ვინ როგორ ფორმაში ხვდება სანაკრებო შეხვედრებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები წლის უკანასკნელი შეხვედრებისთვის მზადებას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მატჩი ამხანაგურია, ფრანგ მთავარ მწვრთნელს შემადგენლობაში სიურპრიზები არ შემოუთავაზებია.

"ჯვაროსნებში", ძირითადად, ლეგიონერები არიან. ისე მოხდა, გასულ უქმეებზე მათ გაიტანეს (ქვილითაია, ბერიძე), რომლებიც ახლა სიაში არ არიან, დავით ვოლკოვი კი ნაკრებს გიორგი მიქაუტაძის ტრავმის შემდეგ შეუერთდა.

გადავხედოთ, თუ როგორ ფორმაში არიან ჩვენი ლეგიონერები:

მეკარეები

გიორგი ლორია პირადი პრობლემების გამო უკანასკნელ კვირას "ანორთოსისთან" ერთად არ ყოფილა და ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია (მეორეში სათადარიგო იყო). სანიოლი გიორგის ბოლომდე ენდობა. ლორია ნაკრების ძირითადი
მეკარეა და თითქმის გამორიცხულია, შვედეთთან დაპირისპირებაში სასტარტოში არ ვიხილოთ.

ლაზარე კუპატაძე და დებიუტანტი ლუკა გუგეშაშვილი ეროვნულ ლიგაში მშვენივრად გამოიყურებიან და სანაკრებო პაუზის წინ წარმატებული შეხვედრები ჰქონდათ. უზბეკეთთან ამხანაგურ დაპირისპირებაში თამაშის მეტი შანსი მაინც ბათუმის "დინამოს" კიპერს უნდა ჰქონდეს.

მცველები

ვილი სანიოლისგან ერთგვარი შენიშვნა მოვისმინეთ, წინა ხაზის მოთამაშეებს მეტად განიხილავთ, ვიდრე მცველებსო. შესაძლოა, შემტევებში მეტი არჩევანი იყოს, თუმცა საუბარს არც უკანახაზელებზე მოვრიდებივართ.

Sportall.Ge

როგორც ოქტომბრის შეხვედრებში, ასევე დღესაც, უთამაშებლობის პრობლემა ამ რგოლში ყველაზე მძაფრად დგას. ოთარ კაკაბაძეს, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოში ახალ ტაქტიკას კარგად მოერგო და მისით მთავარი მწვრთნელიც კმაყოფილია, კლუბში ისევ მცირე დრო ეძლევა. ასეთივე სიტუაციაშია დრეზდენის "დინამოს" მარცხენაფლანგელი გურამ ვიორბელიძე. ლაშა დვალს კლუბში ძალიან დიდი ხანია, არ უთამაშია. უკანასკნელი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო ლუკა ლოჩოშვილმაც გამოტოვა.

სანიოლს ამ რგოლში ახალი მოთამაშეები არ დაუმატებია და ფლანგებზე კონკურენციას ისევ ბათუმის "დინამოს" მცველებით ქმნის. რაც შეეხებათ გურამ კაშიას და დავით ხოჭოლავას - მათ სტაბილური პრაქტიკა აქვთ და კარგ ფორმაშიც არიან.

თუკი მცველებზე უფრო მეტი საუბარია საჭირო, თორნიკე კირკიტაძის შესახებ ვწერდით და სხვა მხრივ, საბა კვირკველიას ფორმაში შესვლასა და ჯიმი ტაბიძის მომჯობინებას თუ დაველოდებით. სანაკრებო ამბიციების შესახებ გიორგი გველესიანმაც განაცხადა.

ნახევარმცველები

Sportall.Ge

სანიოლმა აღნიშნა, რომ კოსოვოში კვეკვესკირი-გვილიას წყვილით კმაყოფილი დარჩა. ისინი კლუბებში თამაშობენ და საინტერესოა, შვედეთთან არჩევანი ისევ მათზე თუ შეჩერდება. ამ რგოლში უფრო მეტად კანკავა-აბურჯანიას ვხედავდით. "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველს, სამწუხაროდ, ისევ მცირე დრო ეძლევა და ეს მის თამაშის ხარისხზე გავლენას ახდენს. ფრანგმა სპეციალისტმა უახლოეს 2 შეხვედრაში კარგად უნდა გამოკვეთოს, ერთა ლიგისთვის როგორი მინდვრის ცენტრი წარმოუდგენია და აქცენტი სწორედ მათზე გააკეთოს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. ის ჩვენი ნაკრების შუა ხაზში ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა და მომავლის კონტურებში მისი როლი საკმაოდ დიდია.

ფლანგები

"რუბინის" სასტიკი მარცხის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია კარგად გამოიყურებოდა და იმედია, ეროვნული ნაკრების ფორმით კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდება.

საბა ლობჟანიძე ნაკრებისთვის უკვე შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება. ის თურქეთში გამორჩეულია და სანიოლი სხვადასხვა ტაქტიკურ განლაგებაში ეფექტურად იყენებს.

გიორგი წიტაიშვილს კარგი უქმეები ჰქონდა, მშრალი სერია დაასრულა და მშვენიერ ხასიათზეა. გიორგისთვის საყვარელ მარჯვენა ფლანგზე მწვრთნელი უფრო მეტად ლობჟანიძეს ხედავს. "ჩერნომორეცის" ფეხბურთელმა კოსოვოში ახალ პოზიციაზე თავი კარგად წარმოაჩინა. დაველოდოთ, შვედებს რა ტაქტიკას დავუპირისპირებთ...

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი ბოლო სანაკრებო შეხვედრებში აშკარად გამორჩეული იყო და ორჯერ გოლის გატანაც შეძლო. ის ნამდვილად იმსახურებს, უფრო მეტი დრო დაეთმოს, თუნდაც სათადარიგოთა სკამიდან. მართალია, ოქტომბრის შემდეგ "ტულაში" განსაკუთრებული მატჩები არ ჰქონია, თუმცა მისი მონდომება აღსანიშნავია.

გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაში შესვლა (თუკი ბოლო მატჩს არ ჩავთვლით) გვაიმედებს, რომ ის  ეროვნულ ნაკრებში ძველებურად ათამაშდება!

თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი ის ფეხბურთელები არიან, რომელთა გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლება. ოქრიაშვილი ფორვარდადაც ვიხილეთ, "ულსანის" ფეხბურთელი კი, ალბათ, სიღრმიდან უფრო პროდუქტიულია. თორნიკე მომჯობინდა და ბოლო შეხვედრა აქტიურად ჩაატარა, ვაკოს კი სამხრეთ კორეაში შედეგიანი სეზონი აქვს.

ფორვარდები

ნიკა კაჭარავა ტრავმის შემდეგ მშვენივრად დაბრუნდა. მან ეროვნული გუნდის მაისურით გატანა იცის და ამის იმედი ახლაც გვაქვს.

შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი უმაღლესი დონის არაა, თუმცა დავით ვოლკოვის გოლების ალღოს ეს ვერაფერს დააკლებს. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფორვარდი განსაკუთრებით შედეგიანია და "ზირას" მაისურით 10 ტურში იმდენივე გოლი (8) გაიტანა, რამდენიც მთლიანად გასულ სეზონში. იმედია, ის თავის გამოჩენას "ჯვაროსნებშიც" შეძლებს.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს ბათუმში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს შვედეთთან დაპირისპირებით დავასრულებთ, 15-ში კი გორში უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგური მატჩისთვის დავუხვდებით.

altიძულებითი ცვლილება ეროვნულ ნაკრებში

altსანიოლი: ვამბობთ, რომ კოსოვოსთან მარცხი არის ცუდი, შემდეგ კი მათთან გამარჯვებას გვილოცავენ

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინმე დარჩა,ვისაც ბურთი გაუგორებია? ............
გუსანი
21:09 08-11-2021
1
მე მგონია ყველა მაგარ ფორმაშია, ადიდასზე მაგარი ფორმა სხვა არის რაიმე?
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
17:37 08-11-2021
2

სიახლეები პოპულარული