შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება - ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველო - საბერძნეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.

9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო - საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით
დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს."

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 41 /
აბსურდების,პარადოქსების,ტრაგედიების ქვეყანაა საქართველო.დაწყევლილია ეს ქვეყანა და თვითონ საქართველოს მოსახლეობის მიერაა დაწყევლილი არასწორი ცხოვრების და სიხარბის გამო.სწორედ სიხარბის გამო მოხდა ეს ტრაგედია.სწორედ სიხარბემ დაღუპა ეს ქვეყანა და ახლა საბოლოოდ ბოლოს უღებს ეს წყეული სიხარბე ამ ქვეყანას.
Master
09 ოქტომბერი 2021 17:06
4
მაყურებლის არდასწრება რა შუაშია გლოვასთან??. ეს ხო კონცერტი არაა. სპორტია.
გენა
09 ოქტომბერი 2021 16:24
2
ცოტა აზრი დაატანე რას წერ,სპორტის რა მოგახსენოთ,მაგრამ ჩვენი ნაკრების შემხედვარე ცირკია ცირკი.
ავთანდილ
09 ოქტომბერი 2021 17:39
1
მაგ ბილეთებიდან შემოსული თანხით დაღუპულ-დაზარალებულების ოჯახებს რომ შევეწიოთ არ შეიძლება? ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა მაყურებელი, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე სხვაგანაც. ან რას ჩაიციკლნენ ამ ბათუმის სტადიონზე. წინა თამაშზე იყო და წვიმამ წალეკა იქაურობა,მაშინ როცა გუნდი მშრალ მინდორზეც ვერ ბრწყინავს კოკისპირულ წვიმაში რას მიაღწევს?? ხომ არსებობს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი და იმის მიხედვით რომ დაიგეგმოს და თამაშების ნაწილი თბილისში ჩატარდეს არ შეიძლება? მართლა რა გვჭირს რა ბოლოსდაბოლოს.
სოსო
09 ოქტომბერი 2021 16:30
0
ძალიან უნიჭო ვადაწყვეტილებაა:( ხალხი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა გარდაცვლილებს:( მეორე იმ თანხით შეექმნათ ფონდი და დახმარებოდნენ დაზარალებულებს.
ბოკინიო
09 ოქტომბერი 2021 15:08
4
ყველაფერი ფულთან რატო დაგყავთ? ამ დროს ყველა ფულზე მნიშვნელოვანი ამ ტკივილის გაზიარებაა!! და ტკივილის გაზიარება არ ხდება ზეიმით. არ ვიცი ელემენტარულია! ეს თუ არ გვესმის, მაშინ უკვე ვხვდები ღმერთი რატო ამბობს უარს ჩვენზე!
sisi
09 ოქტომბერი 2021 16:21
6
თუ სწორად გაბიგემ ქართველები ვერ დაესწრებიან და დაესწრებიან, მხოლოდ ბერძბნები (სრული დელეგაციით). ჩვენ არ ვიქნებით, ისინი, ვნც ჩამოვიდა - ყველანი დაესწრებიან და გაამხნევებენ თავიანთ ნაკრებს.

ანუ ისევ გასვლითი მატჩია და ისევ საბერძეთში ვთამაშობთ? ამაზე ვინმემ იფიქრა?
ლევანი
09 ოქტომბერი 2021 16:51
0
ვიღაცეები სპეციალურად აკეთებენ ამას ! სპეციალურად ანგრევენ ფეხბურთსაც დაქვეყანასაც !
ზურა222
09 ოქტომბერი 2021 19:32
0
სწორად გაიგე
სოკრატე
09 ოქტომბერი 2021 17:27
0
ფედერაცია, როგორ ახერხებთ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას...

ბოლობოლო ვისაც არ უნდოდა დასწრება მათ დავუბრუნებდი ფულს, მაგრამ თქვენ ოღონდ მაყურებელი არ დაასწროთ თამაშს და ყველაფერს იზამთ

რათქმაუნდა ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს
sormona
09 ოქტომბერი 2021 15:39
11
უდიდესი ტრაგედიაა ამაზე ყველა თანხმდება , ყველანაირი “მაგრამ”ის გარეშე .. არსებობს ბევრი ტენდენცია ფეხბურთში , და არამხოლდო, რომ წუთიერი დუმილის გამოხატვის ნება როგორც ფეხბურთელებს და დამსწრე მაყურებლბსაც შესძლებოდა და ეს სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა .. თუნდაც სტადიონზე ყოფნით ,მაყურებელს ამ მწუხარებასთამ დაკავშირებით გამოხატვის უფლება ექნებოდა , გადაწყვეტით ვერ იტყვი რო მაყურებლის არ ყოფნა სწორია , როგორც ფეხბურთელს შეუძლია გოლის გატანისას აღნიშვნა/არაღნიშვნა მაყურებელსაც ასევე.. მინიმუმ სადაო გადაწყვეტილება მაინც ხომ არის არა?!
ნიკა
09 ოქტომბერი 2021 15:37
5
არაფერია სადაო ჯერ ერთი იმ ქალაქში მოხდა ტრაგედია და არ მგონია გასართობ ღონისძიებაზე წასვლა იყოს სწორი რაც შეეხება წუთიერ დუმილებს ის უმეტესად ერთი კონკრეტული ადამიანის გამო ხდება ეს რო იყოს ჩემპიონატის მატჩჰი აუცილებლად გადაიდებოდა ანუ თქვენ დარდი გაქვთ იმის რო სტადიონზე გინდათ გლოვის დღეს სტადიონზე როგორ არ გიშვებენ?
ნოდო
09 ოქტომბერი 2021 16:12
7
უდიდესი ტრაგედია მოხდა ამაზე ყველა ვთახმდებით, ერთი კითხვა მაქვს უწყებათაშორის კომისიას რამდენად აქვს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება?? ფეხბურთის ფედერაციას რომ მიეღო ეგ გადაწყვეტილება კი ბატონო.
zaza
09 ოქტომბერი 2021 16:35
1
დამიჯერე მეგობარო ფეხბურთის ფედერაციას კითხეს და თანხმობა მიიღეს, ისე არ იქნებოდა ეგ ამბავი
sormona
09 ოქტომბერი 2021 17:30
2
არცერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება, რომ ტრაგედიის გამო სტადიონზე მაყურებელის შეშვება აიკრძალოს. მიზეზის პოვნას არაფერი არ ჭირდება, თუ კი მიზეზი შენ თვითონ ხარ. ინტრიგა სუსტების ძალაა, სულელსაც კი ჰყოფნის იმის ჭკუა, რომ ზიანი მოგაყენოს.
TanoLife
09 ოქტომბერი 2021 17:49
1
მეც მაგას ვამბობ ! შეთქმულებას აქვს ადგილი !!
ზურა222
09 ოქტომბერი 2021 19:29
0
Gmertma gaanatlos mati sulebi.magram eg ra shuashia.areulia qveyana chven tviton vqmnit tragedias chven tavebze.es aris arascori saqcieli da arascori xelisuflebis da a4ascori xalxis klanshia qveyana moqceuli.fulebs ukan ro abrunebt eegre gevvit guli is fuli rac daxarjulia biletebze dazaralebuli xalxistvis migecat da dascrebuliyo mayurebeli.mtlianad arascori politika midis yvelgan saqartveloshi da ea bolos mogvigebs dges tu ara xval
Butxa
09 ოქტომბერი 2021 17:18
0

სიახლეები პოპულარული