ლევან კორღალიძემ შესაძლოა, ნაკრები ჩაიბაროს - "დამიკავშირდნენ და ვისაუბრეთ, მაგრამ..."

AutoSharing Option
"პირველ არხთან" საუბარში ქართველმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ საბერძნეთის წინააღმდეგ გამართული საქართველოს ნაკრების მატჩი შეაფასა:

"ნაკრების თამაშები ჩემთვის ძალიან რთული შესაფასებელია, რადგან ზუსტად უნდა იცოდე, ნაკრებში რა სახის პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ მე მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები. ფაქტია, ჩვენ რომ გვინდა, ისე ვერაა საქმე და ბოლო შეხვედრებში ჩვენს თამაშებს დადებითად ვერ შევაფასებ. ჩემთვის ნაკრებში ასეთი გამოსვლის ნახვა მტკივნეული იყო.

"ბათუმში მომხდარმა დიდმა ტრაგედიამ ყველა ფეხბურთელზე უარყოფითად რომ იმოქმედა, ეს გასაგებია, მაგრამ მათგან სწორედ ამის გამო უფრო მეტ თავდადებას ველოდი. შეიძლება თამაში არ
წაგივიდეს, მაგრამ ჟინი უნდა აჩვენო. სამწუხაროა, რომ ესეც არ იგრძნობოდა".

როგორც იცით, "საბურთალოდან" წასვლის შემდეგ კორღალიძე უმუშევარია და მან "პირველ არხს" ისიც უთხრა, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის ნაკრები ჩაიბაროს.

"არ მინდა იმის დაკონკრეტება, რომელი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ ერთ-ერთი ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე ნამდვილად ვისაუბრე. ინტერესი არის, მაგრამ ეს იყო წინასწარი საუბარი, რომლის მიზანიც ჩემი აზრის გაგება იყო, ჩავიბარებდი თუ არა ამ ნაკრებს. ერთი თვის წინაც დამიკავშირდნენ და ახლაც მესაუბრნენ.

ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ და შესაძლოა, ამის გამო წლის ბოლომდე გამგზავრება და ადგილზე დალაპარაკება მომიხდეს. მაგრამ ვიმეორებ, ჯერ მხოლოდ წინასწარი საუბრები იყო და არ მინდა ისეთი მოლოდინი შევქმნა, რომ ქართველი მწვრთნელი უკვე უცხოური ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. სხვა კანდიდატურებიც განიხილება, მაგრამ ჩემ მიმართაც ინტერესი არის", - უთხრა "პირველ არხს" კორღალიძემ. 
მკითხველის კომენტარები / 15 /
რად უნდა ამას ზედაპირული შეფასება, ნაკრების საქმე "დირკაშია" და მორჩა! მე ჯერჯერობით ვერ ვხდები რომელი "წვეთოვანა" უშველით მას! მაინც ვფიქრობ რომ "გამოსწორება" ფედერაციიდან უნდა დავიწყოთ!!!
გურული NEWS!
20:35 11-10-2021
0
ჩვენი ფეხბურთელები 10 კმ გარბენის მერე იღლებიან და მწვრთნელმა რა ქნას
თემო
20:46 11-10-2021
4

სიახლეები პოპულარული