სად ათამაშებენ ოქრიაშვილს? - თორნიკეს გოლს კვიპროსში აქტიურად განიხილავენ

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილის მიერ კოსოვოს ნაკრების კარის აღებას კვიპროსული მედია აქტიურად ეხმაურება.

protathlima:

"ოქრიაშვილის მიერ საქართველოს ნაკრებში გატანილ გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან ეს დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.

არავინ იცის, 29 წლის ფეხბურთელი "აპოელში" თამაშს რამდენად სტაბილურად განაგრძობს. ფაქტი ისაა, რომ ამ ეტაპზე, ის გუნდისთვის ნაკლებად მნიშნელოვანი მოთამაშეა. არადა, მთავარ მწვრთნელს ერთ-ერთ ლიდერად წარმოუდგენია."

Goal:

"ოქრი" არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაში ფორვარდადაც შეუძლია და ნახევარდაცვაშიც. საინტერესოა, სანაკრებო შეხვედრების შემდეგ მის ადგილს სად დაინახავენ? ფაქტი ისაა, რომ თორნიკეზე დიდი მოლოდინებია..."

kerkida:

"ოქრიაშვილმა გაიტანა! მართალია, ის იმის
აჩრდილია, რაც "ანორთოსისში" იყო, თუმცა მისგან მაინც ბევრი რამაა მოსალოდნელი.

თორნიკე საქართველოს ნაკრების "ჯოკერი" გახდა. შეცვლის შემდეგ "ოქრის" ვილი სანიოლი ჩაეხუტა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ორს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს."

შეგახსენებთ, ოქრიაშვილმა "ჯვაროსნების" რიგებში მე-13 გოლი გაიტანა და ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

altთურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!

alt"დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ..." - სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

altრევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 5 /
თოკო, შენ გუცაევივით ტრავმების გამო ბევრი გაგიცდა, ამიტომ გაქვს რესურსი 36-37 წლამდე მაღალ დონეზე ითამაშო, რასაც გულით გისურვებ. გფარავდეს უფალი.
გაიოზი
14:46 14-10-2021
0
ამას რო მოენდომებინა და მონასტრებში და კლუბებში არ ერბინა, თავი დაეხარა და ეშრომა ძალიან ძალიან ბევრს მიაღწევდა. ფაქტიურად ცარიელი ნიჭის ხარჯზე თამაშობს ამ დონეზე
nedved
22:32 13-10-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული