კვეკვესკირი: შვედეთთან უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შვედეთთან მატჩისთვის მომზადებას აგრძელებს. დღეს თბილისში ივარჯიშა, შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრა. მომავალი მატჩის შესახებ nakrebi.ge-სთან კომენტარი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვქონდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ.

სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება, ბუნებრივია, დამატებითი მოტივაციაა. მით უმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს, თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა კი გვსურს
ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
სასაცილოაა არგაიშვა თქვენი ლაღი თამაში :))
beqa
17:02 10-11-2021
2

სიახლეები პოპულარული