კოსოვო-საქართველო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდამვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა ბურთიც დაიჭირა,
პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა პენალტი დანიშნა და მურიქმა ანგარიში გაათანაბრა.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ)

კოსოვო: მურიჩი, ვოევოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი, ალიმი, დრეშევიჩი, სელინა, რაშანი, რაშიცა, მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე, წიტაიშვილი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფორტუნამ გადმოგვხედა თორე ისევ წაგებას აპირებდა ეს მაზოხისტი ბაღის ბავშვები შემოყარა ისევ
2
ტაში
Vasha.
00:44 13-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული