კოსოვოსთან ნაკრებს მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება. 10 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს ბაზაზე ივარჯიშა. ​საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო, საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ასევე გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოში 11 ოქტომბერს ბათუმიდან ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. მატჩის განაცხადში 22 ფეხბურთელი იქნება.

ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ეროვნული გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი,
ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

11 ოქტომბრის განრიგი

16:00 | კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
16:30 | კოსოვოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
17:30 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
მე იმ ხალხის გამკვირვებია ყველა ფრის სტადიონზე წასვკლის სურვილი ისე აქვთ გეგონება ბრაზილიის ნაკრების თამაშია ეჭვი მაქ 50 ათასიც მარტივად გაივსება არადა ტელევიზორშიც კი ვერ ვბედავ ასეთ მაზოხიზმს ვუყურო
ნოდო
11 ოქტომბერი 2021 07:18
5
გუცაევი თუ იქნება ან გაბელია?
ლუი საზანგეთიდან
11 ოქტომბერი 2021 12:34
3
საბერძნეთთან რომ დაეხმარა ხომ მოვიგეთ?
eeeeeex
11 ოქტომბერი 2021 09:10
4
დამენახვეთ მიქაუტაძის ფანებო, გააკეთა რაიმე ღირებული ამ თამაშებში? ვიღაც ბელგიის მე-3 ლიგოსან სტუდენტების გუნდს გაუტანა 3 გოლი და არიქაააააა, გახადეთ რა ინსიგნიე.....
KOSTAKURTA
12 ოქტომბერი 2021 13:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული