რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
დასრულდა სისხლიანი 9 წელი
რაბუ
13 ოქტომბერი 2021 00:57
2
პირველ რიგში ყველა გულშემატკივარს და საქართველოს მოქალაქეს ვულოცავ ამ გამარჯვებას !
ამდენი უბედურების შემდეგ მართლა ჰაერი ით გვეირდებოდა ეს მოგება ! მადლობა ბიჭებს , რომ იბრძოლეს !
პირადად მე დღეს ვნახე მებრძოლი ბიჭები + ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი წიტაიშვილის სახით !
ყველას გილოცავთ !
ვახო
13 ოქტომბერი 2021 00:57
4
თამაში დასალაგებელი გვაქვს და ცირა გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, წიტაიშვილის გარდა ცარიელ ზონებს არავინ ეძებს, არ მოძრაობს და შესაბამისად თამაშის გაგრძელების გზები არ ჩნდება!
უმაყურებლოდ ხომ საერთოდ ჩვენებს განძრევა ეზარებათ, ესეც ფაქტია.
Bs
13 ოქტომბერი 2021 03:01
1
გეთანხმები, გამოკვეთილი საფეხბურთო იმპოტენცია ჭირთ უმაყურებლოდ
klimenti
13 ოქტომბერი 2021 09:28
0
პირველ რიგში გილოცავთ მოგებას. შემოვედი კომენტარების წასაკითხად, მგონია გულშეატკივარი რამე ანალიზს დადებს თამაშისას და მეც მათგან რაიმე ცოდნას მივიღებ, ვხედავ მხოლოდ კვარაცხელიას თმებზე საუბრობენ. აი რა დავარქვა ამას?
კვარამ საუკეთესო თამაში ვერ ჩაატარა დღეს ნამდვილად და ფორმაში არ არის. არასტაბილური თამაში არაა გასაკვირი, ასე ნუ ატრაგიკულებთ მის დროებით უფორმობას.
მის გარეგნობაზე საუბარს შეეშვით და დაუტოვეთ ადამიანს უფლება თავისი თმის სიგრძე თავად გადაწყვიტოს.
ამის თქმა და ახსნა რომ მიწევს მაგრად მიტყდება, მაგრამ ყოველი მეორე კომენტარი ამაზეა და წესით თავად უნდა უტყდებოდეთ ავტორებს.
მიხარია რომ მოვიგეთ, რადგან მაინც კვარა არის მთავარი თემა, ვიტყვი, რომ მას ჭირდება ძლიერი მენტალიტეტი და ჯანმრთელობა. ჩემი აზრით ფსიქოლოგიურად არ არის ეგ ბიჭი ძლიერი. გარე ფაქტორები მასზე მოქმედებს, ეგ ბავშვობიდან უნდა ჩაუნერგო ფეხბურთელს, ჯერ კიდე ძალიან ახალგაზრდაა და მგონია, რომ ამ ყველაფერს გადალახავს.
Herbst
13 ოქტომბერი 2021 01:51
2
დიდად ვიმსახურებდით მოგებასო რო ვთქვათ არა მაგრამ რახან მოიგეს არაფერს ვიტყვი. წარმატებები ბიჭებს! და იმედია ამ ფორტუნას გამოიყენებთ და შვედებთან არ შერცხვებით! მომეწონა ბრძოლა ხო ხედავთ თუ იბრძოლებთ შედეგი იქნება! აბა თქვენ იცით!
ABCABC
13 ოქტომბერი 2021 00:56
1
უკვე მეშინია რომ ვუყურო თამაშებს პირდაპირში, ასე მგონია ვთარსავ მე რომ ვუყურებ, დღეს არ მიყურებია და აჰა მოიგეს, თქვენ ოღონდ მოიგეთ და ჩემდა თავად ტელევიზორის ჩამრთველს ....ცი!
ზურა
13 ოქტომბერი 2021 00:48
1
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, 9 წლის გაუმარჯვებლებს, მითუმეტეს... და მაინც, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ეს იყო ყველაზე ალოგიკური გამარჯვება ჩვენი ნაკრების ისტორიაში, ვფიქრობ, ესპანეთთან ამხანაგურში გამარჯვებაზე ალოგიკურიც კი... პრინციპში, ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც სწორედ ამიტომ გვიყვარს ფეხბურთი გამორჩეულად... და თუ ღმერთი გწამთ (ნუ, თუ არ გწამთ, მაინც), იქნებ, შეეშვათ ხვიჩას დაბულინგებას - რომ ათამაშდება (არადა, აუცილებლად ათამაშდება), ხომ შეგრცხვებათ?!... ბიჭს ახლა უნდა გვერდში დგომა და გამხნევება, ზოგიერთი თქვენგანი კი, ღვარძლიან რუს ჟურნალისტს რომ შეშურდება, ისეთს ქილიკობს... გაიხსენეთ, ბერძნებს რომ გაუთანაბრა და ბურთიანად ცენტრისკენ როგორ გამოიქცა - ასეთი ბევრი ქართველის შესრულებით გახსოვთ?!...
ვოოტ
13 ოქტომბერი 2021 01:43
5
ზუსტად მაგას ვამბობ, რუსებზე უარესს უკეთებენ კვარას ქართველები. მომენტს არ უშვებენ რაიმე ცუდი არ თქვან, არ დააბულინგონ. სახეზეც და მანერებზეც ეტყობა ბიჭს რომ არ არის კარგ მდგომარეობაში და იქნებ მივხვდეთ და თუ გვკიდია და არ ვამხნევებთ, ეგეთი უაზრობები მაინც არ დავუწეროთ.
ყველამ ხო იცის რაც შეუძლია, ერთ თვეში თამაში არ ავიწყდებათ ასეთ ტალანტებს.
Herbst
13 ოქტომბერი 2021 02:15
1
ბევრი ტროლია ისე აქ, ოსები და ვიღაცეები ვინც ქართული იციან ემსახურებიან რუსებს
!
13 ოქტომბერი 2021 02:24
13
კვარაცხელიას ნლზე აქვს თავი გადასახოტრი, მარტო პრანჭვას უნდება, ტეხავს. დღეს არ ურბენიათ , მაგრამ ჩქარაიარეს და შედეგიც არის
mmm
13 ოქტომბერი 2021 00:47
10
თმა არა და ენა და კბილები აქვთ დასაძრობი ზოგიერთებს რასაც ვხედავ
Gazavoi kluchi
13 ოქტომბერი 2021 01:08
11
რაღაც უჩვეულო გრძნობაა...:)
ლაშა
13 ოქტომბერი 2021 00:48
0
ჰიმნი რა მაგრად იმღერეთ , საღოლ თქვენ გენაცვალეთ
ლშა_იუვენტინო
13 ოქტომბერი 2021 01:20
1

სიახლეები პოპულარული