შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"რთული პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ!", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ზედიზედ 3 ოფიციალური შეხვედრა აქვს წაგებული.
ჩვენი გუნდი 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოს ეთამაშება და ჯგუფში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.