"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...

"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.

სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...

სიმ
ართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.

დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.

ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.

განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...

მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...

აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.

არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 53 /
საერთოდ გასაუქმებელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია..
ჯაბა
10 ოქტომბერი 2021 20:25
3
დააბრუნეთ ქეცბაია ან ცხადაძე. გაუშვით კობიაშვილი, ის 256 მილიონი მოიკითხეთ სად წავიდა, რამოსენიმე წელი როა რაც ვხარჯავთ, და ჩამოიყვანეთ ევროპიდან ბავშთა ფეხბურთის მწვრთნელებიიი
ლექსო
10 ოქტომბერი 2021 20:18
2
არ ვიცით ღიმილით მისალმება, გადასასვლელზე გადასვლა,საცობის დროს ერთ ზოლში სიარული, რიგში ისე დგომა რომ ჩვენ წინ მდგომს რამოდენიმე მეტრით არ გადავასწროთ, ნაგავი რომ არ უნდა დავყაროთ და ასე შემდეგ...... თითქოს ძალიან ელემენტარული მაგრამ მაინც:(((
და ფეხბურთი როგორ გვეცოდინება:(((
არც ერთი ნაკრების თამაში არ გამომიტოვებია
:((((
Daviti
10 ოქტომბერი 2021 19:57
2
არანაირი 10 და 20 წლიანი გეგმა მას არ უშველის. სანამ კომუნისტურ კორუფციულ ჯიგრულ ქართულ ტვნს არ შეგვიცვლიან.
Ttt
10 ოქტომბერი 2021 19:44
2
სიმართლე იქნება ყველამ გამოხციდეთ და თქვათ ჩემი ბრალიაო ზრდილობის გამო ბოდიში მოიხადოთ კაცმა რო გკითხოთ არავის ბრალიია არადა სპორტულ ჟურნალისტს მარტო ის რად ღირს პროფესიის გამო რამდენი ჟურნალისტი მოკლეს მსოფლიოში იმიტო რო მათმა ფროფესიამ ბევრი ცუდი ადამიანი გააცნო მსოფლიოს რომელზედაც ვერასდროს ვიფიქრებდით და საქართველოში რა ხდება? არაფერი მსგავსი თუნდაც დინამოს ფიფიაზე ავიღოთ არავინ მეგულება ქართველი რო იტყვის სწორ პოლიტიკას ატარებსო მარა ხმას ვერც ძველი დინამოს თაობა იღებს ეს კიდე პირდაპირი მიზეზია დღევანდელი ქართული ფეხბურთის მიდი აბა მსგავსი სადმე ევროპაში გაბედე დონარუმას უსთვიოსნეს ნახევარდინალში მილანის ტიფოზენმა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს და არ მოერიდათ მანიუს ბოსებს ფანობამ რა უქნა სუპერლიგის გამო შეგიძლიათ დაგუგლოთ ჩვენ კიდე ვართ უთავმოყვარეო ერი და ისე გავავსებთ ხვალე 50 ათასიოან სტადიონს ვითომ 9 წელი ჩვენ არ გვაქ მოუგებელი სერია :)
ნოდო
10 ოქტომბერი 2021 19:36
1
ქეცბას დროს სხვანაირად ლაპარაკობდი... ამ ქვეყანაში მთავარია პირდაპირ, გულახდილად სიმართლე არ ილაპარაკო კაცმა და დალშე რაც გინდა ქენი ყველაფერს მოგითმენენ, გინდა 2-11 გქონდეს ბურთები და გინდა 9 წელი თამაში ვერ მოიგო, მთავარია სიმართლე არ ილაპარაკო!
გიო
10 ოქტომბერი 2021 19:05
2
გულწრფელად მაინტერესებს, რატომ გააჩმახეთ ამ მაზოხისტი ქეცბაიათი საქმე - ფეხბურთელებთან უტაქტო ურთიერთობის და მოედანზე უფანტაზიობის იქეთ, რა მაგია აქვს ამ კაცს ასეთი, დღემდე რომ აფეტიშებთ?!:)
Miron
10 ოქტომბერი 2021 20:06
6
"ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები" მარტო ფეხბურთელები კი არა მთელი საქართველო 99% ეგრეა , ამიტომაც ვზივართ ტიბჟირაზე და ვიცინით მტრის ჯინაზე !
ბაბაია
10 ოქტომბერი 2021 18:34
2
ზუსტად ეს ვთქვი მეც რამდენიმე თვის წინ და ახლა მოკლედ გავიმეორებ, უცხოეთში ტრიბუნებამდე მისდევენ ბურთს, ჩვენები კი მაინც ვერ დავეწევის პრინციპით მოქმედებენ, ეზარებათ ზედმეტი განძრევა. რანაირი მწვრთნელია თუ ამასაც კი არ ასწავლის და მიუთითებს
ბადრი
10 ოქტომბერი 2021 18:20
3
ლიცენზირებული მწვრთვნელების მომზადება ევროპაში ბავშთა ფეხბურთი უფასო ინფრასტრუქტურა სახემწიფო ვალდებული ეს გააკეთოს. დაანებოს კლუბების შენახვას
თავი სახემწიფომ ფული იხარჯება შედეგები არ არის .
jorj
10 ოქტომბერი 2021 18:17
0
უცხოელი მწვრთნელის ყოლას აზრი არა აქვს, კარგი ქართველი მწვრთნელი უნდა იყოს და შეიძლება საშვალოზე ცოტა დაბალი გუნდის შეკრება,მეტი ილუზიები არ უნდა გვქონდეს უახლოესი 10-15წელი
aleksandre
10 ოქტომბერი 2021 18:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული