პირველი გამარჯვების მოლოდინში - ძირითადი თერთმეტეულის ჩვენებური ვერსია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები წარუმატებელი და დანავსული სერიის დასრულებას ამჯერად კოსოვოში შეეცდება. სამწუხაროა, რომ გულშემატკივართა დიდ ნაწილში (რაც სოციალური ქსელებიდან ჩანს) ნდობა იმდენად დაკარგულია, მოთამაშეთა არყოფნის ოფიციალური მიზეზების ნაკლებად სჯერათ. სწორედ რეპუტაციის დაბრუნებაა ახლა სანიოლისა და მისი გუნდის მთავარი საზრუნავი!

"ჯვაროსნებს" საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. მოსალოდნელია, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას დაეყრდნობა და თავს იმ დონის ექსპერიმენტების უფლებას აღარ მისცემს, რაც სექტემბერში ვნახეთ.

Sportall.Ge

გიორგი ლორია -
გასულ მატჩებში სანიოლმა თავის გამოჩენის საშუალება სამივე მეკარეს მისცა. დიდი ალბათობით, მომავალ შეხვედრაში ისევ 
ნაკრების პირველი ნომერი ითამაშებს.

გრიგოლ ჩაბრაძე - დისკვალიფიკაციის შემდეგ ბათუმის "დინამოს" ფლანგელი სასტარტოში უნდა დაბრუნდეს. ამის კიდევ ერთი ფაქტორი ბერძნებთან ოთარ კაკაბაძის არადამაჯერებელი თამაშიც უნდა გახდეს.

გურამ კაშია - საქართველოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე, რომელიც მომავალ მატჩში გუნდის კაპიტანიც უნდა იყოს, "ჯვაროსნებს" მოტივაციის ამაღლებაშიც  დაეხმარება.

Sportall.Ge

ლაშა დვალი
- "ფერენცვაროშის" მცველი დიდი ხნის უთამაშებელი იყო, თუმცა გასულ შეხვედრაში ცუდად არ გამოიყურებოდა. კლუბში დაბრუნების წინ კიდევ ერთი მატჩი ლაშას თავდაჯერებას ბოლომდე დაუბრუნებს.

ირაკლი აზაროვი - გასულ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდის მარცხენა ფლანგი უჩვეულოდ ინერტული იყო. აზაროვს შეუძლია ეს პრობლემა მოაგვაროს.

ნიკა კვეკვესკირი - საკმაოდ დიდი დანაკლისის (კანკავა და აბურჯანია) ფონზე, ნიკას ნამდვილად უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სასტარტო თერთმეტეულში ვიხილოთ.

ვაკო გვილია - "რაკოვის" მოთამაშე ფრანგ მთავარ მწვრთნელს უფრო მეტად საყრდენების წინ და ფორვარდის უკან წარმოუდგენია, მაგრამ ახლა ის ვითარებაა, ვაკო ცენტრალური ნახევარმცველებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს.

საბა ლობჟანიძე - ნაკრების თავკაცს საბას მონდომება ძალიან მოსწონს. "ჰათაისპორის" ფეხბურთელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ. თუკი ვილის რაიმე ახალი არ მოუფიქრებია, ლობჟანიძემ ისევ მარჯვენა ფლანგზე უნდა ითამაშოს.

Sportall.Ge

თორნიკე ოქრიაშვილი - ბერძნებთან დაპირისპირების შემდეგ სანიოლმა ოქრიაშვილის მონდომება გამოარჩია. სავარაუდოდ, ის იმ პოზიციაზე უნდა ვიხილოთ, სადაც თამაში უკეთ გამოსდის და ნახევარდაცვასა და ფორვარდს შორის კომუნიკაციის პრობლემა ისევ არ უნდა შეიქმნას.

ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინის" გარემარბი ის ფეხბურთელია, რომლის "აფეთქებას" სულ ელიან - როგორც თანაგუნდელები, ასევე მოწინააღმდეგეები. იმედია, ხვიჩას საუკეთესო გამოსვლას ვიხილავთ.

Sportall.Ge

გიორგი ქვილითაია - სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებს, შეტევების დასრულება უმეტესად ფორვარდისთვის მაღალი ჩაწოდებებით წარმოუდგენიათ. ამ ტაქტიკისთვის გიორგი მიქაუტაძე, თავისი სტილიდან გამომდინარე, მზად არ აღმოჩნდა, გიორგი ქვილითაია კი არ უნდა "ჩაიკარგოს".

თუკი საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა, გამოვა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ სასტარტოში ერთბაშად 7 ცვლილება იქნება და იქ ადგილს მხოლოდ გიორგი ლორია, ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე და ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


altსაქართველოს ნაკრებს პრიშტინას აეროპორტში დაშვების პრობლემა შეექმნა

altმორიგი დანაკლისი - საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

altლობჟანიძე: მჯერა, გამარჯვების ძალა შეგვწევს




მკითხველის კომენტარები / 19 /
სულით და გულით ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენს გუნდს .იქნებ ერთი მოგება მაინც გვაღირსონ. p.s რა დღეში ვართ ერთი მოგებაც კი სანატრელია
Skorpion07
12 ოქტომბერი 2021 12:23
1
ჩემი აზრით არაფერში არ არის საჭირო უცხოელი მწვრთნელი, რა ასე რომ ათამაშოს ნაკრები საქართველოში არ მოიძებნება მწვრთნელი? ამხელა სახელფასო ხარჯი ტყუილა გადის და ეს თანხა ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოახმარონ და არა მარტო ეს თანხა. ამ თაობიდან ალბათ არაფერი გამოვა (მაქსიმუმ 2 კაცს თუ არ ჩავთვლით). თუ ხეს ფესვი არ უვარგა ისე ვერ გაიზრდება ძლიერი და ვერც ნაყოფს მოგცემს. ამიტომ ბავშვთა ფეხბურთიდან არის განვითარება დასაწყები და არა პირდაპირ ნაკრებიდან. ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას უნდა მოყვეს ქვეყანაში ჩემპიონანტის დონის ამაღლება და მერე შეიძლება გვექნეს ამბიცია თუნდაც საშუალო ევროპული დონის ნაკრებზე. მანამდე სამწუხაროდ მოგვიწევს ასეთი სამარცხვიო ნაკრების გულშემატკივრობა, ნერვების წყვეტა და მუდამ მომავლის იმედით ცხოვრება, რაც უსასრულოდ იქცევა.
გულშემატკივარი
12 ოქტომბერი 2021 14:58
0
წიტაიშვილა არა ხომ?
მწვრთვნელი
12 ოქტომბერი 2021 12:11
0
წავაგებთ 6:0-ს და სანიოლი გადადგება. და მერე თავიდან დაიწყება ისევ წაგებები. არაუშავს სხვა სპორტს შევხედავ. ფეხბურთის ყურება მაინც შემაზიზღეს ამათ..
ლევან
12 ოქტომბერი 2021 11:57
3
ამ ნაკრებს ჯანო, მჭედლიძე, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, ზარანდია, შენგელია აკლია მნიშვნელოვნად ეგენი უნდა იყვნენ წამყვანი მოთამაშეები მაგრამ რად გინდა 2 წუთი არ უთამაშიათ მთელი 2 წელია. ძალიან მწყდება გული, არადა ვაისის დროს გასვლაზე შოტლანდიას და ავსტრიას რომ 1-1 ვეთამაშეთ როგორი იმედი მომეცა რომ ჩვენც შევძლებდით ელემენტარული ფეხბურთის თამაშს.
Semi
12 ოქტომბერი 2021 15:21
2
ასეთი სტატიების მერე უფრო აგებენ. როცა წნეხი აქვთ უფრო მეტად აგებენ, დამიჯერეთ.
წლებია ამ სცენარს ვუყურებ.
დაიწერება აბა ველით მოგებას და მაშინვე ვაგებთ.
ყველა ადამიანი ასეა, რაც უფრო წნეხში ხარ მით უფრო ვერ აკეთებ საქმეს. დავანებოთ თავი ცოტა ხნით. თავისუფლება თუ მიეცემათ უფრო უკეთ ითამაშებენ.
დარწმუნებული ვარ ჩვენზე უკეთ იციან რომ საშინლად თამაშობენ და ბევრი რამე აქვთ გამოსასწორებელი.
Thomas
12 ოქტომბერი 2021 13:48
6
ნეტა მართლა დვალი დააყენოს და ხოჭოლავა არა,რა სეზონს უფუჭებენ დანიაში ამ ბიჭს,თავქუდმოგლეჯილი დარბის და ხეირი არაფერი,დვალი და ხვადაგიანი დააყენეთ ორივე ერთი კაცის მაგივრად
კაპრო
12 ოქტომბერი 2021 12:54
1
თუ ვინმეს უნდა ქონდეს ადგილი წიტაიშვილი აუცილებლად უნდა იყოს. კაკაბაძეს არაც შეეხება მან ზოგადად ძალიან კარგად ითამაშა, მისი დარტყმული ძლივს მოიგერია ბერძენთა მეკარემ, თუმცა ბოლოს 1 დიდი შეცდომა დაუშვა, რასაც გოლი მოყვა.
ვაჟა
12 ოქტომბერი 2021 21:57
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული