ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კოსოვოსთან ნაკრებს მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება. 10 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს ბაზაზე ივარჯიშა. ​საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო, საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ასევე გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოში 11 ოქტომბერს ბათუმიდან ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. მატჩის განაცხადში 22 ფეხბურთელი იქნება.

ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ეროვნული გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი,
ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

11 ოქტომბრის განრიგი

16:00 | კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
16:30 | კოსოვოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
17:30 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ