"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...

"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.

სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...

სიმ
ართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.

დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.

ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.

განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...

მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...

აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.

არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 53 /
"ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები" მარტო ფეხბურთელები კი არა მთელი საქართველო 99% ეგრეა , ამიტომაც ვზივართ ტიბჟირაზე და ვიცინით მტრის ჯინაზე !
ბაბაია
10 ოქტომბერი 2021 18:34
2
ქეცბას დროს სხვანაირად ლაპარაკობდი... ამ ქვეყანაში მთავარია პირდაპირ, გულახდილად სიმართლე არ ილაპარაკო კაცმა და დალშე რაც გინდა ქენი ყველაფერს მოგითმენენ, გინდა 2-11 გქონდეს ბურთები და გინდა 9 წელი თამაში ვერ მოიგო, მთავარია სიმართლე არ ილაპარაკო!
გიო
10 ოქტომბერი 2021 19:05
2
გულწრფელად მაინტერესებს, რატომ გააჩმახეთ ამ მაზოხისტი ქეცბაიათი საქმე - ფეხბურთელებთან უტაქტო ურთიერთობის და მოედანზე უფანტაზიობის იქეთ, რა მაგია აქვს ამ კაცს ასეთი, დღემდე რომ აფეტიშებთ?!:)
Miron
10 ოქტომბერი 2021 20:06
6
აუცილებელია რაიონებში აკადემიები დიდ რაიონებში მაინც რომ სოფლელმა ბავშვმა შეძლოს ფეხბურთზე სიარული გადახედეთ ჭიდაობას სულ გაჭირებული ოჯახის შვილები აღწევენ წარმატებას.არ ვაკნინებ ქალაქს ან ქალაქელებს მაგრამ რაიონი იყო ყოველთვის სამჭედლო ყველა სპორტის
ბექა
10 ოქტომბერი 2021 17:54
1
რუსულ ჯარში ვიყავი და იქ იყო ერთი ასეთი სიმღერა: "Нимнога прошагал пока ни генераль", ეს ტექსტი იმას გვასწავლის, რომ პირდაპირ მინდვრიდან რომ ვსვავთ პრეზიდენტის, პარლამენტარის და მერის სავარძლებში ხალხს, ასეთ შედეგს, რომ ვერ ავცდებით კი უნდა ვიცოდეთ. იცით რა ვერ გამიგია? სოსო ჯაჭვლიანი იყო მკლავჭიდის ფედერაციის თავმჯდომარე (შეადარეთ ფეხბურთისა და მკლავჭიდის მასობრიობა და საქმიანობა), აირჩიეს დეპუტატად და შეთავსება არ შეიძლებაო და გაანთავისუფლეს, კობიაშვილი კი მეორე მოწვევის პარლამენტია ითავსებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას, მიუხედავად იმ შედეგების ფონზე, რაც ფეხბურთში გვაქვს, რატომ ხდება ეს?
ჟორა გაბრიჭიძე
10 ოქტომბერი 2021 16:56
4
რა აუტი რის მეკარე, გვერდით დაგორავდა ბურთი და არც ბურთთან მირბოდნენ, არც კაცს იყვანდნენ . ესპანეთი- იტალიის მატჩს რომ ვუყურე, ერთა თასის ნახევარფინალზე, უცხოპლანეტელების თამაშს გავდა, გინდა ბელგია საფრანგეთის.
goga
10 ოქტომბერი 2021 17:09
0
ჰა... მოვაყენო ტრაქტორი?! ...
ტრაქტორისტი გუშემატკივარი
10 ოქტომბერი 2021 15:56
2
ვიცი რომ არ გამოაქვეყნებთ , მაგრამ მაინც დავწერ !!! ამას ლაპარაკობს ადამინაი , რომელიც ტელევიზიის საშუალებით წლებია ტოტალიზატორის რეკლამას აკეთებს და გამოდის და 10 წლიან გეგმაზე საუბრობს . მომავალ თაობას , რომ აზარტული თამაშისაკენ უბიძგებ , ეგ 10 წლიანი გეგმის ნაწილია ? კომენტარი კი არა , ჯერ სარკეში ჩაიხედე და მერე საკუთარ გულში , თუ მართლა რამე გტკივა ამ ქვეყნისა და გაწუხებს ! ფატისევლების ჯოგი ხართ , დიდიან-პატარიანად , 30 წელია ორი დაჯგუფება ხან აქეთ ექაჩებით ქვეყანას და ხან იქით , მართლა შტერი გგონია საქართველოს მოსახლეობა ? ბორის პაიჭაძე და ანდრო ჟორდანია , დადიოდნენ და რაიომებში ეძებდნენ ნიჭიერ ბავშვებს , თქვენი ნაპოვნი ნიჭიერი , უპატრონო ბავშვი დამისახელეთ , რომელსაც გზის ჩახერგის მაგივრად გზა გაუხსენით ? ნახევარი მწვრთნელების უმრავლესობა , რომ ფულს იღებდა ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს ბავშვთა ფეხბურთში , წარმომიდგენია დღეს რაც ხდება !!! მიდი აბა ეგ ნაგავი გაქექე , თუ ესე შეგტკივა გული , თუმცა ბევრი ნაცნობისა და ახლობლის გვარი შეგხვდება და გაასაჯაროვებ ?! თუმცა , ერთი რამე გავიწყდებათ , რომ ბოლოს ყველას საკუთარ ქმედებებზე პასუხი მოგვეთხოვება , არაფერი არ იკარგება და რასაც დასთესს , სწორედ იმას მოვიმკით ყველანი . ამაზე იფიქრე ლევანი ბატონო !
ATP 16
10 ოქტომბერი 2021 22:51
8
პირველი და აუცილებელი პირობა რაც მოახდენს ქართული ფეხბურთის (არა მარტო ნაკრებს ვგულისხმობ) კოლაფსიდან გამოყვანას არის რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ფედერაციის სრული რეორგანიზაცია (ვგულისხმობ ფედერაციის გაწმენდას, გაფილტვრას) ახალი პრეზიდენტის არჩევნებს სადაც მონაწილეობას მიიღებს პროფესიონალები და არა დილეტანტები!
გურული NEWS!
10 ოქტომბერი 2021 16:22
3
ლევანი სწორია, მწვრთნელის ყველა ვარიანტი მოისინჯა, არის მოკლევადიანი შედეგებიც. ფეხბურთელები კი პლეადებად იბადებიან, ისევე, როგორც ხელოვანნი. მწვრთნელის და ფეხბურთელების თანხვედრა, თავსებადობა უნდა არსებობდეს. არ აქვს ამას ადგილი ბოლო ათწლეულებში, არც ფეხბურთში, არც ხელოვნებაში. ძველ დროს, რომ ვიხსენებთ, ის დრო საქართველოს რენესანსის ხანა იყო. სტიმულიც სხვა იყო და მენტალობაც. არ მოვინდომეთ, ვერ შევიფერეთ, ახალი რეალობა მოვინდომეთ წინდაუხედავად. ამ ახალ რეალობას კი ახალი ხედვები ვერ შევაგებეთ. ამიტომ ვეთანხმები ლევანს. დავგეგმოთ, უკვე არსებული სწორი ალგორითმები და მიდგომები გამოვიყენოთ, მოთმინება ვიქონიოთ, სათანადოდ დავაფინანსოთ. ჩემის მხრივ, უპირობო აუცილებლობად მიმაჩნია ბავშვთა ფეხბურთის გათავიუსუფლება საფასურისგან და მეტი მოედნები ბავშვებისათვის. ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებს სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს შრომის ანაზღაურება, ამასთან, საუკეთესო ნიხრებით.
ლევანი
10 ოქტომბერი 2021 20:59
1
საბერძნეთთან თამაშს რომ ვუყურებდი შთაბეჭდილება შემექმნა ქართველი ფეხბურთელები ზრდილობის გამო გამოვიდნენ მოედანზე,არანაირი გადადგილება, სირბილის მაგივრად მოედანზე დადიოდნენ.კრიტიკა მათვის შევრაცმყოფელია.მაგრამ მთელ საქართველოს რომ შეურაცყოფას აყენებენ ამაზე თუ ფიქრობენ.ხომ არ ჯობია ამ ეტეპზევე ნაკრებში მოიწვიონ ახალგაზრდები(16–17ლის ბიჭები)და გაიზარდონ თანდათანობით,ჩვენი "ვარსკვლავები"ნაკრებისათვის არ ირჯებიან.გამოუცდელობით თუ წავაგებთ ამაზე მეტს ვერ წავაგებთ
არვისპირელი
10 ოქტომბერი 2021 16:16
1
მართალია ეს კაცი.თუ გვინდა შედეგი უნდა გვქონდეს გეგმა, მარტივი თვლადი კრიტერიუმებით. მაგ. 5 წელიწადში ბავშვ ფეხბურთელთა რაოდენობამ მიაღწიოს 50,000 -ს, ამისთვოს საჭიროა 50 ახალი სტადიონი და მწვრთნელები. 10 წელიწადში 100,000 და ასე შემდეგ. ავიღოდ სამიზნედ ის პროპორცია რაც აქვს გერმანიას, ინგლოსს, ესპანეთს და სხვა წამყვან ქვეყნებს. თუ დავიწყებთ ხვალვე, 15 წელიწადში გვექნება შედეგი, თუ არა და კიდევ ბევრი წელი ვივიშვიშებთ.
გიორგი
10 ოქტომბერი 2021 17:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული