საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში ჩვენი გუნდი ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე
საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი, მასურასი, ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 22 /
ამ ისედაც მძიმე ორი დღის მერე,კიდე უფრო დაგვიმძიმეს გული:(((
Kartveli
22:19 09-10-2021
2
ჩემ შვილს ვაKურებინე ეს თამაში(ფეხბურთელობა უნდა)სამწუხაროდ გაიგო როგორ არ უნდა ითამაშოს ფეხბურთი:(((
Kartveli
22:15 09-10-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული