საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან საგარეო დაპირისპირებაში "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება.
22 წლის ფეხბურთელმა პრიშტინაში გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.
უკვე ცნობილია, რომ კოსოვოსთან მატჩში "ჯვაროსნებს" გიორგი მიქაუტაძე, ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანიაც ვერ დაეხმარებიან.
აღნიშნული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.