შვედებმა დღევანდელი მატჩის მსაჯის ისტორია შიშით გაიხსენეს - გოზუბუიუკი ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში იყო ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
საქართველოსა და შვედეთის მატჩის მსაჯი თურქული წარმოშობის ნიდერლანდელი სერდარ გოზუბუიუკი იქნება, რომელიც ჩვენი გუნდის შეხვედრას ერთხელ მოემსახურა - 2019 წლის 27 მარტს დუბლინის „ავივაზე“ ირლანდიასთან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაშინ "ჯვაროსნები" 0:1 დამარცხდა. შვედური fotbollskanalen-ის ჟურნალისტმა ანდრეას სუნდბერგმა არბიტრის სკანდალური წარსული ერთგვარი ნიშნისმოგებითა თუ შიშით გაიხსენა:

„ჩაწყობილ მატჩებში ეჭვმიტანილი სერდარ გოზუბუიუკი ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის მნიშვნელოვან შეხვედრას განსჯის.

Sportall.Ge

ექვსი წლის წინ გოზუბუიკი გარიგებულ მატჩებში იქნა ეჭვმიტანილი, მაგრამ არ დაისაჯა. "ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი", - განუცხადა
საფეხბურთო არხს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა იანე ანდერსონმა.

ამ სეზონში გოზუბუიუკმა ნიდერლანდების ჩემპიონატის ბევრი მატჩი იმსაჯა, აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგაზე "ვილიარეალი" – "ინგ ბოიზი" და "მანჩესტერ სიტი" - "ლაიპციგი".

2015 წელს გერმანული გაზეთი Volkskrant-ი წერდა, რომ ის ეჭვმიტანილი იყო ნიდერლანდებში მეორე და უმაღლესი ლიგების 2-3 ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობაში. თავად არბიტრმა ეს ბრალდება უარყო.

გოზუბუიუკი აგრეთვე 2011 წელს სამშობლოში ფეხბურთელთა უკანონო პოკერის ტურნირში მონაწილეობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა გამოძიებამ ვერაფერი დაუმტკიცა, ხოლო ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციამ და უეფამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესენი ისე ლაპარაკობენ,რომ თუ მოხდა და მიზანს ვერ მიაღწიეს,ყველას და ყველაფერს დააბრალებენ,მათ შორის ჩვენც.
სოსო
16:32 11-11-2021
0
ოოო, ალბათ სპეციალურად შეგვირჩიეს, სულ ბრდღვნას ვუზამთ, ბრდღვნას
vaxo
13:49 11-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული