საქართველოს ნაკრები ბათუმში ჩაფრინდა და ხვალ "აჭარაბეთ არენაზე" ივარჯიშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ, 7 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძელ ქალაქში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.

ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრები "ბათუმი არენაზე" პირველ ვარჯიშს 8 ოქტომბერს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საბერძნეთთან შეხვედრას წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.

8 ოქტომბრის განრიგი

17:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30
- საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
18:15 - საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 - საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 9 ოქტომბერს "ბათუმი არენაზე" შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ანუ რა გინდათ? ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა მარშუტკებით იარონ? ან გასვლა რომ ექნებათ სხვა ქვეყანაში გადაჯდომით რეისს გაყვნენ რომელიმეს, რომელიც იმ დღეებში შეიძლება არც დაფრინავდეს? ასეთ ქვეყანას ვინმე მერე სერიოზულად შეხედავს?
ამას ვინ წერთ, რომ ნაკრები საკუთარი თვითმფრინავით რატომ დაფრინავს, ან სასტუმროში რატომ რჩება, ჩაი და ყავაც ზედმეტი არ მოუვიდეთ უკონტროლეთ რამდენს შეჭამენ და რაღაცეებს აყვედრით ფეხბურთელებს, გირჩევთ ფეხბურთის ყურებას თავი დაანებოთ!
პატივისცემით...
Winter
14:46 08-10-2021
4
ყველა საფეხბურთო ნაკრებს ჰყავს საკუთარი თვითმფრინავი, განურჩევლად იმისა, ცუდად თამაშობენ თუ კარგად. რა ხდება, ჩვენს ფეხბურთელებს მგზავრობას ვამადლით და სასტუმროში დარჩენას? მერე მაგარ თამაშს ვთხოვთ?
ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ რას წერთ.
მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს კარგი ნაკრები, მაინც გვჯერა, და მჯერა მე პირადად, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები მოდიან და ახლა ასე უნდა დაწვრილმანდეს გულშემატკივარი, რომ უკონტროლოს ბიჭებს, რითი გადაადგილდა, ზედმეტი შამპუნი ხომ არ დახარჯა სასტუმროში და ასე შემდეგ? რა ქვეყანა ვართ საერთოდ...
ჩემი ხელფასის 20 % ს ან ქვეყანას ვუხდი და ამ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ ასეც უნდა იყოს. ყველა ცივილურ ქვეყანაში ასეა. საერთოდ არ მენანება არცერთი თეთრი, თუ ჩემი ქვეყნის ნაკრები ჩემი გადასახადებით დაფინანსდება.როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მე მაქვს უფლება მათ კარგი თამაში მოვთხოვო და ადეკვატურად გავაკრიტიკო, მაგრამ ისე ღმერთმა ნუ დამაწვრილმანოს და ფსკერზე დამცეს, რომ თვითმფრინავით გადაადგილდებიან თუ სასტუმროში რჩებიან, ეგ დავაყვედრო საკუთარი ქვეყნის ნაკრებს...
Sommer
12:23 08-10-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული