"ჯვაროსნებზე" ერთი საფეხურით წინ ლიბანია. აქვეა სომხეთის ნაკრებიც, რომელიც 89-ე ადგილს იკავებს. საქართველოს შემდეგ რეიტინგში ლუქსემბურგისა და ბელარუსის ნაკრებები არიან.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთთან (0:2) დამარცხდა, ხოლო კოსოვოს ნაკრებთან (2:1) გაიმარჯვა.
Fifa-ს რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს, "ერთა ლიგაზე" გამარჯვების შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრებმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:
1. ბელგია;
2. ბრაზილია;
3. საფრანგეთი;
4. იტალია;
5. ინგლისი;
6. არგენტინა;
7. ესპანეთი;
8.
9. მექსიკა;
10. დანია
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში, 11 ნოემბერს, შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც რეიტინგში მე-17 პოზიციაზეა, 15 ნოემბერს კი - ამხანაგურ მატჩში, უზბეკეთს დაუპირისპირდება, რომელიც 84-ე პოზიციას იკავებს.
მეტი გვსურდა, მაგრამ სანიოლმა დიდი სამუშაო გასწია - ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს აზიურ ნაკრებთან გამართავს