
საქართველოს ნაკრებმა დღეს სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა, ვარჯიშის შემდეგ კი კომენტარი ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა.
"სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ რიგში, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.
აღნიშნული თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება. პოზიტიური მოვლენაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად შევძლებთ მეტოქის დამარცხებას", - ციტირებს აბურჯანიას nakrebi.ge.