კანკავას გარეშე - საქართველო VS შვედეთის უკრაინული პრევიუ

AutoSharing Option
უკრაინული sportsmole, ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების შეხვედრის პრევიუს გვთავაზობს:

"შვედეთის ნაკრების მიზანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა, ქართველები კი მხოლოდ ღირსებისთვის ითამაშებენ. სანიოლის გუნდი ნუგეშს ეძებს, ამავდროულად კი, სურთ, შესარჩევი ეტაპი კოსოვოზე მაღლა (როგორც ახლა იმყოფებიან) დაასრულონ. საქართველოს ნაკრებს 3 საშინაო მარცხი აქვს და და ეცდება, ეს უსიამოვნება შეცვალოს.

სტუმრებისთვის შემაშფოთებელი ისაა, რომ შვედეთის ნაკრები უკანასკნელი 7 გასვლითი შეხვედრიდან 5-ში დამარცხდა (თუმცა, მათ შორის პორტუგალია და საფრანგეთი იყვნენ).

დისკვალიფიცირებული დვალი და გიორბელიძე ხოჭოლავა-აზაროვმა უნდა ჩაანაცვლონ, მთავარი შემტევი კი ისევ ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელსაც ზაფხულში
"ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" უკავშირებდნენ."

წინა მატჩებამდე ნავარაუდები შემადგენლობებისგან განსხვავებით, უკრაინული გვერდის მიერ ახლა შემოთავაზებული სასტარტო გაცილებით რეალურად გამოიყურება:

ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია; ლობჟანიძე, გვილია, კვეკვესკირი, აზაროვი; წიტაიშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია.


როგორც ჩანს, მათ ვილი სანიოლის ვრცელ პრესკონფერენციას თვალი აქტიურად მიადევნეს. sportall.ge-ს მიერ შემოთავაზებული ვერსიისგან განსხვავებით, აქ ჯაბა კანკავა სათადარიგოთა სკამზეა. მართალია, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გვილია-კვეკვესკირის წყვილით კმაყოფილება გამოხატა, თუმცა კოსოვოსთან გასვლით დაპირისპირებას ჯაბა კანკავა ტოვებდა, რომელსაც ახლა ძირითად 11-ეულში ველით.

altსავარაუდო შემადგენლობა შვედეთის წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაა, ნახეთ 100 % გამოიცნეს!
Bs
11 ნოემბერი 2021 23:46
0
ჯაბა 'თავდასხმის მუხრუჭი' კანკავა და მსგავსი ფეხბურთელები რომ არ გვყავდეს, ბურთის ვისაც ეშინია, უკეთესი ნაკრები გვეყოლებოდა.
odala
10 ნოემბერი 2021 17:03
30
მოვიგებთ თუ წავაგებთ, რა აზრი აქვს?
კ ო მ ბ ლ ე
10 ნოემბერი 2021 16:11
31
ეგ შემტევ ვარიანტს ნიშნავს.შვედებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ და ჩვენც შემხვედრი შეტევა თუ დავუპირისპირეთ,გავუძლებთ?თუ ისე მოხდა,რომ შვედებმა პირველებმა გაგვიტანეს,ჩვენ თამაშის გააქტიურების რესურსი აღარ დაგვრჩება,დაცვით ნაწილში კი,კანკავა გაცილებით საიმედოა.ალბათ კანკავას,კვეკვესკირთან შეაწყვილებს,თავიდანვე.მერე კი დასვენებული გვილია შემოვა.თან თამაშის მიმდინარეობასაც გააჩნია,როგორ წავა.იბრა ისეთი ფაქტორი ჰყავთ,კაცმა არ იცის როდის რას გააკეთებს.ჩვენ შესაძლოა თავიდან აქტიურობა ვცადოთ,მერე კი,კონტრშეტევებზე გადავეწყოთ.კვარამ ფორმა საკმაოდ აღიდგინა,მაგრამ მისი თამაში უკვე შეისწავლეს და სავარაუდოდ,ისე ვეღარ "ათრევს" შვედებს,როგორც მაშინ.თუ გაგვიმართლა და ანგარიში ჩვენ გავხსენით,კონტრშეტევა ძალიან გაგვიადვილდება,მაგრამ ჩვენი ამბავი და ფიზიკა რომ ვიცი,ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავალთ და უკან ჩავსხდებით.შემტევები თვითონ თუ გაიქცევიან,ეგ არის.სტანდარტულების საშინაო დავალებები,აქამდე არ გვქონია და იქნებ ახლა მაინც მოამზადონ რაიმე.თუნდაც ეს, აუტიდან ბურთის საიმედოდ შემოტანა და არ დაკარგვა იყოს.რა ვიცი,დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, დიდი ზეწოლა არ უნდა ჰქონდეთ და იქნებ ლაღად თამაშიც გამოგვივიდეს,თუ შეგვიძლია,რა თქმა უნდა.კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ,ბიჭებს,კარის გაჯახუნებას.
სოსო
10 ნოემბერი 2021 15:01
1
კანკავა და აბურჯანია თადარიგში უნდა დარჩენ ჩემის აზრით,სჯობს გვილია- კვეკვესკირის დუატი ამ ეტაპზე!
კახი
10 ნოემბერი 2021 14:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული