რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
გილოცავთ ყველას )
პ.ს წიტაიშვილი ბრავო
კაშია ბრავო
ოქრი ბრვო
გიორბელიძეს დონე აკლია , მაგრამ ჯიგარი დადო და უეჭველ გოლს გადაგვარჩინა ამიტომ ვერ დავუკარგავ ))
ლობჟანიძეს ცუდი თამაში ქონდა , და რაც შეეხება კვარას მაგრად მოუკლო ამ ბიჭმა ((( და ვინმე ღვთისნიერი არ ჰყავს ამ ბიჭს გვერდით ან თმა შეჭრან ან აბადოკი გაუკეთონ დამღალა მთელი თამაში ამის ქოჩრის გასწორებამ )
გიო
13 ოქტომბერი 2021 01:11
18
ბრავო არა იხვის ტოლმა. კოსოვოს მოუგე 1 ბურთის სხვაობით და ისიც გაჭირვებით. მეკარეს წესივრად რო ეთამაშა ეგეც არ იქნებოდა.
...
13 ოქტომბერი 2021 01:41
8
ჩვენ ქვეყანაში საკრალური ციფრია 9 წელი
123 321
13 ოქტომბერი 2021 01:10
3
მაპატიეთ ქალბატონო, მაგრამ ნაციონალი მგონიხართ მაინც :))
odala
13 ოქტომბერი 2021 01:41
8
მე ძალიან გამიხარდა ის რომ გოლი შექმნეს ახალგაზრდებმა და ამ ახალგაზრდა ბიჭებს თუ მათი საკლუბო კარიერა ნორმალურად აეწყობა ამ შემთხვევაში ჩვენს ნაკრებს ექნება მომავალი გყავს ნიჭიერი ბიჭები გვარებს აღარ ჩამოვთლი შეიძლება ამ ბიჭებით წარმატებაზე ფიქრი უახლოეს წლებში არაა მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად რაც შეეხება დღევანდელ თამაშს შედარებით უკეთესი თამაში იყო ხარისხი წინა თამაშებზე უკეთესი მაგრამ არაა კარგი და ჩემი სუბიექტური აზრით ეს თამაში მოიგო სანიოლმა სწორი შეცვლები გააკეთა გამოიცნო და გოლიც ამ შეცვლებს მოყვა წარმატებები ბოლო შეხვედრაში ნაკრებს.
გიორგი
13 ოქტომბერი 2021 01:10
3
ყველაფერი კარგი, მაგრამ დღეს კვარაცხელია ფასს მილიონი მაინც მოაკლდა
ცუდი_ფაქტი
13 ოქტომბერი 2021 01:09
3
ვახ ბიჭოო რა თავებს იტყუებთ რაა. კაიც....
I
13 ოქტომბერი 2021 01:09
14
წიტაიშვილი ყოჩაღი ჩანს. ცოტა ხვიჩას ვეღარ ვცნობ. გამარჯვება გამიხარდა.
ვა
13 ოქტომბერი 2021 01:08
2
ადრე თუ გვიან ყველა 9 წელი მთავრდება
სიმართლე
13 ოქტომბერი 2021 01:08
6
გილოცავთ! ისე, ვისაც გაქებთ, ყველას რაღაც ემათება. ჰოდა, ცოტა ხანს ნუ შევაქებთ წიტაიშვილსა და ლობჟანიძეს. არ შექებამ იქნებ კვარასაც უშველოს :-)
გიორგი
13 ოქტომბერი 2021 01:08
0
დაგვერხა, ნავალა დაგვივლის ეხლა
შაკო
13 ოქტომბერი 2021 01:07
6
კვარა ბოლო პერიოდი თმებზე უფრო ბევრს ფიქრობს ვიდრე ფეხბურთზე
soso
13 ოქტომბერი 2021 01:05
10
თქვენ უფრო ბევრს ფიქრობთ.
Amerikeli.
13 ოქტომბერი 2021 01:20
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული