ჯონ ვან'ტ სხიპი: ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, კომენტარი საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან'ტ სხიპმა გააკეთა:

"პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს ჩვენს სასტუმროსთან ახლოს მოხდა.

მიზანი 3 ქულა იყო, რაც შეხვედრის მიწურულს შევძელით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. იმედია, წარმატებას გავაგრძლებთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას შევძლებთ.

მეტოქის შეფასებას მოვერიდები, ჩვენ მოვინდომეთ და წარმატებას მივაღწიეთ.  საფინალო სასტვენამდე ვიბრძოდით, საჯარიმოში ვაწვდიდით და ამან შედეგი გამოიღო - დამსახურებულად გავიმარჯვეთ. საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევდი.

მომავალ
შეხვედრებში სრული კონცენტრაცია დაგვჭირდება, რათა ყატარში გავემგზავროთ"

მკითხველის კომენტარები / 2 /
სხიპი მაგრა გაიჩალიჩეთ პენალტი
თქვე საცოდავებო რას ეღირსეთ
ჩვენ მხოლოდ მზაკვრობით გვჯობნიდით
ყოველთვის
თენგო
12:15 12-10-2021
0
ის უაზრო პენალი არ დაედოთ, ვნახავდი როგორ იჭიკჭიკებდი.
ჰაჰა
15:22 10-10-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული