სანიოლი: გვსურს, ქართველი გულშემატკივარი ნაკრებით ამაყობდეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას 12 ოქტომბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი პრიშტინაში დღეს ჩავიდა და კოსოვოსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.

პრიშტინაში ჩვენი გუნდი 21 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

"ფადილ ვოკრის" სტადიონზე საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"სექტემბერში კოსოვოსთან
დავმარცხდით. ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის, როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით, ეს გამოვასწოროთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით, ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს,რომ ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ქვეყნის ნაკრებით."

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
წადი!!! მსოფლიოში ყველგაან თამაშის შემდეეგ მწვრთნელს იწვევენ გადაცემებში და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს! აქ რატო არაა ესე? ავტორიტარიზმია?
beqa
21:53 11-10-2021
1
ქართული ფეხბურთის სამი იმედი ძლივს ერთად გამოჩნდა მოედანზე,პლიუს ლობჟანიძე და სახიფათო მომენტიც კი ვერ შექმნეს.მიქაუტაძემ საერთოდ თითქმის ვერც კი მიიღო ბურთი.ვის ევალებოდა მათთვის რაღაც ურთიერთქმედების გეგმა შეემუშავებინა?აჰა,მომავალ მატჩში აღარც მიქაუტაძე გვეყოლება,აღარც ჩაკვეტაძე და არც კიტეიშვილი.ახლა გვპირდება უკეთეს თამაშს?7 თამაშში,თუნდაც ერთი სტანდარტულის გათამაშება დაამუშავა?არც ეგ უნახია არავის.შეტევაში არავითარი იდეა არა გვაქვს და რითი გვპირდება გამარჯვებას?ვხედავთ,რომ სუსტი ფეხბურთელები გვყავს და სირბილის არაქათიც კი არ აქვთ,მაგრამ წინასწარ ტყუილად რატომ გვპირდები?ფეხბურთის ფედერაციამ კი კეთილი ინებოს და იმ ფონდიდან კლუბებს ფული იმის მიხედვით გადაუხადოს,ვინ რამდენ საკუთარ ინვესტიციას მოიტანს გუნდში.მეტს იშოვნიან?შენც მეტი ნაწილი მიეცი,ვერ იშოვნიან და კაპიკსაც ნუ გადაუხდი.მაშინ ფონდის მწველავები კლუბებში ვეღარაფერს გამოწველენ და თავის გზას მონახავენაღარც იმ კლუბების დაშლაზე უნდა ვინაღვლოთ.ასე ძალით შენახული კლუბი,ფეხბურთს ვერ განავითარებს.ვინც დარჩება დარჩეს და განვითარდეს.ცხადად ვხედავთ,რომ ძალით შენარჩუნებული კლუბები,მხოლოდ ვიღაცის შესანახად არსებობენ და ქართულ ფეხბურთს,ვერაფერს აძლევენ.არც ფორმალურად არსებული აკადემები სჭირდება ვინმეს.სჯობია ის ფული,მართლაც კარგად მომუშავე აკადემიებს გადაუნაწილდეთ.
სოსო
01:58 12-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული