საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს აზიურ ნაკრებთან გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, საკუთარ მოედანზე უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ნოემბერი | 21:00
საქართველო - შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
15 ნოემბერი | 18:00
საქართველო
- უზბეკეთი
მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველო და ფეხბურთი? კაით რაა ნუ მაცინებთ.... ქვეყნის შემარცხვენელთა ნაკრები უფრო უნდა ერქვათ ამათ
მწარე სიმართლე
19 ოქტომბერი 2021 19:49
21
თავისუფლება მიშას!!!!!!
მამუკა სვანი
19 ოქტომბერი 2021 19:09
33
ეს მაინც ჩატარდეს თბილისში
დაT
19 ოქტომბერი 2021 18:07
0
ამ ნიუსიდან არ ჩანს სად ჩატარდება უზბეკეთთან მატჩი. იქნებ დაგეზუსტებინათ
klimenti
19 ოქტომბერი 2021 17:35
0
გიას. შენ ხონს შეურაცყოფას ნუ აყენებ, ხონის სტადიონზე მითამაშია 60-იან წლებში და ვიცი.
ბადრი
19 ოქტომბერი 2021 17:14
4
უზბეკეთს ცუდი გუნდი არ ჰყავს და მათთან მოგება გარანტირებული სულაც არაა.მაგალითად შომურადოვი ყავთ სერია ა -შიჩვენ გვყავს სერია ა-ს ფეხბურთელი?
master
19 ოქტომბერი 2021 15:48
1
ოღინდ ისეთი შევარჩიოთ რო უეჭველი მოიგონ. მაგალითად ფილიპინები ან ბუტანი :)
aleko
19 ოქტომბერი 2021 15:28
7
არ ინერვიულოთ,რამეს მოიფიქრებენ ამჯერადაც და უმაყურებლოდ ჩაატარებენ-ნუ ვისაც შვილი გთხოვთ ფეხბურთზე წაყვანას და ბილეთის ფული არა გაქვთ-გამყრელიძე ჯიგარსონნნ...
Levani
19 ოქტომბერი 2021 15:10
3
მართლა რაარის რა ამ ბათუმის სტადიონზე რა აზრი ქონდა გულშემატკივარი ვერცერთ თამაშს დაესწრო მაინც და ნაკრებმაც წაგებებით მონათლა ახალი არენა. მასე მინდორი თბილისშიცაა და ეხლა ყველა მატჩი თუ მანდ ჩაატარეს რააზრიაქვს.
qomagi
19 ოქტომბერი 2021 14:10
3
ხოდა მაყურებელი, როცა იქნება მაგ თამაშებს თითქმის სულ მოიგებენ და მოგებებითაც მონათლავენ ))
nk
19 ოქტომბერი 2021 15:55
0
ჰა, კარგი ყოფილა თბილისელებო, ყველა მატჩი რომ თბილისში ტარდებოდა?)))
რეგიონიდან
19 ოქტომბერი 2021 15:50
9
მესმის რომ ბათუმელებს ეკუთვნით მით უმეტეს მათ ახალ მოედანზე ნაკრების მატჩების ჩატარება თუმცა ამხანაგური იქნებ თბილისში გვეცადა? ბოდიში
ილია თითქმის მართალი
19 ოქტომბერი 2021 13:43
3
მაყურებელს არ უშვებენ და თუ გინდა ხონში ჩაატარონ რა მნიშვნელობა აქვს
Gia
19 ოქტომბერი 2021 13:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული