სავარაუდო შემადგენლობა შვედეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ფეხბურთელები ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

იანე ანდერსონის გუნდი ახლოსაა იმასთან, მუნდიალზე პირდაპირ გაემგზავროს და ყატარისკენ სავალი გზა ესპანეთის ნაკრებს გაურთულოს. "ჯვაროსნები" წარუმატებელი საშინაო შეხვედრების დასრულებას ეცდებიან. ასე რომ, სერიოზული დაპირისპირება გველის.

ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან მოვისმინეთ, რომ ის წინასწარ არ იტყვის, გამოიყენებს თუ არა იმავე ტაქტიკურ სქემას, რაც კოსოვოში ვნახეთ.

ეს მართლაც საინტერესოა. ფაქტია, წინა მატჩში მოქნილი განლაგება ვიხილეთ - დაცვაშიც მეტი ორგანიზება იყო და შეტევაც - მრავალფეროვანი.

შეგახსენებთ, სანიოლის დებიუტი სწორედ შვედებთან პირველ დაპირისპირებაში შედგა. მაშინ მთავარი მწვრთნელი რამდენიმე ახალბედას დაეყრდნო. ჩვენი ფეხბურთელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა ზლატანმა ცენტრალურ მცველებს შორის სივრცე მაინც იპოვა, საგოლე პასი შეასრულა და ეს მარცხად დაგვიჯდა.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას:

გიორგი ლორია
- სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, შესარჩევის უკანასკნელი შეხვედრა ნაკრების პირველმა კიპერმა უნდა ჩაატაროს, როტაციას კი ამხანაგურ დაპირისპირებაში ვიხილავთ.

ოთარ კაკაბაძე
- სანიოლმა აღნიშნა, რომ ტაქტიკურ სიახლეში ოთარ კაკაბაძის გამოსვლა მოეწონა - "ის გონებითა და გულით თამაშობს" - თქვა ფრანგმა. "კრაკოვიას" ფეხბურთელი სასტარტოში უნდა ვიხილოთ - მიუხედავად იმისა, ისევ 3 მცველით თამაშს გადავწყვეტთ თუ არა.

გურამ კაშია - ნაკრების ვეტერანი ვიცე-კაპიტანი კიდევ ერთ შესარჩევ ციკლს დაასრულებს. "სლოვანის" ფეხბურთელის გარეშე ჩვენს გუნდს დაცვის ხაზის ორგანიზება ნამდვილად უჭირს.

დავით ხოჭოლავა - ლაშა დვალის დისკვალიფიკაციის პირობებში "კოპენჰაგენის" მცველი უალტერნატივოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. მას კარგი სეზონი აქვს და არც გამოცდილება დაეწუნება.

საბა ლობჟანიძე
- "ჰათაისპორის" ფეხბურთელს სანიოლი საკმაოდ ხშირად აქებს. ვილიმ აღნიშნა, რომ საბას ახალ განლაგებასთან ადაპტირება თავდაპირველად გაუჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ლობჟანიძე დიდ სამუშაოს ასრულებს, მით უმეტეს, 3-მცველიანი განლაგების პირობებში.

Sportall.Ge

ირაკლი აზაროვი
- გიორბელიძის არყოფნა ამ პოზიციაზეც ბევრ ალტერნატივას არ ტოვებს და ბათუმის "დინამოს" ფლანგელი სასტარტოში უნდა ვნახოთ. ირაკლი მაინც უფრო ნახევარმცველია, ვიდრე უკანახაზელი. ესპანეთის წინააღმდეგ დავრწმუნდით, რომ ფრანგი სპეციალისტიც ასე ხედავს. აზაროვის თამაში იმის შანსს ზრდის, შვედებთანაც კოსოვოში ნაცადი ტაქტიკა ვიხილოთ.

შეგახსენებთ, ირაკლიმ წინა მატჩში საგოლე პასი ჩაიწერა.

ჯაბა კანკავა
- გვილია-კვეკვესკირის თამაშით ვილი მოხიბლული დარჩა, თუმცა, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ჯაბა კანკავა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება და ხსენებული წყვილი "დაიშლება". კაპიტანი უკვე ვეტერანია და მომავალი შესარჩევი ციკლიდან მისი როტაციის საკითხი უფრო აქტიურად განიხილება.

ნიკა კვეკვესკირი - ის ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. წინა შეხვედრაში ძალიან დამაჯერებელი იყო და საგოლე კომბინაციაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო.

გიორგი წიტაიშვილი - ლობჟანიძის ფაქტორის გამო გიორგის მარჯვენა ფლანგზე თამაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია. "ჩერნომორეცის" შემტევი წინა დაპირისპირებაში განსხვავებული ფუნქციებით ვიხილეთ. წიტაიშვილი კარგ ფორმასა და ხასიათზეა, უკრაინის ჩემპიონატში გოლის გატანაც შეძლო და სავარაუდოა, სასტარტოში ისევ ვიხილოთ.

Sportall.Ge

მისი ალტერნატივა გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც უფრო სათადარიგოთა სკამიდან ველით. არც ზურიკო დავითაშვილის მშვენიერი სანაკრებო შეხვედრებისა და ვაკო ყაზაიშვილის კარგი საკლუბო სეზონის გათვალისწინება უნდა დაგვავიწყდეს.

ხვიჩა კვარაცხელია
- "რუბინის" გარემარბი ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე წინა სანაკრებო შეხვედრებზე. კოსოვოსთან სტუმრობის დროსაც გამოჩნდა, რომ ხვიჩა ბევრ სამუშაოს ასრულებს და დაცვით ფუნქციებშიც ეფექტურად მონაწილეობს (მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია). ახლა შეტევაშიც პროდუქტიულ კვარაცხელიას ველით.

თორნიკე ოქრიაშვილი - "ოქრი" წინა ხაზს მშვენივრად მოერგო. მას ამ პოზიციაზე ვლადიმირ ვაისის პერიოდშიც უთამაშია. გუნდთან ერთად ახლა გიორგი მიქაუტაძე არაა, რაც "აპოელის" ფეხბურთელის სასტარტოს შანსებს ზრდის. მისი ალტერნატივა ნიკა კაჭარავა და დავით ვოლკოვი არიან.

საქართველო-შვედეთი 11 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

altვინ როგორ ფორმაში ხვდება სანაკრებო შეხვედრებს?

altიძულებითი ცვლილება ეროვნულ ნაკრებში

alt"შეკითხვები მაშინაც გაჩნდებოდა..." - სანიოლი ფორვარდის საკითხს განიხილავს

altსაქართველოს ნაკრები შვედეთთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ბათუმში გაემგზავრა

მკითხველის კომენტარები / 10 /
იქნება ოქრიაშვილი 10 ნომერზე? გუნდი ფეხბურთს ითამაშებს! მაგრამ მგონი ჩვენი დაცვა გაოდირკება!
SILVERMARCS
08:59 11-11-2021
0
ოქრიაშვილი რომ არ იყოს ნაკრებში გოლს ვინ გაიტანს? რას პროფესორობ გრიგოლი 1408 ? მტერი ხარ ნაკრების?
ზურა
08:08 11-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული