საქართველოს ნაკრების ტრაგიკომიკური "ფილმი" 27 წელია გრძელდება - ზოგიერთმა ფეხბურთელმა თავად უნდა თქვას ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა. ამაში გასაკვირი არც არაფერია: ეს ტრაგიკომიკური "ფილმი" ხომ 27 წელია გრძელდება, ათასჯერ ნანახი გვაქვს, ზეპირად ვიცით და მაინც ვიშლით ნერვებს. დანიშნავენ ახალ მწვრთნელს, გაიცემა ავანსები, მერე ისევ წავაგებთ, დაიწყება კრიტიკა და ეს ერთი და იგივე დაუსრულებლივ გრძელდება. შეიძლება რაღაც უფრო უკეთესი შედეგის, ლოკალური წარმატების მიღწევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - გლობალურის.

ვთქვათ, გვესარგებლა უეფას ძღვენით, დაგვემარცხებინა ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთი მაკედონია და გავსულიყავით დაუმსახურებლად ევროპის ჩემპიონატზე. იქ ხომ ჩრდილომაკედონიელებზე უფრო დიდ სირცხვილს ვჭამდით. გადის წლები, იცვლებიან ფეხბურთელთა
თაობები, რომელთაგან ზოგიერთებს ლეგენდარულებად მოვიხსენიებთ და გვავიწყდება, რომ ვერც ერთმა მათგანმა საქართველოს ნაკრებს დიდი გამარჯვება ვერ მოუპოვა. მთავარი მიზეზი ქართული ფეხბურთის სისტემაშია. ის ისეთია, როგორიც არის და თაობიდან თაობას ჯაჭვურ რეაქციასავით გადაეცემა - უნაყოფო ხემ არ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი.

ვიდრე ეროვნულ გუნდზე მოგახსენებდეთ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას, ორიოდ სიტყვით ეროვნულ ლიგაზე გეტყვით - ახალს ვერაფერს. ეს ძალიან დაბალი დონის ტურნირია და არსებულ პირობებში არც შეიძლება იყოს უკეთესი. ამიტომ არ დადის მატჩებზე არავინ, სტადიონები ცარიელია, ვინაიდან თამაშების ყურება ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგგვრით. დაბალი დაფინანსების გამო ყველა ფეხბურთელის ოცნება საზღვარგარეთ წასვლაა და აქ ისინი დარჩნენ, რომლებიც ვერ წავიდნენ; რომლებიც წავიდნენ, იქ ვერ დამკვიდრდნენ და უკან დაბრუნდნენ და რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ უცხოეთში გადაბარგების იმედი. გუნდების დონე სამოყვარულო ან ნახევრად სამოყვარულოა და ამიტომ ვერ ახერხებენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე გაღწევას. ახლა რაღაც კონფერენს ლიგა მოიგონეს, რომელიც მკვდრადშობილ ინტერტოტოს თასს ჩამოჰგავს. ის ისეა მოწყობილი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი რომელიმე კლუბი მოხვდება, რაც უდიდეს წარმატებად მოინათლება, რომლის მწვრთნელს, ალბათ, ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადებენ და მის ნაკრების თავკაცად დანიშვნას მოითხოვენ. თუმცა ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა არც რაიმე დიდი წარმატებაა და ბუნებრივია, ქართული ფეხბურთის განვითარებას განსაკუთრებულად ხელს ვერ შეუწყობს. გავიმეორებ - ასეთ პირობებში და ასეთი მწირი დაფინანსებით ჩვენს კლუბებს პროგრესირების არანირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. აბსოლუტურად.

რაც შეეხება ნაკრებს: კონტინგენტი უმეტესწილად სუსტია. ძალიან სუსტი. ლეგიონერთა დიდი ნაწილი ისეთ ლიგებში თამაშობს (ზოგიერთი უმეტესად თადარიგშია), რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დიდად ვერაფრით აღემატებიან. უბრალოდ, ის ლიგები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, "უკეთესად შეფუთულია". ამიტომ ვერ ასრულებენ ჩვენი ფეხბურთელები საჭირო მოცულობის სამუშაოს, მეტოქეები უმეტეს შემთხვევაში ბურთზე ბრძოლისას ასწრებენ და სავალალო შედეგს ვიღებთ.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელი ვილი სანიოლი კი გაუგებრობაშია მოხვედრილი. მან მთელი საფეხბურთო კარიერა საფრანგეთსა და გერმანიაში გაატარა, სრულიად სხვა საფეხბურთო სამყაროში და მისთვის საქართველოს დარ ქვეყანაში მუშაობა უცხოა. აქ სხვა პირობებია, გაცილებით უარესი და რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მიღწევა ძნელია, თუმცა, გარკვეულწილად, შესაძლებელი. მხოლოდ გარკვეულწილად. ალბათ, დამეთანხმებით, არც საბერძნეთის ეროვნული გუნდი წყვეტს ამჟამად ციდან ვარსკვლავებს და უკეთ თამაში შეიძლებოდა, მაგრამ მისმა თავკაცმა ჯონ ვან ტ'სხიპმა სანიოლს პირადი დუელი მოუგო. აი, რა თქვა ნიდერლანდელმა მატჩის წინ: "ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია გვაქვს გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, წარმატება არ უნდა გაგვიჭირდეს". მოკლედ, კარგად შეისწავლა ჩვენი გუნდი და 3 ქულაც მოიპოვეს. მართალია, კომპენსირებულ დროში, მაგრამ ვაღიაროთ სიმართლე, დამსახურებულად გაიმარჯვეს.

არადა, სანიოლს წინა შეხვედრებთან შედარებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა. კვარაცხელია განეიტრალებული იყო, ჩაკვეტაძეც, ლობჟანიძეც, მიქაუტაძე "მშრალ ულუფაზე" იმყოფებოდა, განაპირა მცველები უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ (ვერც წინ ვარგობდნენ) და სწრაფი კონტრიერიშებისას მოწინააღმდეგის შემტევები განივ გადაცემებს აკეთებდნენ, სადაც ჩვენი ცენტრალური მცველები საუკეთესოდ ნამდვილად ვერ ირჯებოდნენ. "ჯვაროსნების" ტანმაღალი ცენტრბეკები სტანდარტულებისას ხშირად ჩადიოდნენ ბერძენთა საჯარიმოში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ბურთის კარში დარტყმა. ფრანგი სპეციალისტი კი დაგვპირდა, რომ მისი შეგირდები ოქტომბერში თამაშის ხარისხს გამოასწორებდნენ, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა. მოგვწონს თუ არა, ფაქტია, სანიოლის წინამორბედი ვლადიმირ ვაისი უკეთ უძღვებოდა საქმეს, ბევრ მატჩში ძლიერ გუნდებს ბრძოლა გაუმართა. შესაძლოა, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ აღმოსავლეთევროპელია, უკეთ გაერკვა სიტუაციაში და შეგირდებს უფრო ფრთხილ ფეხბურთს ათამაშებდა, უფრო დაცვაზე ორიენტირებულს; სათამაშო დისციპლინის დამყარებასაც მიაღწია, შედეგს - ვერა.

წაგებების სერია კი გრძელდება და პასუხისმგებელი არავინაა. სტადიონზე მაყურებლების არყოფნაც მოქმედებს, რადგან ნაკრებს ვერ ეხმარებიან და ზომიერად საჭირო ობსტრუქციასაც არ აქვს ადგილი, რათა საზოგადოების დამოკიდებულება სრულად დაინახონ და შეიგრძნონ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რაღაც მაღალი მიზნების მიღწევაზე, თუმცა გვყავს რამდენიმე ნორმალური ფეხბურთელი, რომელთა გარშემო საშუალო კლასის, მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება მაინც შეიძლება.

და კიდევ: იქნებ ის ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზად, როგორმე თავად მიხვდნენ ამას და დროებით უარი თქვან ნაკრებში ასპარეზობაზე.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ყველაფერში ვეთანხმები ავტორს გარდა იმისა, რო არ ააქ მნიშვნელობა ვინ იქნება ფედერაციის სათავეშიო სწორედ მაგას ააქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.სათავეში უნდა იყოს ნეიტრალური ყოველგვარი პარტიული ნომენკლატურიდან თავისუფალი კაცი.
eeee
11 ოქტომბერი 2021 16:00
3
Marto saniolis shecvlit fegburts ar eshveleba.sanam jilka da mondomeba ar eqneba chvens nakrebs araferi gamova.saniolic wava magram igive iqneba.araniri jigari ar aqvt gegoneba vinme adzalebs tamashs.shedegi iqneba yoveltvis noli sanam da mogebis wyirvili ar gauchndeba nakrebs.
qomagi
11 ოქტომბერი 2021 15:54
3
Marto mwvrtnelis shecvla ar shvelis saqmes.bichebma tu ar moindoma verafers shecvlis marto wvrtneli.jilka ar aqvt arainairi mondomebas ver vxdev magatgan ujigrod tamashiben. ase araferi ar sheicvleba vinc ginda is movide mwvrnelad.
qomagi
11 ოქტომბერი 2021 15:45
1
სანიოლია გადასგდები
beqa
11 ოქტომბერი 2021 15:28
6
სასწრაფოდ უნდა წავიდეს სანიოლი,ქართველი მწვრთნელი უნდა მოვიდეს და მას მიეცეს დრო ორი წელი,ოღონდ ნაკრებიდან უნდა დაითხოვოს ანალიტიკოსად რომ არის ზამთარაძე ხიზანიშვილი ზედ მიაყოლოს და მოიყვანოს პროფესიონსლები,ნაკრებს არ უნდა გააკაროს ასევე დვალიშვილი,ზოგადად კობიაშვილის და იაშვილის ახლობელ მეგობრებისგან უნდა გაწმინდოს ნაკრები,თუ ამას შეძლებს ქართველი მწვრთნელი მაშინ შედეგიც ექნება,თუ არადა ნაკრები სულ ასეთ დღეში იქნება სადაც კობიაშვილის მეგობრები დიდ ხელფას აიღებენ და შედეგი ნული იქნება..
simartle
11 ოქტომბერი 2021 15:19
3
სანიოლის წასვლით რა ნაკრებს ეშველება? ნეტავ ეგ იყოს მთავარი მიზეზი. გუნდი რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში მსოფლიოს შესარჩევ ციკლში მხოლოდ ერთ თამაშს იგებ, იქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია. ამ 16 წლის განმავლობაში რამდენი მწვრთნელი შეიცვალა, რამე ეშველა ნაკრებს? იგივე იქნება ეხლაც შეიცვლება სანიოლი და არაფერი. მწვრთნელი კი არა მთლიანად საფეხბურთო პოლიტიკაა შესაცვლელი. თორემ გავა 16 წელი და ისევ ასე ვიქნებით. ვერ ხედავთ ვიეტნამმაც გაგვისწრო უკვე რეიტინგში. იმ ვიეტნამმა რომელსაც სამტრედიის გუნდმა 80-იან წლებში 8-0 მოუგო, ვიეტნამში.
ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს ჩვენს თავს. მაშინ საერთოდ უარი ვთქვათ ყველაფერზე და აღარ გვექნება ფეხბურთი.
გია
11 ოქტომბერი 2021 16:13
1
საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ არის შესაცვლელი მათ შორის მწვრთნელიც, თუმცა არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ბერძენთა მწვრთნელმა ტაქტიკური ბრძოლა მოუგო ჩვენს მწვრთნელს. ბერძნებს უკეთესი შემადგენლობა ყავთ მაგრამ მეორე ტაიმში არ ბრწყინავდნენ, თამაში კი იმიტომ მოიგეს, რომ ბოლო წუთებზე ქართველ მცველს ბურთი იდაყვზე მოხვდა.....
გიორგი
11 ოქტომბერი 2021 14:55
4
შეიძლება მასეც მოხდეს გადადგეს, მაგრამ ჩვენ ფეხბურთს რა ეშველება.
გია
11 ოქტომბერი 2021 14:55
1
ვფიქრობ პირველ რიგში ნაკრებზე უარი მწვრთნელმა სანიოლმა უნდა თქვას და გადადგეს.
foodboll
11 ოქტომბერი 2021 14:41
10
ცხადაძეს ამაზე სუსტი შემადგენლიბა ყავდა და უკეთეს თამაშს აჩვენებდა. კი ბატონო, პოლონეთთან ჩაუვარდათ თამაში თუმცა იქაც კი ამაზე უკეთ ითამაშეს. თან სულ უფრო უარეს ფეხბურთს აჩვენებენ.
1. წავიდეს სანიოლი.ის არ არის მწვრთნელი.
2. დაინიშნოს ისეთი მწვრთნელი ვისაც აქვს მუდმივი სამწვრთნელო პრაქტიკა და უმუშავია არასაფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებთან. ან ქართველი მწვრთნელი.
3. ნაკრებს ყავდეს ფსიქოლოგი, რომელიც მუდმივად იმუშავებს მათთან სანაკრებო შეკრებებისას.
და მთავარი. წ ა ვ ი დ ე ს ფედერაციის დღევანდელი არაკომპეტენტური შემადგენლიბა. კობიაშვილის თამადობით.
...
12 ოქტომბერი 2021 10:55
0
და მერე?
goga
11 ოქტომბერი 2021 15:24
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული