შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება - ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველო - საბერძნეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.

9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო - საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით
დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს."

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 41 /
მაგ ბილეთებიდან შემოსული თანხით დაღუპულ-დაზარალებულების ოჯახებს რომ შევეწიოთ არ შეიძლება? ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა მაყურებელი, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე სხვაგანაც. ან რას ჩაიციკლნენ ამ ბათუმის სტადიონზე. წინა თამაშზე იყო და წვიმამ წალეკა იქაურობა,მაშინ როცა გუნდი მშრალ მინდორზეც ვერ ბრწყინავს კოკისპირულ წვიმაში რას მიაღწევს?? ხომ არსებობს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი და იმის მიხედვით რომ დაიგეგმოს და თამაშების ნაწილი თბილისში ჩატარდეს არ შეიძლება? მართლა რა გვჭირს რა ბოლოსდაბოლოს.
სოსო
09 ოქტომბერი 2021 16:30
0
მაყურებლის არდასწრება რა შუაშია გლოვასთან??. ეს ხო კონცერტი არაა. სპორტია.
გენა
09 ოქტომბერი 2021 16:24
2
ცოტა აზრი დაატანე რას წერ,სპორტის რა მოგახსენოთ,მაგრამ ჩვენი ნაკრების შემხედვარე ცირკია ცირკი.
ავთანდილ
09 ოქტომბერი 2021 17:39
1
წუთიერი დუმილია საკმარისი როცა ქვეყანაში გლოვის დღეა და თქვენ იმას დარდობთ როგორ არ გიშვებენ გასართობ ღინისძიებაზე? თან იმავე ქალაქში
ნოდო
09 ოქტომბერი 2021 16:16
10
წარმოუდგენელია როცა რამდენიმე მეტრის მოშორებით ესეთი ტრაგედია ტრიალებს შენ რა უნდა გიხაროდეს?! არ მესმის წარმოუდგენელია ესეთი ერთმანეთის მიმართ არასოლიდარობა. გოლს თუ გაიტანს ნაკრები რა ტაშს არ დაუკრავს ხალხი? იმ მამის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი ოჯახი დაკარგა ადამიანმა, ტაში და ყვირილი რომ ესმის! არ ვიცი სიბნელეა, ესე რა დაგაბრმავათ ხალხო! ამიტომ არის ესეთი გადაწყვეტილება საჭირო, როცა ადამიანი ვერ ხვდება თავისით ვიღაცამ უნდა აიძულოს რომ მიხვდეს!
სიმართლე
09 ოქტომბერი 2021 16:13
13
ანუ დღეს ბათუმის ყველა რესტორანი დაკეტილია? თუ ღიაა და ხალხი არ შედის?
P.s. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს.
თენგო
09 ოქტომბერი 2021 17:11
3
ბილეთების თანხა რომ ოჯახებისთვის მიგვეცა? შავი ლენტები გაგვეკეთებინა და მხარდაჭერა გამოგვეცხადა ცუდი იქნებოდა? ფეხბურთი კონცერტისგან ბევრად განსხვავდება: ფეხბურთი სპორტია და არა ცეკვა თამაში.
დიმო
09 ოქტომბერი 2021 16:58
2
ფედერაციაზე რა უნდა თქვას ეხლა კაცმა, განა შეიძლებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება? თამაშის დროს ხომ შეიძლებოდა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით პატივის მიგება დაღუპულთა ხსოვნისადმი, თანაგრძნობის გამოხატვა ფეხბურთელების თუ მაყურებლების მხრიდან, განა ასეთი მაგალითები ცოტაა ფეხბურთის ისტორიაში!!!
Maximus
09 ოქტომბერი 2021 16:07
1
არ ჩაატაროთ აწი მანდ თამაშები დათარსულია მაქაურობაც !! მაყურებლის არდაშვება დიდი სისულელაა სტადიონებზე წუთიერი დუმილით გამოიხატება პატივის ცემა
beqa
09 ოქტომბერი 2021 16:02
0
დათარსულია თორემ,თბილისში ხო ქვას ქვაზე არ ტოვებთ.
ავთანდილ
09 ოქტომბერი 2021 17:36
0
Amat awyobt umayureblot nakrebi, ratom aketeben ase ver vxvdebi, amatma makedoniastan ar daushves xalxi istoriul shexvedrashi da awi ragaa gasakviri, nakrebic shemazules ukve
Juve
09 ოქტომბერი 2021 16:02
0
მაგარი უაზრო გადაწყვეტილებაა პირიქით ორმაგი ჟილკით სისხლით ცრემლით უნდა შეგვეტია ერთობლივი ძალებით ფეხბურთელებს და მაყურებელს რომ გარდაცვლილთა სულის საპატივცემულოთ უნდა მოვიგოთ ეგ თამაში, მაგრამ იცით არაფრის მომგები არ ხართ და რაღაცით ხომ უნდა იმართლოთ თავი იტყვით გუნდი სტრესში იყო და რა გვექნაო.
hhh
09 ოქტომბერი 2021 16:02
0
samdzimars ucxadeb yvela dagupulis ojaxs natelshi amyofos mati sulebi,es federacia da ucyebata sapchoa tu ragac azrze ar aria goli ro gagvetana mayureblebi gachumdebodnen da amit gamoxatavdnen cutier dumils ras aketeben eseni ai naxet tu ar cavagot imito rom fegburtelebze imoqmedebs es gadacyvetileba
დავით
09 ოქტომბერი 2021 15:56
0
ფედერაცია, როგორ ახერხებთ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას...

ბოლობოლო ვისაც არ უნდოდა დასწრება მათ დავუბრუნებდი ფულს, მაგრამ თქვენ ოღონდ მაყურებელი არ დაასწროთ თამაშს და ყველაფერს იზამთ

რათქმაუნდა ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს
sormona
09 ოქტომბერი 2021 15:39
11

სიახლეები პოპულარული