"კოსოვოს ნაკრებმა სექტემბერში ქართველები სტუმრად დაამარცხა და შალანდეს გუნდი 3 ქულას ისევ მათთან თუ დაგეგმავს. "ჯვაროსნებს" კი შესარჩევ ციკლში მხოლოდ ერთი ნათელი წერტილი ჰქონდათ - საბერძნეთის ნაკრებთან გასვლითი მატჩი (1:1). ვილი სანიოლის გუნდი უკანასკნელ 3 შეხვედრაში ისე დამარცხდა, გოლიც ვერ გაიტანა. საქართველოს ნაკრების ჯგუფის აუტსაიდერად ხილვა გასაკვირი სულაც არაა, ისინი ხომ მსოფლიო ჩემპიონატის უკვე მესამე საკვალიფიკაციო ციკლში ვერაფერს ახერხებენ.
შაბათს საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ერთიანობაში ცუდი შეხვედრა არ ჰქონია,
უკრაინული გვერდი სავარაუდო შემადგენლობას ისევ აქვეყნებს, თუმცა მასში საკმაოდ ბევრი უზუსტობაა. როგორც ჩანს, მათ გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი ჩაკვეტაძის დანაკლისის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. შეგახსენებთ, "ფადილ ვოკრიზე" დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45 საათზე შედგება.
პირველი გამარჯვების მოლოდინში - ძირითადი თერთმეტეულის ჩვენებური ვერსია
საქართველოს ნაკრებს პრიშტინას აეროპორტში დაშვების პრობლემა შეექმნა