთესი შემადგენლობა გვყავს ვიდრე ბერძნებს. დანარჩენს ვნახავთ ერთად
დელპიერო
07 ოქტომბერი 2021 09:35
2
Viyot realistebi nakrebms yvela airi shansi tavidan dakarga da exla dvalishvilis mizania batumis fexburtelebis gayidva da am mimartulebit mushaobs mteli federacia.samcuxaroa magram iq sul sxvanairad mjeloben mat shedegi ar ainteredebt.saniols ori agenti uceb haunerges.
ბაჯო
07 ოქტომბერი 2021 08:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული