რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო მეტი შეგიძლიათ და მეტს უნდა მივაღწიოთ ერთად
გიო
14 ოქტომბერი 2021 15:58
2
კანკავა არ იყო და მოვიგეთ. ფაქტია. გიორბელიძეს კიდე, ლობჟანიძემ გაუკეთა პასი და არა წიტაიშვილმა. ასე მახსოვს.
ლევან მაღლაკელიძე
13 ოქტომბერი 2021 22:22
1
საყრდენების ზონიდან მეტოქის თავდამსხმელებმა უამრავი პასი, დაუბრკოლებლად მიიღეს საჯარიმოში.კანკავა რომ ყოფილიყო,ეს ვერ მოხდებოდა.თუმცა მათი შემცვლელების სისწრაფე,საგრძნობლად მაღალია და ნახევარდაცვა უფრო მობილურად გამოიყურებოდა.მიუხედავად ამისა,ჯაბა ჯერაც შეუცვლელია ჩვენ საყრდენ ზონაში.ნეტავი კიდევ მოგვცა მისი თვისებების სხვა ფეხბურთელი.ცოტა უფრო სწრაფი თუ იქნება,კიდევ უკეთესი,მაგრამ ჯაბასნაირი და უფრო ახალგაზრდა,ძალიან გვჭირდება
სოსო
14 ოქტომბერი 2021 10:47
1
კანკავა თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს და უფრო მეტსაც აკეთებს. სხვებს რაც მოეთხოვებათ იმას ვერ აკეთებენ და ამან რა ქნას რამდენნაირად გარდაიქმნას ეხლა. კანკავა აუცილებელია და დასანანი ისაა კიდე 2-3 ეგეთი რომ არ გვყავს. ამ მოგების მერე თუ ვინმეს თავში ეგეთი გენიალური დასკვნა მოუვიდოდა, ჯობდა ეგ თამაში საერთოდ წაგვეგო და ბოლომდე გავფარჩაკებულიყავით.
Kankava(C).
14 ოქტომბერი 2021 04:12
3
მგონი ჩაწყობილი იყო თამაში.ვის რაში უნდოდა ეს გამარჯვება .ალბათ ფედერაციას უფრო.
ბაჯო
13 ოქტომბერი 2021 15:09
32
მგონი ჩაწყობილი იყო თამაში.ვის რაში უნდოდა ეს გამარჯვება .ალბათ ფედერაციას უფრო.
ბაჯო
13 ოქტომბერი 2021 15:05
33
გილოცავთ ყველას გამარჯვებას. ყოველთვის გამარჯვება ჯობია დამარცხებას, როგორიც უნდა იყოს. ამას იმიტომ ვამბობ ვერაფერი ნათელი ვერ დავინახე ნაკრების თამაში, გარდა იმისა რომ წინა თამაშისგან განსხვავებით ცოტა მეტს მოძრაობდნენ. სამწუხაროა ძალიან ხვიჩას რეგრესი ორივე თამაში. ერთ რიგით მოთამაშედ თუ აკმაყოფილებს ყოფნა, მაშინ რაღაზე აქვს პრეტენზია? წიტაიშვილს რას ერჩის სანიოლი იშვიათად რომ ათამაშებს მხოლოდ? ვფიქრობ ეს მოგება შეანელებს ზეწოლას სანოილზე,მაგრამ ჩემი აზრით სუსტი მწვრთნელია.
G.LA
13 ოქტომბერი 2021 13:59
1
ეხლა რასაც ვიტყვი ვისაც ახსოვს ქეცბაიას თამაში ის კი დამეთანხმება. იმ დროს როცა არველაძე არველაძობდა და ქინქლაძე ქინქლაძობდა თავის კალაძიან კობიაშვილიანად ასეთ ნაკრებში წაგებულ თუ მოგებულ თამაშებში მუდამ საუკეთესო იყო თემურ ქეცბაია და ეს იმ დროს როცა ამ კაცს არც ვულვზში არც ნიუკასლში სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა და მყარად იჯდა სკამზე მაგრამ ნაკრებში რომ მოდიოდა ვერავინ იტყოდა მასზე რომ უთამაშებელი იყო ან მალე დაიღალა... მუდამ ფიზიკურად მზად და ფორმაში იყო ტიპი სულს და გულს დებდა ყველა თამაში და ბოლოს თამაშიც ნაკრებში დუბლით დაგვემშვიდობა!!! აი ასეთი ფეხბურთელების სიმრავლე აკლდა საქართველოს ადრეც და ეხლაც!!!!!
რომა
13 ოქტომბერი 2021 13:58
0
მოდითი სიმართლე ვთქვათ რომ ორი ერთნაირი დონის ნაკრები თამაშობდა და ეს მოგება დიდად სასიხარულო განცდას არ ტოვებს რადგან: 1. ნაკრების დაცვა სუსტია და ჩამოსაყალიბებელი, მაშინ როდესაც კვირკველია იდგა დაცვის ცენტრში სისწრაფის ხარჯზე აზღვევდა კაკაბაძეს, რომელიც შეტევაში ერთვებოდა და უფრო პროდუქტიული იყო ვიდრე სრულად დაცვის ფუნქციების შესრულებისას, კვირკველიას სისწრაფე კაშიას არ აქვს და შესაბამისად მარჯვენა ფლანგი დასუსტდა შეტევაში. 2. ართმევებზე კანკავას სისწრაფე მოაკლდა ხოლო სხვა ჩამშლელები სუსტად გამოიყურებიან. 3. მარცხენა ფლანგი ისევ სუსტია გიორბელიძემ კი ირბინა მაგრამ მაინც შესათამაშებელია სხვა ბიჭებთან. 4 ცენტრალურ ზონას არ ექცევა საკმარისი ყურადღება მაშინ როცა ხედავ რომ ფლანგები ჩაგვიკეტა მოწინააღმდეგემ და არ გამოდის შეტევა, ხომ შეიძლება რომ ზოგიერთ კვარა ფორვარდად გადავიდეს და ოქრიმ ცოტა ცენტრში დაიწიოს ან ფლანგების ნაცვლად ლობჟანიძე და კვარა ცენტრფორვარდა დადგნენ ოქრიმ ცოტა დაიწიოს და გვილია კვეკვე ფლანგებისკენ გაიწიონ?, როცა კოსოვო მოგვაწვა აშკარად ჩანდა რომ მათი ცენტრალური ზონები თავისუფალი იყო და სისწრაფის ხარჯზე საბა და კვარა მეტ სივრცეებს შეიქმნიდნენ 5. ქვილითაია აშკარად კარგია მაღალი ბურთის შენარჩუნებისას და ფლანგებზე განაწილებისას, ხომ შეიძლება მეორე ფორვარდი შეუწყვილდეს ახლო პერიმეტრზე? 6. ელემენტარული კომბინაციები არ აქვთ დამუშავებული ფლანგიდან 3 კაციანი გათამაშებები რა გახდა ? მხოლოდ ინდივიდუალურად საბა ან წიტაიშვილი თუ შეძლებდნენ გაქცევებს.
პს. ასეთი დაბალი ფეხბურთელები (სიმაღლეს ვგულისხმობ :D) არცერთ ნაკრებს არ ყავს, მეორე სართულზე ბრძოლას ყველა წაგებულია.
semi
13 ოქტომბერი 2021 13:18
0
რასაც წერ,ყველაფერი შეიძლება,მაგრამ მაგას ტაქტიკური მომზადება ჰქვია და ჩვენთვის საკმაოდ უცხო ხილია.ურთიერთქმედებას წინასწარი მომზადება და დამუშავება სჭირდება,კვარაცხელია, ჩაკვეტაძე,მიქაუტაძე და ლობჟანიძე როგორ პერსპექტიულად ჟღერდა წინა თამაშისათვის,მაგრამ საერთოდ ვერ ითამაშეს ერთად.ერთმანეთის გაგება საერთოდ არ ჰქონდათ და მოედანზე ტყუილად დარბოდნენ.ჩვენი მთავარი ნაკლი მაინც მეტისმეტად უხარისხო პასი მგონია.სწორი და ზუსტი პასიც კი ან უსაშველოდ სუსტად კეთდება,ან კიდევ ძალიან ძლიერად.ტყუილად სირბილი კი,ძალიან ღლის ფეხბურთელს.აღარ გვყავს ჯანო,არ არის კიტეიშვილი,რომელსაც მეტ ნაკლებად შეუძლია ზუსტი პასის გაკეთება და მიქაუტაძე საერთოდ უბურთოდ დარჩა.ამ თამაშში კოსოვოელებმა გვაჩუქეს პირველი გოლი,მერე ძალიან დიდი ენერგია დაახარჯეს ანგარიშის გასათანაბრებლად მკაცრ პრესინგს და ბოლოსაკენ აშკარად დაიღალნენ,რაც ჩვენმა შეცვლაზე შესულებმა კარგად გამოიყენეს.რა თქმა უნდა ესეც ძალიან კარგია და მწვრთნელის იდეამ გაამართლა,მაგრამ მანამდე ჩვენი ყველა კარგი იდეა,უზუსტო პასების გამო,ჩანასახშივე ისპობოდა და გუნდური თამაში შეტევაში,საერთოდ არ ჩანდა.დაცვაში რა თქმა უნდა ცვლილებები ჩანდა,მაგრამ ამის მიუხედავად,კოსოვოელები სისტემატურად ახერხებდნენ საჯარიმოში ბურთების მიღებას და მხოლოდ ამის შემდეგ ვახერხებდით ბურთის მოგერიებას,ან ისინი ურტყამდნენ ცუდად.უკეთესი გუნდი,გაცილებით მეტს გაგვიტანდა.
სოსო
13 ოქტომბერი 2021 15:46
0
ერთი საინტერესო მომენტი. სანიოლს უნდა ვუთხრათ დიდი მადლობა. აი რატომ. დამეთანხმებით, წიტაიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია ამ ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, 1-2 წელიწადში უკრაინის ნაკრებშიც გამოიძახებდნენ. ნახა ბიჭმა გაზაფხულზე (შვედეთს თანაბრად ვეთამაშეთ, ბერძნებს კინაღამ მოვუგეთ, ესპანეთთან თითქმის ფრე ვითამაშეთ) რომ საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული ნაკრებია საქართველო და გადაწყვიტა ჩვენთან თამაში. ჰო და გაზაფხული სანიოლის დამსახურებაა, შესაბამისად წიტაიშვილის არჩევანიც. :)))) გუშინდელ მოგებას კი ყველას გილოცავთ! ეს ერთი და სხვა მრავალი.
alexandre
13 ოქტომბერი 2021 12:46
3
რატო არავინ აღნიშნავს ვინ იყო ყველაზე სუსტი მოედანზე? თუ მისი ხსენება ნეგატოურ კონტექსტში ტაბუირებულია.
ლაშა
13 ოქტომბერი 2021 12:31
7
და რა აღნიშვნა უნდა? მეგრელები რო ჩუმად არიან იასნია ხო.
დიტო
13 ოქტომბერი 2021 14:00
7
კვარაცხელიაზე ამბობთ ალბათ. მისი ხსენება ტაბუირებული კი არ არის, ვისაც არ ეზარება ყველა ამ ბიჭს აკრიტიკებს. ფორმაში არაა ტრავმის მერე, ხო შეიძლება ასე შევხედოთ ამ საკითხს და არ გავატრაგიკულოთ ასე. თავად უკეთ იცის სად უშვებს შეცდომას. უნიჭიერესია და გადალახავს ამ წნეხს.
ყველაზე მეტად მისი კრიტიკა არაა ტაბუირებული.
Michael
13 ოქტომბერი 2021 13:52
2
სირცხვილია მესხის, მეტრეველის, პაიჭაძის, ყიფიანის და სხვა გრანდების ქვეყანას კოსოვოსთან გამარჯვება, გმირობად რომ ეთვლება.
ჟორა გაბრიჭიძე
13 ოქტომბერი 2021 12:13
5
კი და ვიღაც კოსოვო ისე რომ გაგიბლატავდება შენ წაგების მერე სპორტის მინისტრს აყენებს მწვრთნელზე არ არი ლაპარაკი. ყველა ისტერიკებში ვარდება საქართველოსთან თუნდაც ფრის გაგორებაზე კოსოვომ დაიწყო ისტერიკები უკვე. ყველაზე ცუდი ის არის რომ თვითონ ამ დღევანდელ გაუთვითცნობიერებულ ქართველებს ვერ გაუგიათ ის რომ კოსოვო კი არა თუნდაც საბერძნეთთან წაგება და ჩვენთვის არის კატასტროფა. არ არის ადეკვატური რეაქცია !!! და დებილდება ერი სხვებიც აღარ გცემენ პატივს მერე
Mesxi1.
14 ოქტომბერი 2021 05:24
0
ჟორა,დავით აღმაშენებლის დროს,საქართველო ოსმალეთს და სპარსეთსაც აზანზარებდა,ახლა მათი დამარცხება არ უნდა გაგვიხარდეს?.როგორც გიჭირდეს,ისე გიღირდესო.9 წელია გამარჯვება არ გვქონდა და ძლივს რაღაცას მოვესწარით,არ უნდა გაგვიხარდეს?იმ დიდმა დავით აღმაშენებელმაც,თავისი დიდი სახელმწიფოს შექმნა,მცირე გამარჯვევებებით დაიწყო თორემ,მანამდე ტყეებში გახიზნული ცხოვრობდა, საქართველო.საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ,ნელნელა მაღლა ასვლა?ხალხს სიხარული სჭირდება,თუნდაც პატარა გამარჯვება და ბიჭებმა ეს გამარჯვება მოგვიტანეს.დასაჯეს კოსოვოელი გულშემატკივარი,საქართველოს ჰიმნის შეურაცხყოფისათვის.ეს იმასაც ნიშნავს,რომ საქართველოს დროშა და ჰიმნი,არც მათთვის არის რაღაც განყენებული თემა და თურმე მათაც სტკივათ.არ უნდა გვიხაროდეს?მე ამან უფრო გამახარა,ვიდრე თვითონ გამარჯვებამ.აქ ხვიჩაზეც დაწერეს,ზოგიერთმა,ყველაზე სუსტი იყოვო...კი,ვერ ითამაშა შეტევაში კარგად,მაგრამ როგორ ცდილობდა დაცვას მაინც დახმარებოდა.პენალტი საჯარიმოს ცენტრში აიკიდა და იმ ადგილზე,რუბინში თამაშისასაც კი არ მოინახია არასდროს ჩასული.ცდილობდა რაც შეიძლება მეტის გაკეთებას,მაგრამ თუ ცუდად გამოუვიდა,ამის გამო ლანძღვას ვერაფრით დავუწყებ.მისი მცდელობა,გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ამისი შედეგი.სწორედ ერთსულოვნებით გავიმარჯვეთ,თორემ თამაში მათი მოსაგები იყო და ის ნაკლოვანებები არსად წასულა.მთავარია გუნდი შეიკრას,ერთმანეთის მხარი იგრძნონ,თორემ ერთ დღეში კლასს ვერავინ აიმაღლებს.არსებული რესურსით მაქსიმუმის მიღება,მხოლოდ გუნდური სულისკვეთების ამაღლებით შეიძლება და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ,თუ გულშეატკივრებიც მათ გვერდით აღმოვჩნდებით.კრიტიკა საჭიროცაა და აუცილებელიც,მაგრამ არა გინება.კოსოვოსთან შინ წავაგეთ და იქ გავიმარჯვეთ,ბერძნებთანაც ქულა გასვლაზე ავიღეთ და აქ წავაგეთ.გუნდი გასვლაზე უფრო კარგად თამაშობს და რატომ არ ვფიქრობთ იმაზე,რომ შესაძლოა მაყურებლის ზღვარს გადასული მოთხოვნების გამო,საკუთარი მოედნის შიში გაუჩნდათ ფეხბურთელებს?სტადიონზე არ უშვებენ,მაგრამ საქართველოში ჩამოსულები,ამ აგრესიას მაინც დაინახავენ,წაიკითხავენ და კიდევ უფრო ითრგუნებიან.ვიცი,ბევრს არ მოსწონს მაყურებლის გაკრიტიკება,თუმცა ნაკრების თამაშის შედეგები,ამ კრიტიკის საფუძვლიანობაზე საკმაოდ აშკარად მეტყველებს და ეს ჩვენც უნდა გავიაზროთ.
სოსო
13 ოქტომბერი 2021 13:44
1

სიახლეები პოპულარული