საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან საგარეო დაპირისპირებაში "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება.
22 წლის ფეხბურთელმა პრიშტინაში გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.
უკვე ცნობილია, რომ კოსოვოსთან მატჩში "ჯვაროსნებს" გიორგი მიქაუტაძე, ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანიაც ვერ დაეხმარებიან.
აღნიშნული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ახლა ამასაც თუ დააბრალებთ მოიგონაო უკვე რაღა ვთქვა.
პ.ს იმედია კოვიდი არაა და სხვებსაც არ გადასდო. თამაშის წინ ხო ყველა იტესტება და აი მანდ თუ ამოვიდა დადებითი მერე ნახეთ.
ტრაგედიები გვაკლია?
მაგრამ საქმე ისაა, რომ მაზოხისტურად ყველას უხარია და უნდა ეს ტრაგედიები. მარტო დამარცხებულის მენტალიტეტი კი არ აქვს ამ ქვეყანას, მგლოვიარეს მენტალიტეტიც აქვს.
მერე ხომ აავსებდით ყალბი ცრემლებით სოც.ქსელებს რამე რომ მომხდარიყო. შიგნით იხრჩობა ქვეყანა სიძულვილში, რაის ფეხბურთი გაიხარებს აქ.
იმედია ბიჭებმა ის კომენტარები არ ნახეს,ნახევარი საქართველო თვითმფრინავის ჩამოვარდნას რომ უსურვებდათ.
ესენი ადგებიან მერე და ვინმე გოლს რომ გაიტანს ტაშს დაუკრავენ იმას.
გული მერევა უკვე.
ალბათ ამას არ გამოაქვეყნებთ
რაც შეეხება ფეხბურთელებს იმსახურებენ იმდენს რამდენსაც გასცემენ.აქ მოგება წაგებაზე არაა საქმე. აქ თავდადებაზეა ლაპარაკი. უჯიგროები და უნამუსოები რომ არიან