სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 68 /
ტოპ მწვრთნელებიც ყავდა ნაკრებს რომლებიც ჩემპიონლა ლიგაზე წარმატებულად გამოდიოდნენ (კუპერი, ტოპმიოლერი) მაგრამ აქ შედეგი ვერ აჩვენეს. ნაკრების ფეხბურთელს ანბანი კი არა უნდა ასწავლოს მწვრთნელმა და ბურთის მიღება-დამუშავება. ტაქტიკა და სტრაეგია დაუსახოს დანარჩენი ფეხბურთელებზეა, მაგრამ ჩვენებს უსახე და უხატე რამდენიც გინდა. პირველკლასელს კვანტური ფიზიკა ასწავლო ისეა ამათი საქმე. ასე ჩანს ყოველშემთხვევაში, თუ არა იმართლონ თავი ფეხბურთელებმა რომ არ ვარგა მწვრთნელი.

პ.ს. ვერავინ ვერ დადო შედეგი აქ ქართველზე მეტი და მე მგონი ისევ კარგი ქართველი მწვრთნელი უფრო აჯობებს ყველას.
ქართველი
11 ოქტომბერი 2021 15:21
1
ტოპ მწვრთნელებიც ყავდა ნაკრებს რომლებიც ჩემპიონლა ლიგაზე წარმატებულად გამოდიოდნენ (კუპერი, ტოპმიოლერი) მაგრამ აქ შედეგი ვერ აჩვენეს. ნაკრების ფეხბურთელს ანბანი კი არა უნდა ასწავლოს მწვრთნელმა და ბურთის მიღება-დამუშავება. ტაქტიკა და სტრაეგია დაუსახოს დანარჩენი ფეხბურთელებზეა, მაგრამ ჩვენებს უსახე და უხატე რამდენიც გინდა. პირველკლასელს კვანტური ფიზიკა ასწავლო ისეა ამათი საქმე. ასე ჩანს ყოველშემთხვევაში, თუ არა იმართლონ თავი ფეხბურთელებმა რომ არ ვარგა მწვრთნელი.

პ.ს. ვერავინ ვერ დადო შედეგი აქ ქართველზე მეტი და მე მგონი ისევ კარგი ქართველი მწვრთნელი უფრო აჯობებს ყველას.
ქართველი
11 ოქტომბერი 2021 15:15
1
ლუქსემბურგმა ისწავლა თამაში და ბოლო 5-6 წელია ჩვენზე მეტ ქულებს აგროვებს. ჩვენ კი ანდორას დონეზე ვართ ფაქტია. კობიაშვილი და მისი კლანი მდიდრდება ჩვენი ფულით და ჩვენ ე.წ სვარკას ვუყურებთ.
ზვიადი
11 ოქტომბერი 2021 14:55
0
რა ნაკრები და რა მწვრთნელი ხალხო, ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. სანამ მინიმუმ 5-6 კარგი დონის ფეხბურთელი არ მოვა ნაკრებში, არაფერი არ გამოვა,მსოფლიო დონის მწვრთნელებიც კი ვერაფერს მიაღწევენ ამ ნაკრებით და მით უმეტეს სანიოლი.რისთვის ჩამოიყვანეს საერთოდ და უხდიან ამოდენა ფულს, აქ რომ აიმაღლოს კლასი?
Dvafe
11 ოქტომბერი 2021 00:43
0
ვინმემ იცის რამდენი აქვს ხელფასი სანიოლს წაგებებისთვის ???? ატკატი რამდენი პროცენტია სანიოლისთვის სამსახურის დაწყებისთვის ??????????
???????????????
10 ოქტომბერი 2021 15:22
2
წლიური 800 000 ევრო აქვს თუ არ ვცდები.
სოსო
10 ოქტომბერი 2021 20:06
0
ნაკრების ფეხბურთელებო! იცოდეთ, რომ ისეთი ხალხიც ვარსებობთ ვისაც უყვარხართ, ეიმედებით და წაგების მერე არ გაგინებთ. მარტო ამ ხალხისთვის ითამაშეთ და არა სხვებისთვის. ვინც გიყვარს იმას ვერ აგინებ, ვერ აფურთხებ, ვერ დასცინებ. პირიქით სხვა რომ გადაუვლის, ცდილობ დაიცვა... გააკრიტიკებ მწარედ მაგრამ ბოლოს მაინც ხვდები, რომ შენია, გიყვარს და ვერ იმეტებ ლანძღვისთვის.
დანარჩენი ყველაფერი სიყალბეა, სეირის ყურება, წაგების მერე დაგეშილები რომ არიან, სიამოვნებთ მაზოხისტურად ეგ წაგება და ერთი სული აქგთ გინების კორიანტელს დააყენებენ.
ასეთი გულშემატკივრობის არ მწამს.
Skeleton
10 ოქტომბერი 2021 13:42
14
გინებით და ლანძღვით საქმე არ კეთდება, მაგრამ არანაირი გამართლება რომ არ აქვთ ბიჭების თამაშს ეგეც ცალსახაა, წაგება კი არ არის კატასტროფა, არამედ მოტივაციის, მონდომების და ა.შ. უქონლობა, არა პროფესიონალიზმი, არა სათამაშო ინტელექტი, არა ფიზიკური მომზადება, თავზე ზეუტოპიური წარმოდგენა, რომლი ერთი ჩამოვთვალო.... ბოლო 8 წთ ვნახე და ჩანდა ჩვენები ფრეზე თამაშობდნენ და დრო გაყავდათ. ვინმეს თუ კიდევ გჯერათ, რომ ამ დამოკიდებულებით ჩვენთან ფეხბურთი კიდევ ,,ფართხალებს" ღმერთმა ხელი მოგიმართოდ. ფინანსების ხარჯვა ასაკობრივი ნაკრებებიანად( არც იქ არის დამაიმედებელი დონე ) უადგილოდ უსაფუძლოდ მიმაჩნია, ბავშვთა ფეხბურთს მიხედონ გამონთავისუფლებული ფინანსებით...
გუსანი
10 ოქტომბერი 2021 20:09
0
საერთოდ აღარაა დრო.რომ კობიაშვილი და სანიოლი მოვაცილოთ ნაკრებს? მათ გაანადგურეს საქართველოს ფეხბურთ ფედერაცია და ნაკრები!
უცნობი
10 ოქტომბერი 2021 13:22
2
კობიაშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები ნელნელა ემსგავსებიან, სტუმრად მისულ პატარა ბავშს რო სათამაშოს ათხოვებენ და რო ჩაემბღაუჭება და უკვე მარტო თავისი რო გონია, და დათმობას რო აღარ აპირებს! აი ასეა რეაქციაა აქვთ ფედერავის მიმართ უკვე! ჯერ როგორ გახდა სამარცხვინოდ პრეზიდენტი, დელეგატი დაიჭირეს რომლის ხმაც გადამწყვეტი იყო რეზოს არველაძის მხარეს, ( ნუ ეგ დელეგატიც რო რეზოს ყავდა ჯიბეში ეგეც ცალკე სამარცხვინო თემაა)) მაგრამ არ ეთმობათ ეს ყველაფერი, შედეგი გაქვთ ნოლი, ყველაფერში და ვინ უნდა გადადგეს? ადამიანები თანამდებობებს რატომ ტოვებენ? იმიტომ რომ კარგად რომ ვერ მუშაობენ! და შენ რო ვინმემ გითხრას გადადექიო ეგრევე ისტერიკაში ვარდები და პატარა კრიტიკაზე ჭირვეულობ! და არავის ეშინია შენი ფხუკიანობის ერთი თუ კაცი ხარ! დაიხურეთ ქუდი და წადით და წაიყვანე ეს შენი საძმაკაცო შტაბი ნაკრებიდან , ჯერ ძლივს მოვიშორეთ როგორც ფეხბურთელები და ეხლა სამწვრთნელო შტაბში მაგათი ხილვა, ძალიან დიდი უსამართლობაა ! რა დავაშავეთ! /// ერთის დავამატებ ნაკრების მენტალიტეტზე რო საუბრიბთ! რა მენტალიტეტი, ვიცე კაპიტანი გეი სამკალურით თამაშობს და არანარი პროტესტი არ გაუჩნდა , პირიქით მოწადინებული იყო რომ კეთებიდა, და სხვა ფეხბურთელებსაც რო გადახედო გარეგნობის უფრო აქცევს ზოგი ყურადღებას, ტატუები, ფჩოლკები, კიკინები, წვერი ჭიპამდე!! არასპორტულ ვიდზეა ყველა! მაგათ რა უნდა მოტხოვოო, უპატრონოებს გვანან!
Vasili
10 ოქტომბერი 2021 13:17
4
გაიხარე ძმა სრულიად მართალს ამბობ.. ერთს დავამატებ.. და შემცვლელი რომ არ არის ექ უფრო უარესი.. ვის გინდა დაუჯერო და იყო იმედიანად.. სხვაც მოვა ფულის საკეთებლად..
ლუკა
10 ოქტომბერი 2021 13:43
0
სამწუხაროდ ძალიან დაბალი დონის სპეციალისტია, ჯერ ეხლა სწავლობს და პრაქტიკას გადის ჩვენს ნაკრებზე. გულშემატკივარი არ ვარგივართ, პატივს არ გვცემს ფედერაცია გვიყურებს ისე როგორც ბრბოს, რომელსაც პროტესტის გრძნობაც არ გააჩნია (პროტესტში აღშფოთებულ კომენტარებს არ ვგულისხმობ). ჩემი აზრით ასეთი დილეტანტი მწვრთნელი სპეციალურად მოიყვანეს, ნიადაგს უმზადებენ ხიზანას...!
Emigranti
10 ოქტომბერი 2021 13:10
2
დააყენეთ ჩივაძე ან ძოძუაშვილი და ხელფასის სხვაობა კი სტადიონების აშენებაში და ქუჩაში მოთამაშე ტალანტების მოახმარეთ.
ვალერი
10 ოქტომბერი 2021 13:31
0
საბერძნეთის გულშემატკივარი აღნიშნავს რო მათი მწვრთნელი შესაცვლელია წარმოიდგინეთ ჩვენთან რახდება?! 12 თამაში კატასტროფა ვაცადოოთ რატო ვაცადოოოთ კობიაშვილს უნდა მისიაა ეს ნაკრებიი? აზრზე არაა ეს სანიოლი
giorgi 12
10 ოქტომბერი 2021 12:41
1

სიახლეები პოპულარული