"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...

"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.

სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...

სიმ
ართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.

დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.

ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.

განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...

მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...

აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.

არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 53 /
უაპსუხისმგებლობის აღლუმია. გადასახადის გადამხდელების მილიონებზე პასუხისმგებლობის ღება რო ელემენტარულად აუცილებელია ამას უბრალოდ ვერ მიხვდება ფედერაციის ხელმძღვანელობა, იმიტო რო ცხოვრებაში ბოლოს წიგნი როდის წაიკითხეს არც ახსოვთ. გაუნათლებელი და სამარცხვინო "ლიდერშიპი"... რაც ქვეყანაში ხდება ის ხდება ფეხბურთშიც
ID
11 ოქტომბერი 2021 12:02
3
ლევან სალუქვაძეს და მაგის ნაირ ჟურნალისტ-საქმოსნებს დიდი როლი მიუძღვით ამ მდგომარეობაში მისვლამდე.
ყოველთვის ყველაფერი მწვრთვნელის ბრაი იყო ყოველთვის ფეხბურთელებს არ ათამაშებდა მომგებიანი ტაქტიკით. არადა არ მოწონდა მაგის ლობირებულ უსაქმურებს რო არ ათამაშებდნენ.
რა სპორტული ჟულნალისტებიც არიან ის ფეხბურთი გვაქვს..................
me
11 ოქტომბერი 2021 11:56
2
ვეთანხმები ბატონ ლევანს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა ქართული ფეხბურთის განვითარების შესანიშნავი, დეტალურად გაწერილი პროგრამა (როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, თუ არ ვცდები). სპორტულ ჟურნალისტებს ვთხოვ, იქნებ როგორმე დაუკავშირდეთ მას, და მოხდეს ამ პროგრამის ამოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ყაველაშვილი ეხლა პარლამენტის წევრია, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს პროგრამა დანერგოს. როგორც რიგითი გულშემატკივარი, მე სხვა გზას ვერ ვხედავ.
gio
10 ოქტომბერი 2021 16:09
28
პარლამენტის წევრი როა, მიტო ჰკიდია ფეხზე უკვე ეგ გეგმა...☝️☝️
mirosan
10 ოქტომბერი 2021 16:13
5
ანუ ადრე ქეცბაიას ბრალი იყო და ახლა არავის ბრალი არაა? ქოცური ნარატივი
1234
11 ოქტომბერი 2021 15:14
9
ლევან სალუქვაძე გამარჯობა, თქვენს ერთერთ გადაცემაში რამოდენიმეჯერ იყო ნახსენები ვართ თუ არა დღეს საფეხბურთო ქვეყანა. ამ ეტაპზე არ ვართ ! ვიყავით ერთ დროს, როდესაც უამრავი ბავშვი იყო ჩართული ამ სპორტის სახეობაში, დღეს კი ფეხბურთში ჩართულია თავის პროფ.ფეხბურთელიან, მოყვარულიან, ქალიან ბავშვიანად 20,000 ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.5 % ია, ხოლო თუ გვინდა ვიყოთ საფეხბურთო ქვეყანა, მინიმუმ 3-5% უნდა იყოს ჩართული ამ სპორტის სახეობაში, რაც 60,000-100,000 სპორტსმენს ითვლის. როდესაც ამ ნიშნულზე ავალთ, ამის შემდეგ შეიძლება რაიმე წარმატებაზე ფიქრი. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს და ევროპის არცერთ ჩემპიონატზე გასულა ევროპული ნაკრები, რომელ ქვეყანასაც ანალოგიური მაჩვენებელი არ ქონდა. ასე რომ უნდა ვიზრუნოთ შევქმანთ ისეთი პირობები ფეხბურთშიი, რაც შეიLძება მეტი მოზარდი დაკავდეს, მასობრიობაში მოდის მერე ბევრი ნიჭიერი ბავშვი.
DAVE
11 ოქტომბერი 2021 11:17
0
რომა წაკითხულს ვერ გებუბ? გამსცადეთ თქოოო. ჯანოს და კიტეს თამაში თუ შეიძლებოდა საყრდენად, წიტას და დავითაშვილის რატომ არ შეიძლება? აბა ჯაბა პასს ვერ აკეთებს და . საყრდენები რომ არ გვყავს მაგას ვერ ხედავთ? ეგენიც ნახევარმცველები არიან. ბოლობოლო, დახიეთ მცველად ეს კანკავა ბოლობოლო, თუ მაინც უნდა ითამაშოს, მაინც მცველი არააა, აბა მაგის წამოწყებული მე არ მინახავს რაიმე. აბუც კიდე არაა ფორმაში და ისედაც ზანტია. საყრდენებზე დგას გუნდი, მიტო ქვია მას საყრდენი, უნდა იყოს ფიზიკურად გამძლე და გონიერი, პასებით უნდა შეეძლოს ფლანგების მომარაგება და ტექნიკურად კარგა უნდა იყოს მომზადებული, კომბინირება უნდა შეეძლოს, ასევე ბურთის დაჭერა. დაწიონ დაცვაში ჯაბა და ნებისმიერი ნახევარმცველი დააყენონ საყრდენებად, ეძებონ და ნახავენ, ყველა რგოლი შეიცვალა ნაკრებში საყრდენების გარდა და ხომ უნდა მიხვდე, რომ საყრდენებია გამოსაცვლელი? დაუკვირდი რას წერ. თანამედროვე ფეხბურთში, პოზიციების ცვალებადობა აუცილებელიცაა. მოედანზე მეტი შემქმნელია საჭირო
ლევან მაღლაკელიძე-რომას
11 ოქტომბერი 2021 10:33
0
ძალიან სწორი ანალიზია,100% გეთანხმებით.
ზურა
11 ოქტომბერი 2021 12:01
0
უვცოელი მწვრთნელი იმიტომ მოყავთ,რომ ჩვენი ტრიპაჩა ფეხბურთელებისთვის ქართველი მწვრთნელები ავტორიტწტს არ წარმოადგენენ,ხოლო ქართველი მწვრთნელები ჩვენი ნაკრების "ვარსკვლავ" ფეხბურთელებს შენიშვნას ვერ მისცემენ,ვერ დატუქსავენ. რაც ვართ ყველა სფეროში ერთი და იგივე სიტუაციაა!
ზურა
12 ოქტომბერი 2021 08:18
0
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი (აუცილებლად ქართველი). შესაცვლელია ყველაფერი. საქართველოში ფეხბურთი, რომ განადგურდა აბა ვინ არის პასუხისმგებელი თუ არა ფედერაცია. რაგბისტები და კალათბურთელები რაც შეუძლიათ აკეთებენ და გვახარებენ ხოლმე (მწვრთნელებიც კარგი ყავთ ყოველთვის). ეს ფეხბურთი საქრთველოში ჭაობად აქციეს რა. ყველა არასაფეხბურთო ქვეყანაში ვითარდება ფეხბურთი და ჩვენზე უკეთესადაც თამაშობენ უკვე. სასწრაფოდ შველა ჭირდება ქართულ ფეხბურთს.
gio
11 ოქტომბერი 2021 10:35
1
კალათბურთში ასეთი სავალალო შედეგი გვექნებოდა ბავშვები ესპანეთში რომ არ გადიოდნენ და კალათბურთის აზებს იქ არ სწავლობდნენ.ამ 45 წლის წინ ცხონებულმა ნაბომ ( თამაზ ოქრუაშვილმა )
7-8 წლის ბავშვებისგან რომ დააკომპლექტა ჯგუფი,რომელიც სულ მალე გუნდად ჩამოყალიბდა და რომელსაც დაარქვა ,,კაქტუსი''. ( სხვათა შორის იმ გუნდში საქართველოს მესამე პრეზიდენტიც თამაშობდა-თან ძალიან კარგად ).,,დინამოზე ჰყავდა შესანიშნავი ასაკობრივი ჯგუფები ლევან ინწკირველს,რუსთავში ოთარ ხმელიძეს და ა.შ.ბოლო წლებში ახალმა თაობებმა ირწმუნეს,რომ თავადაც მიაღწიონ ნაცვლიშვილის,სტეფანიას,ბოისას დონეს.უდიდესი საქმე გააკეთა ფაჩულიამ თბილისში საკალათბურთო აკადემიის შექმნით.ასე,რომ ფეხბურთში ვინმე ასეთი რომ გამოჩენილიყო-ამდენ ტალანტს არ დავკარგავდით.ეგ კი არა მერაბ ჟორდანიამ საზღვარგარეთ გაიყვანა და მეორე-მესამეხარისხოვან გუნდებში გაყიდა ყველა იმედისმომცემი ჭაბუკი,რომელსაც გამართული ფეხბურთი უნდა ეთამაშა.ფეხბურთში იმრავლა ისეთი მწვრთნელების რიცხვმა,რომლებსაც ფეხბურთი თავად არასდროს არ უთამაშნიათ.დღეს არსებობს ,,ფეხბურთის განვითარების მრავალწლიანი გეგმა;რაც მთავარია თავისთვის გამოყვეს ათეულობითმილიონიანი დაფინანსება და...კი ხრავენ მეთოდურად;გულშემატკივარი რა დღეშია-არ აინტერესებთ საერთოდ.მსგავსი რამ ჭიდაობაში ხდება.უმაღლესი დონის პატიოსანი სპეციალისტებით დაკომპლექტდა ძალოსნობის ფედერაცია.შედეგებიც სახეზეა.კარგადაწყობილი მკლავჭიდის ფედერაცია მავანთა გამიზნული მავნებლობის შედეგად დ ა ი შ ა ლ ა .დიდი საშიშროების წინაშე დადგა რაგბიც-როგორც სპორტის ჩვენი საამაყო სახეობა.
giorgi Janikashvili
11 ოქტომბერი 2021 15:51
1
სიმართლე იქნება ყველამ გამოხციდეთ და თქვათ ჩემი ბრალიაო ზრდილობის გამო ბოდიში მოიხადოთ კაცმა რო გკითხოთ არავის ბრალიია არადა სპორტულ ჟურნალისტს მარტო ის რად ღირს პროფესიის გამო რამდენი ჟურნალისტი მოკლეს მსოფლიოში იმიტო რო მათმა ფროფესიამ ბევრი ცუდი ადამიანი გააცნო მსოფლიოს რომელზედაც ვერასდროს ვიფიქრებდით და საქართველოში რა ხდება? არაფერი მსგავსი თუნდაც დინამოს ფიფიაზე ავიღოთ არავინ მეგულება ქართველი რო იტყვის სწორ პოლიტიკას ატარებსო მარა ხმას ვერც ძველი დინამოს თაობა იღებს ეს კიდე პირდაპირი მიზეზია დღევანდელი ქართული ფეხბურთის მიდი აბა მსგავსი სადმე ევროპაში გაბედე დონარუმას უსთვიოსნეს ნახევარდინალში მილანის ტიფოზენმა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს და არ მოერიდათ მანიუს ბოსებს ფანობამ რა უქნა სუპერლიგის გამო შეგიძლიათ დაგუგლოთ ჩვენ კიდე ვართ უთავმოყვარეო ერი და ისე გავავსებთ ხვალე 50 ათასიოან სტადიონს ვითომ 9 წელი ჩვენ არ გვაქ მოუგებელი სერია :)
ნოდო
10 ოქტომბერი 2021 19:36
1

რად უნდა ამდენი ფილოსოფია.კვერკველია და ვაკო გაგვისუქდა,ოქრიაშვილი დაიკარგა,ჩაკვე და ხვიჩა ახლა ადგნენ ლოგინიდან,ნავალოვსკი დაგვიბერდა და გიორბელიძე გამოჩნდა და ისევ დრედენის სკამზე ჩაიკარგა.და ა.შ.
კიდე რამდენი ჩამოვთვალო ფეხბურთს რო უნდა თამაშობდნენ ახლა და სტადიონის მაგიერ რესტორნებში ვხედავთ.ჭანტურია,მჭედლიძე და ა.შ.
და ვინ უნდა ითამაშოს ფეხბურთი,მე?(მამაჩემი თუ გამომიშვებს ბაზ.არაა)
Levani
11 ოქტომბერი 2021 11:52
1
თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ბევრი გულანთებული ახალგაზრდაა, ვისაც უნდა და შეუძლია თამაში, და მოედანზე დადებს ყველაფერს, ოღონდ ნაკრებში დაუძახონ, მაგრამ ეტყობა არ იცით, რა პრინციპით იძახებენ თუნდაც ასაკობრივებში, ვინც თამაშობს, ნახევარზე მეტს არ იცნობენ და შანსს არ აძლევენ, მხოლოდ 1-2 აკადემიის ბავშვებს ეძახიან და უყურონ მაშინ ამ ერთიდაიგივე ხალხს, შევაბერდით ერთმანეთს ამდენი წელია...
123
11 ოქტომბერი 2021 15:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული